თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი

გეოგრაფიული მდებარეობა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ქვემო ქართლის მხარეში შემავალ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტს  აღმოსავლეთით ესაზღვრება გარდაბნისა და მარნეულის, დასავლეთით - წალკისა და დმანისის, ჩრდილოეთით - კასპისა და მცხეთის, ხოლო სამხრეთით -  ბოლნისის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ფართობი 1 175.5 კმ2-ს შეადგენს, მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 650 მ-ია, ხოლო მაქსიმალური სიმაღლე, სადაც დასახლება მდებარეობს 1140 მ-ს  შეადგენს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი-ქალაქი თეთრიწყარო - თბილისიდან დაშორებულია 57 კმ-ით, რეგიონის ცენტრიდან - ქ.რუსთავიდან - 60 კმ-ით, ხოლო მთავარი სარკინიგზო მაგისტრალიდან (თბილისი-მარაბდა-ახალქალაქი) - 7 კმ-ით.

სიახლოვე მარაბდა-თბილისის რკინიგზასთან, აბრეშუმის გზის საავტომობილო მონაკვეთთან,  აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებთან, თბილისის აეროპორტთან, მისი მდებარეობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოკორიდორის ზონაში, მუნიციპალიტეტის  განვითარების კარგ შესაძლებლობებს ქმნის.

მოსახლეობა

 

თეთრიწყაროს მონუციპალიტეტში მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობა  21,127 შეადგენს. აქედან 10,335 მამაკაცი, ხოლო 10,792 ქალი. 4,534 ადამიანი ცხოვრობს ქალაქად (ქ.თეთრწყაროსა და დაბა მანგლისში), ხოლო 16,593 სოფლად. მუნციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის 82%-ს ქართველები შეადგენენ, ხოლო 18% ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს (აზერბაიჯანელები, სომხები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები).  

მუნიციპალიტეტში არის ერთი ქალაქი (ქ.თეთრიწყარო), ერთი დაბა (მანგლისი) და 89 სოფელი (აქედან 4 სოფელი დაცლილია), რომლებიც გაერთიანებულია 20 ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტში მაღალმთიანის სტატუსი 51 დასახლებას მიენიჭა, აქედან 49 სოფელი, 1 დაბა და 1 ქალაქი.

მმართველობა  

მუნიციპალურ დონეზე საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის მერია.

 

 

ბუნებრივ-კლიმატური პირობები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მთა-გორიანი რელიეფით ხასიათდება. აქ გაბატონებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12°C-ია (ბარში) 2°C-მდე (მთაში) მერყეობს ზონალობის მიხედვით. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, ტემპერატურა უდრის 0°C-ს ბარში და -10°C მთაში, ხოლო ყველაზე თბილი თვის, ივლისის, ჰაერის ტემპერატურა უდრის 15°C მთაში და 24°C ბარში. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500 მმ-იდან (ბარში) 900 მმ-მდეა (მთაში). ნალექების მაქსიმუმი მაისშია (119 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (30 მმ).

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი მდ. მტკვრის აუზს მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება ორი მთავარი მდინარე - ალგეთი და ხრამი, ორი მცირე ზომის - ვერე და ასლანკა, ეს უკანასკნელი მდ.ხრამს უერთდება.

მდინარე ალგეთი სათავეს იღებს კლდეკარის მთიდან (თრიალეთის მთაგრეხილი), მისი სიგრძე 108 კმ, ხოლო აუზის ფართობი  763 კმ2, იგი მდინარე მტკვარს ერთვის მარჯვენა მხრიდან. მდინარე ალგეთის შუა დინებაში შექმნილია ალგეთის წყალსაცავი, რომელსაც საირიგაციოდ იყენებენ

მდინარე ხრამი (ქცია) სათავეს იღებს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და თეთრიწყაროს, ბოლნისს, დმანისს, მარნეულის ტერიტორიების გავლით მტკვარს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უერთდება. მისი სიგრძე 117 კმ , აუზის ფართობი 6280 კმ2.

მდინარე ვერე სათავეს იღებს დიდგორის მთის მიდამოებიდან მისი სიგრძე   შეადგენს 45 კმ - ს,   აუზის ფართობი 194 კმ2. მდინარე მტკვარს ერთვის თბილისის მიდამოებში და მის მარჯვენა შენაკადს წარმოადგენს.

