თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი

რა არის სამუშაო ჯგუფი ?
სოფლის განვითარების მუნიციპალური სამუშაო ჯგუფი ახდენს მუნიციპალიტეტის დონზე არსებული სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების გამოვლენას, გადაწყვეტას ან/და განსახილველად გამოტანას საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე.

სამუშაო ჯგუფის მიზანი
სოფლის განვითარების მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის მიზანია მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საჭიროებებზე პროაქტიული რეაგირება, რესურსების მობილიზაციის და სხვადასხვა აქტორების კოორდინაციის გზით.

სამუშაო მიმართულება

  • მულტისექტორული მხარდაჭერა და ეკონომიკური დივერსიფიკაცია (ტურიზმი და ტურისტული სერვისები);
  • დასაქმება და სამუშაო უნარების განვითარება;
  • ინფრასტრუქტურა;
  • სერვისები ადგილობრივი ბიზნესისთვის და მოქალაქისთვის;
  • ურბანულ ზონებსა და სოფლებს შორის კავშირის გაუმჯობესება;
  • მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის გაზრდა;
  • გარემოს დაცვა;
  • ენერგო-ეფექტურობის და განახლებადი ენერგიების დანერგვის ხელშეწყობა;

სამიზნე ჯგუფი
ადგილობრივი ბიზნესი (არასასოფლო სამეურნეო სექტორი), სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა.

საჭიროებების განხილვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში
სოფლის განვითარების სამუშაო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ჩატარდება სულ მცირე კვარტალში ერთხელ. შეხვედრის ფარგლებში უნდა მოხდეს კითხვარების საშუალებით მიღებული საჭიროებების განხილვა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

  • მუნიციპალიტეტის მერი;
  • საკრებულოს თავმჯდომარე;
  • სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი;
  • ეკონომიკური სამსახურის უფროსი;
  • ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG);
  • ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი;
  • ადგილობრივი აქტიური მოქალაქეები;

 

საჭიროებების განხილვა სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შექმნილია საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით და მიზი მიზანია საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერა. საბჭო შედგება შემდეგი უწყებებისგან:

 

ელექტრონული აპლიკაციის შევსების ინსტრუქცია

1 ეტაპი - გადადით მოცემულ ლინკზე

2 ეტაპი - შეავსეთ ყველა მოცემული ველი

3 ეტაპი - ყველა სავალდებულო ველის შევსების შემდგომ დააჭირეთ ღილაკს გაგზავნა (submit)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - ასატვირთი სააპლიკაციო ფორმა

ბეჭდური ფორმის აპლიკაციის შევსების ინსტრუქცია

1 ეტაპი - აპლიკაცია შეგიძლია მოითხოვოთ LAG -ის ოფისში და მერიის შენობაში, აგრეთვე თემში მერის წარმომადგენელთან.

2 ეტაპი - შეავსეთ აპლიკაციის ყველა სავალდებულო ველი

3 ეტაპი - ჩააბარეთ შევსებული აპლიკაცია მერიის ადმინისტრაციაში

 
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930