სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, შესანიშნავი ადგილი ოჯახური დასვენებისა და განტვირთვისათვის - ეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლება სოფელი ალექსეევკაა.
ბუნების განსაკუთრებული სიყვარულის და სიახლოვის სურვილის გამო, წლების წინ ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით, სოფელში აგარაკი შეიძინა ერთმა თბილისურმა ოჯახმა. აქ სიხარულით ხვდებიან სტუმარს. ეზოში შესულს კი აუცილებლად მიგიზიდავთ ოჯახის დიასახლისის - პროფესიით ბიოლოგის, ქალბატონი ნია ნაცვლიშვილის მიერ საკუთარი ხელით გაშენებული სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ვარდები, ულამაზესი ყვავილები და გემოვნებით მოწყობილი გარემო. აქვე შეხვდებით სოფელში სტუმრად მოსული ქართველი თუ უცხოელი ტურისტების მიერ დატოვებულ სამახსოვრო წარწერებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ დაბა მანგლისის საპილოტო არეალზე საჯაროდ გამოცხადდა სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები და 26 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გიწვევთ დაბა მანგლისის N 089, N 092, N 093, N103 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას და რუკებს: https://drive.google.com/…/17OA-HOFqlC63LQ0UkTTagtp1nhIA7ij4
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 5 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: მანგლისი, რუსთაველის ქუჩა N 1.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ დაბა მანგლისის საპილოტო არეალზე საჯაროდ გამოცხადდა სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები და 6 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გიწვევთ დაბა მანგლისის N 053; 054; 061; 062; 065;069; 071; 074; 076; 077; 078; 079; 094; 096; 101; 104; 105; 107; 109; 113 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას და რუკებს: https://drive.google.com/…/1B1e7qhcVnSl1aXOkZjMTIBotSvuOtGzj
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 15 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: მანგლისი, რუსთაველის ქუჩა N 1.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ტელ: 599 08 43 02 ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ დაბა მანგლისის საპილოტო არეალზე საჯაროდ გამოცხადდა სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები და 6 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გიწვევთ დაბა მანგლისის N 053; 054; 061; 062; 065;069; 071; 074; 076; 077; 078; 079; 094; 096; 101; 104; 105; 107; 109; 113 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას და რუკებს: https://drive.google.com/…/1B1e7qhcVnSl1aXOkZjMTIBotSvuOtGzj
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 15 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: მანგლისი, რუსთაველის ქუჩა N 1.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ტელ: 599 08 43 02 ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
13 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის წესი და იმსჯელეს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის დაგეგმვის და საბჭოს დებულებით განსაზღვრული, სამომავლოდ გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის №226 დადგენილებით, საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება გენდერულ ჭრილში და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება, გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება/ დაგეგმვა, გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ა.შ. დეტალურად იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/download/4204944/0/ge/pdf
5 ივლისს დაბა მანგლისის საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მიმდინარე პროცესი განიხილეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წელს შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ და აიღო ვალდებულება სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორის, არასამათავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდების, მცირე მეწარმეების აქტიური ჩართულობით, შეიმუშავოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულყოფილად უნდა ასახავდეს საზოგადოების ინტერესებს და განვითარების სასურველ მიმართულებებს.
1 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალთან „ჩოხოსან რაინდთა დასის“ ორგანიზებით, მარაბდის ბრძოლის 393-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მარაბდის ველზე დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ. სახალხო ზეიმში მონაწილეობდნენ: ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „გუდარეხი“, პოეტი ნანა ცინცაძე და საესტრადო მუსიკალური ჯგუფები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელის თავმჯდომარე ლიგიტა სმაგურაუსკაინე და წევრი პოვილას საულევიუსი ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის“ წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ლიტველი სტუმრები ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის წესს და მიიღეს ინფორმაცია სამომავლო გეგმების და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესახებ, ამასთანავე თვითმმართველობის წარმომადგენლებს ლიტვური LAG-ების და მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის გამოცდილებები გაუზიარეს.
შეხვედრაზე სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარების და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში გაცვლითი პროგრამების შემუშავების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.