მდინარე ასლანკა სათავეს იღებს ბედენის მთიდან და მისი სიგრძე 87 კმ-ია. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გვაქვს ოთხი ხელოვნური წყალსაცავი (ტბისი, მარაბდა, ლიპა, ასურეთი). დღეისათვის მოქმედია ტბისის და მარაბდის წყალსაცავები, ხოლო ასურეთის და ლიპის წყალსაცავები ავარიულია და საჭიროებს შეკეთებას.

     იაღისეული და სხვა ბუნებრივი რესურსები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მდიდარია წიაღისეული რესურსებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ბაზალტის, მადნეულის, თეთრი ქვის, კირის, მარგანეცის საბადოები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაზალტის ქვის მარაგის დიდი რაოდენობა, რომლის სწორი გამოყენებით შესაძლებელია დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის, ვინაიდან წიაღისეულის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებელი ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ნიადაგები

მუნიციპალიტეტში ძირითადად გავრცელებულია შემდეგი ნიადაგები: ტყის სარტყელში, ზღ. დ. 1000 მ-ზე და ზევით გვხვდება ყომრალ-შავი და ყომრალი ნიადაგები, კირქვების გამოფიტვის პროდუქტებზე განვითარებულია ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, ბორცვიან მთისწინეთში ვრცელდება ყავისფერი ნიადაგები.

ყომრალ-შავი ნიადაგები ხასიათდებიან მძლავრი ჰუმუსოვანი პროფილით, კოშტოვანკაკლოვანი სტრუქტურით,  ნეიტრალურთან ახლო არეს რეაქციით, შთანთქმულ კათიონებში გაცვლითი წყალბადის მცირე შემცველობით, საშუალო თიხნარი მექანიკური შედგენილობით, ჰუმუსის ზომიერი შემცველობით. ეს ნიადაგები ეროზიული მოვლენების მიმართ საკმაოდ მდგრადი ნიადაგებია. მიუხედავად მათი მაღალი პოტენციური ნაყოფიერებისა, მკაცრი კლიმატური პირობები ზღუდავს მათ სასოფლო-სამეურნეო გამოყენებას. საკმაოდ ეფექტურია მათი საძოვრებად გამოყენება სათანადო ღონისძიებების გათვალისწინებით.

ყომრალი ნიადაგებზე მნიშვნელოვანია ეროზიის საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებების გატარება და სათანადო აგროტექნიკურ ფონზე მაღალი ეფექტის მომცემი კულტურების სწრაფ გაადგილება.

ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები  ხასიათდებიან სუსტად დიფერენცირებული პროფილით, ჩამრეცხი ან პერიოდულად ჩამრეცხი ტენის რეჟიმით, კარგად გამოხატული ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, გაცვლის მაღალი ტევადობით. ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები  გამოყენების მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად: 1) მცირე სიზრქის, ხირხატიანი და ჩამორეცხილი; 2) საშუალო ან დიდი სიზრქის, ნაკლებად ხირხატიანი და ბევრჰუმუსიანი ნიადაგები. პირველი ჯგუფის ნიადაგები ექსტენციურ საძოვრებადაა გამოყენებული. მეორე ჯგუფის ნიადაგებზე გაშენებულია ხეხილის ბაღები.

ყავისფერი ნიადაგები მაღალი ბუნებრივი ნაყოფიერებით ხასიათდებიან და შავმიწებთან ერთად საქართველოს ყველაზე ნაყოფიერ ნიადაგებს მიეკუთვნება. თავისი აგრონომიული თვისებებით ისინი ერთ-ერთ საუკეთესო ნიადაგებად ითვლებიან ვაზისა და ხეხილოვანი კულტურებისთვის. ამ ნიადაგებზე გაშენებულია ხარისხიანი ღვინოების მომცემი ვენახები, ხეხილის ბაღები, რომლებიც მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევიან.

ეკონომიკა

 მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას წამყვანი ადგილი უჭირავს.  ამ დარგში დასაქმებულია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენს მეცხოველეობა და მემცენარეობა. მუნიციპალიტეტი ორ სასოფლო-სამეურნეო ზონად იყოფა, სადაც განსხვავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მოყავთ: დაბალ  ზონაში (სოფლები: კოდა, მარაბდა, ბორბალო, ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ჩხიკვთა, ხაიში, დურნუკი,  წინწყარო, გოლთეთი, დაღეთი) მოჰყავთ როგორც საშემოდგომო ასევე საგაზაფხულო მარცვლეული კულტურები და ბოსტნეული:  ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ლობიო,  პომიდორი, აგრეთვე, სხვადასხვა სახეობის ხილი. 

 მთის ზონაში      (ქ. თეთრიწყარო, დ. მანგლისი, ჭივჭავი, კლდეისი, ირაგა, ახალსოფელი, შეხვეტილა, თონეთი, ორბეთი) ძირითადი წამყვანი საქმიანობა არის მეცხოველეობა, აგრეთვე, მოყავთ კარტოფილი, საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეული.

სოფლის მეურნეობა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სასოფლო - სამეურნეო მიწის საერთო ფართობი 50616 ჰა-ს შეადგენს, აქედან:

სახნავი - 18 028 ჰა

სათიბი - 6 475  ჰა

საძოვარი - 25 699 ჰა

მრავალწლოვანი - 414 ჰა

მრავალწლიანი ფართობებიდან 216 ჰა დაკავებულია ვენახით, თესლოვან კურკოვანი ხეხილი გაშენებულია 138,5 ჰა-ზე, კაკლოვანი კულტურები 61 ჰა და სუბტროპიკული ხეხილი (ხურმა) 1,5 ჰა.

საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა მუნიციპალიტეტში საკმაოდ დაბალია. მოწინავე ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვით, მაღალი რეინვესტირებითა და შრომის სწორი ორგანიზებით შესაძლებელია პროდუქტიულობის რამდენჯერმე გაზრდა.

ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ჩვენს მუნიციპალიტეტში შემდეგნაირადაა განაწილებული: მეცხოველეობა და მერძევეობა (45%), მარცვლეული კულტურების წარმოება ( 30%) და მებოსტნეობა (20%) მცირე წილით  - მევენახეობა. ოჯახურ მეურნეობაში ასევე მისდევენ მეფრინველეობას, მეფუტკრეობას.       

მუნიციპალიტეტის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულია სასათბურე მეურნეობის განვითარება და კენკროვანი პლანტაციების გაშენება, ადგილობრივი კლიმატი იდეალურია აღნიშნულისათვის. ქვედა ზონაში, კოდა-ბორბალოს ტერიტორიაზე მოჰყავთ ტარხუნა რომელიც პრიორიტეტულია გაზრდილი საბაზრო მოთხოვნის გამო.

მემცენარეობის კუთხით პრიორიტეტულია სანერგე მეურნეობის გაშენება, სადაც გამოყვანილი იქნება ადგილობრივ კლიმატს მორგებული ხეხილის და ვაზის ახალი ჯიშების ნერგები, რომლებიც შემდგომ გავრცელდება ფერმებში ინტენსიური ან ნახევრად ინტენსიური ხეხილის ბაღების და ვაზის პლანტაციების გასაშენებლად.

მთის ზონაში (ქ. თეთრიწყარო, დ.მანგლისი, ჭივჭავი, კლდეისი, ირაგა, ახალსოფელი, შეხვეტილა, თონეთი, ორბეთი) ძირითადი წამყვანი საქმიანობა არის მეცხოველეობა, აგრეთვე, მოყავთ კარტოფილი, საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეული.

მეცხოველეობის მიმართულებით განვითარებულია როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა (ცხვარი, ღორი, ბოცვერი) პირუტყვის წარმოება. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს რძის გადამამუშავებელი 2 საწარმო.  სარეალიზაციო დანიშნულება გააჩნია ფრინველს, კვერცხს, მატყლს, რძეს, ყველსა და ხორცს. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად თბილისის ბაზარზე ხდება.

ხორცის წარმოებაში, მხოლოდ ერთი საკონსერვო საწარმოა, რომელიც ამჟამად უმოქმედოა საჭიროებს გადაიარაღებას. რაიონში საჭიროა ერთი სასაკლაოს ორგანიზება, რომ მოხდეს საქონლის ჩაბარება.