27 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. წინასწარ დაანონსებული დღის წესრიგის შესაბამისად განსახილველი თემები წარმოადგინეს: 2018 წლის 4 მაისის სხდომაზე თეთრიწყაროს მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებსა და თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გადაცემის საკთხზე რეკომენდაციები - გულიკო შოშტაშვილმა, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ხოლო მერიის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა გოგა ასუმბანმა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია და ასევე - ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.
სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, 27 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ორგანიზაციამ ,,ინიციატივა რეგიონალური განვითარებისთვის“ პროექტის ,,ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შშმ ბავშვთა მშობლებთან ერთად იმსჯელეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ და პრობლემების გადაჭრის მიზნით, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზით, მუნიციპალიტეტში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრის დაარსების შესაძლებლობა.
26 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (TT LAG) ესტუმრნენ ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელის თავმჯდომარე ლიგიტა სმაგურაუსკაინე და წევრი პოვილას საულევიუსი. პროექტის ფარგლებში, შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)".
თეთრიწყაროს ლაგის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ლიტველმა სტუმრებმა განიხილეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ფუნქციონირებისა და LEADER მიდგომის განხორციელების მიზნები და საფუძვლები. თეთრიწყაროს მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა, სტუმრებს გააცნო მუნიციპალიტეტის მუშაობის სტრუქტურა და მათი თანამშრომლობის არსი ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.
21 ივნისს ქ. თეთრიწყაროში, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა სამედიცინო აქციის ფარგლებში, მოსახლეობას მხედველობის უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს.
პაციენტებს ჩაუტარდათ მხედველობის შემოწმება (ვიზომეტრია), ბიომიკროსკოპული გამოკვლევა და თვალის ფსკერის გამოკვლევა არაკონტაქტური გოლდმანის ლინზით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი.
18 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა პირველადი დოკუმენტი და იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელიც შემდგომ ასახული იქნება გეგმაში.
ინიციატივის მონაწილე მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მისი პარტნიორების მიერ შეიმუშავებული განვითარების გეგმა მიმართული უნდა იყოს კერძო სექტორის ზრდისაკენ, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ განვითარებასა და დასაქმებას.
15 ივნისს ქალაქ თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის დირექციამ წარმატებულ მოსწავლეებს მადლობა გამოუცხადა გაწეული შრომისათვის და სიგელებით დააჯილდოვა.
დაჯილდოვებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილეები მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი, ქ.თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
5 ივნისს თეთრიწყაროს მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წყლისა და წყალარინების პროექტების ტექნიკური დიზაინის შედგენის საკითხებზე იმსჯელეს. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი, „საქართველოს ადგილობრვი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება პროექტის ციკლის მართვაში“, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას მათ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, შესყიდვასა და მონიტორინგში.
14 ივნისს ქალაქ თეთრიწყაროში ა.(ა).ი.პ თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის გაერთიანებამ 2017-2018 სასწავლო წლების შემაჯამებელი კონცერტი გამართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ კოდის, ასურეთისა და თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიება საანგარიშო-შემაჯამებელი სახის იყო , სადაც ძირითადად წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).
საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო, საპილოტო პროექტის ფარგლებში აცხადებს 1 (ერთი) ადგილობრივი რეგიონული ფასილიტატორის შერჩევას პროექტის მხარდასაჭერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
11 ივნისს მერიის საკონფერენციო დარბაზში ა.ა.ი.პ „ინიციატივა რეგიონალური განვითარებისთვის“ პროექტის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
2018 წლის თებერვლის თვიდან „ინიციატივა რეგიონალური განვითარებისთვის“ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ერთად ახორციელებს პროექტს „ერთად ერთმანეთისთვის“, რომლის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი განვითარების ხელშემწყობ სოციალურ საკითხებზე ადგილობრივი თემის, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირება და ამ კატეგორიის ბავშვთა საჭიროებების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა.
ივლ 06 ორშ 2026
835
ივლ 03 პარ 2026
858
ივლ 02 ხუთ 2026
957
ივლ 03 პარ 2026
890
მაი 26 სამ 2026
1219
ივნ 11 ხუთ 2026
1247
იან 00
1236
იან 00
1454




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