მუნიციპალიტეტში კარგი შესაძლებლობაა მებოცვრეობის დარგის განსავითარებლად, რადგან ჩვენთვის ამის დიდი გამოცდილება არსებობს.

სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობა და საირიგაციო სისტემის მოშლა ხელს უშლის სარწყავი მიწების დამუშავებას, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს არა აქვს სასოფლო - სამეურნეო მიწების დეფიციტი, სახნავი  მიწების 50 %  დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება. რაც შეეხება სათიბ  მიწებს, მათი ნაწილი საძოვრად გამოიყენება, ხოლო საძოვარები მთლიანად ათვისებულია.    

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 16 თევზსაშენი ტბორი და 2 საკალმახე მეურნეობა მოცულობით 7000 მ3 და წლიური წარმადობით 11 ტონა.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 21 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ძირითადი მიმართულება: მემცენარეობა-მეცხოველეობა და მეფუტკრეობა.

მუნიციპალიტეტში განვითარებულია მეფუტკრეობის დარგი. წლის განმავლობაში  ≈40 ტ-მდე თაფლი იწარმოება. შესაძლებელია ფუტკრის მტვერის, რძისა და შხამის წარმოებაც, მისი რეალიზაცია მნიშვნელოვნად გააძლიერებს ამ დარგით დასაქმებულ ფერმერებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ფიზიკურად გაძნელებულია. საჭიროა თაფლის გადამამუშავებელი და შესაფუთი საწარმოების მოწყობა.

მემცენარეობისა და მეცხოველეობის სფეროში პრიორიტეტულ ამოცანებად განისაზღვრება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთების ორგანიზებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების გზით, მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარებისა და პროდუქტიულობის გაზრდის ხელშეწყობა. მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოყვანა\შემოტანა და მათი მოვლის ტექნოლოგიის შესწავლა. სასაწყობე, სამაცივრე და სასათბურე მეურნეობების განვითარება. მცირე გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.

ქმედითი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოლიტიკის პირობებში, მუნიციპალიტეტს მრეწველობის სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს სამთო-მომპოვებელი მრეწველობის დარგში. აქტივებისა და რესურსების ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირებაზე მიმართული ძალისხმევა, ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მაქსიმალური წახალისება, ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემური ზრუნვა, საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, კაპიტალის ალტერნატიული ბაზრების ჩამოყალიბება და ზოგადად, სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების სათანადო გამოყენება გადამწყვეტ როლს შეასრულებს მრეწველობის სექტორის განვითარებაში. მრეწველობის შემდგომი ზრდა დამოკიდებულია არსებული სამრეწველო პოტენციალისა და მატერიალური აქტივების სრულ და ეფექტიან გამოყენებაზე. 

ტურიზმი

თეთრიწყარო მუნიციპალიტეტი მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, კლიმატურ-რეკრეაციული მნიშვნელობის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული მხარეა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით  475-მდე  ისტორიული მნიშვნელობის კულტურული და ბუნების უნიკალური ძეგლია, ამასთანავე, გამოირჩევა ბუნების იშვიათი ძეგლების სიმრავლით, რომლებიც მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენენ ესთეტიკური და სამეცნიერო თვალსაზრისით. მდინარეები: ალგეთი და ქცია (ხრამი) ულამაზეს ხეობებს ქმნიან.

მუნიციპალიტეეტში შესაძლებელია ტურიზმის შემდეგი სახეობების განვითარება: აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, საცხენოსნო, სალაშქრო, კულტურული, დასასვენებელი, ექსტრემალური, მოსალოცი ტურიზმი და  სხვა.

ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან აღსანიშნავია გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი, (XIII სკ.),  ორმოცი მოწამის გუმბათოვანი ეკლესია (სოფ.ღოუბანი XVI სკ), პირღებულის სამონასტრო კომპლექსი (XIII სკ), ფიტარეთის ჯვარ-გუმბათოვანი კომპლექსი,   მანგლისის სიონი, სამშვილდის ნაქალაქარი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქი იყო. ფარცხისის ციხე,რომელიც მდებარეობს სოფელ ფარცხისთან და VIII-IX საუკუნეებში წარმოადგენდა საკმაოდ ძლიერ ციხე-სიმაგრეს. აღსანიშნავია ბირთვისის ციხე - სიმაგრე, რომელიც ბუნებრივ კლდეთა მასივს არის შერწყმული,  ხულუტის ციხე და ა.შ.

 თეთრიწყარო გამოირჩევა ქვაბულების სიმრავლით, რომელთა უმრავლესობაც მდინარე ქციის და მისი შენაკადის ლავურ კანიონებშია თავმოყრილი. აღსანიშნავია სამშვილდის გამოქვაბულები, მუგუთის ქვაბები, თავგურგულას ქვაბები, პირღებულის გამოქვაბულთა კომპლექსი და სხვა.

თეთრიწყაროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ენეოლითური ხანის სადგომები, მენპირები, სამაროვნები, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, მეგალითური ანუ ციკლოპური ნაგებობანი („გმირთნაკვეთი“),  „გოხნარის ლოდოვანი“ და სხვა), მეგალითების ზუსტი დათარიღება ძნელია ზოგი მკვლევარი მათ  ასაკს  სამ  ათასწლეულსაც კი მიაკუთვნებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ასევე გამოირჩევა ბუნების იშვიათი ძეგლების სიმრავლით, აღსანიშნავია ბუნებრივი საყინულე (სოფ. კლდეისთან), ბირთვისის კლდეები, არსენას გამოქვაბული, კლდეკარი  და სხვა.

თეთრიწყაროს საქართველოს ისტორიის ფურცლებზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, აქ  არაერთი ბრძოლა გადახდენია ქართველ ერსაღსანიშნავიადიდგორის ბრწყინვალე გამარჯვება- ძლევაი საკვირველიფარცხისის ბრძოლა, მარაბდის ბრძოლა, გარისის ბრძოლა და სხვა.

ქალაქ თეთრიწყაროში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც ინახება დაახლოებით  11000 ექსპონანტი, მათ შორის ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და XX საუკუნის ისტორიის ამსახველი მასალები. 

სოფელი ასურეთი

მე-19 საუკუნის  20-იანი  წლებიდან მეფის რუსეთის მიერსაქართველოში გერმანელი კოლონისტების გადმოსახლება დაიწყო. გერმანიიდან ჩამოსახლებული  შვაბების დიდი ნაწილი  თბილისის შემოგარენში დასახლდა და 1819 წელს  ასე შეიქმნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გერმანული დასახლება - სოფელიელიზაბეტტალი“ (დღევანდელი ასურეთი).

 მე-19 საუკუნის დასასრულისათვის ელიზაბეტტალი კარგად განვითარებული და სამეურნეო თვალსაზრისით სანიმუშო სოფელი იყო, გერმანელები  მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწადმოქმედებას და ხელოსნობას. თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი საუკეთესო ხარისხის რძის პროდუქტებით ამარაგებდა დედაქალაქის მოსახლეობასგერმანელმა კოლონისტებმა ასურეთში შექმნეს  მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებანი, რომლებიც დიდ  როლს ასრულებდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, დღემდე შემორჩენილია მათი ყოფის უნიკალური მატერიალური ძეგლები: საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, უნიკალური ღვინის  მარანი, გოთური სტილით ნაგები ლუთერანული ტაძარი და  ძველი გერმანული არქიტექტურული სტილით ნაშენები საცხოვრებელი სახლები.

აღსანიშნავია ცნობილი „შალლა“, რომელიც გერმანელმა ოტო შალლმა, ვაზის ძველი ტრადიციული ჯიშების სელექციით გამოიყვანა. ვაზის ახალ ჯიშს მოგვიანებით მის საპატივსაცემოდ, „შალლა“ (ასურეთული შავი) უწოდეს. ასურეთში წარმოებული ღვინის რეალიზაციისათვის სპეციალური მაღაზიები იყო გახსნილი როგორც თბილისში, ასევე ბაქოსა და ერევანში. ვენახები გაშენებული იყო სოფლიდან 7 კილომეტრში მდინარე ალგეთის ნაპირებზე, რაც განაპირობებდა მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას. გერმანელებმა შუაგულ ვენახში ააშენეს  უნიკალური  სამსართულიანი ნაგებობა - ღვინის მარანი, სადაც დაახლოებით     5 000 ტონამდე ღვინოს აყენებდნენ. მნიშვნელოვანია, რომშალლასგაჩნია დიდი პოტენციალი  დაიმკვიდროს ადგილი არამარტო ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

2016 წლიდან დაიწყო სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელება, რომელიც  ითვალისწინებს სოფელ ასურეთში გერმანული მემკვიდრეობის სრულყოფილ რეაბილიტაციას არქიტექტურულ-სტილისტური მეთოდოლოგიის და ავთენტურობის შენარჩუნებითაღსანიშნავია რომ 2017 წელს ასურეთში მდებარე უნიკალურ მარანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დაბა მანგლისი

             დაბა მანგლისი ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით. წყაროებში დაცული ცნობები მოწმობს, რომ მანგლისი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთანავე, (IV საუკუნის ოცდაათიან წლები), ერთერთი პირველი ტაძარი სწორედ მანგლისში აიგო.   

დაბა მანგლისი რეკრეაციულ ზონას განეკუთვნება,  მანგლისისთვის დამახასიათებელი მშრალი ჰავა, იქ არსებული მრავალფეროვანი ტყის მასივი და  ფიჭვნარის ორი დასასვენებელი პარკი  სასუნთქი გზების დაავადების მქონე პაციენტებისათვის ქმნის იდეალურ გარემო პირობებს.  გასულ საუკუნეში დაბა მაგლისში ფუნქციონირებდა გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელმაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოშლის გამო, დაკარგა თავისი დანიშნულება. საკურორტო სეზონის გახსნიდან დახურვამდე არსებული სტატისტიკური მონაცემებით მანგლისს ყოველწლიურად დაახლოებით 10 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს. შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, აგრეთვე, საოჯახო სასტუმროების ქსელის განვითარება და შესაბამისი კვალიფიციური კადრების გადამზადება ხელს შეუწყობს ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგებას.

 

ტყის რესურსები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყეების საერთო ფართობია  47800ჰა, მათ შორის:                                                                                                           

Ø       მწვანე ზოლი- 33033 ჰა.                                                                                       

Ø         ნიადაგდაცვითი-14604ჰა.

Ø         მანგლისის ფიჭვის კორომი- 163ჰა.        

ტყეებში ძირითადად ფართოფოთლოვანი ჯიშებია გავრცელებული მათ შორის წიფელი, რცხილა, მუხა, ნეკერჩხალი და ა.შ. შედარებით მცირე რაოდენობითაა წიწოვანები. წიწოვანი ტყეები ძირითადად განლაგებულია მანგლისის ტერიტორიაზე, აღნიშნულ ტერიტორიას რეკრეაციული დანიშნულება აქვს, განსაკუთრებით სასუნთქი გზების დაავადებების დროს, მე-20-ე საუკუნის მეორე ნახევარში დაბა მანგლისში ფუნქციონირებდა ტუბ-დისპანსერი, აღნიშნული დასახლება საკურორტო ზონას ეკუთვნის და კარგი შესაძლებლობა აქვს ტურიზმის განვითარებითვის. მოსახლეობა  ტყის მასალას ძირითადად იყენებს შეშის დასამზადებლად. მთავარი სარგებლობის ჭრები (სამასალე მერქნის მისაღებად)  არ აღინიშნება, გარდა მოსახლეობის პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის საჭირო მერქნის მოპოვებისა. უკანასკნელი წლების განმავლობაში,  შეიმჩნევა შეშაზე მოთხოვნის კლება, რაც სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის  გაზიფიკაციის მასშტაბების გაზრდით და სხვა ალტერნატიული ენერგომატარებლების მოხმარებით არის გამოწვეული.ღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში არ არის განხორციელებული ტყის ინვენტარიზაცია. ტყეებში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება (სანიტარული ჭრების ჩატარება),  ტყეთმოწყობის ჩატარება, საგაზაფხულო და საშემოდგომო ტყის კულტურების გაშენება, რადგანაც ტყის მასივების არსებობა აგრო ტურიზმის განვითარების ხელშემწყობია.                

აცული ტერიტორიები

ალგეთის ეროვნული პარკი -  ზღ.დონიდან 1 100-1 950 სიმაღლეზე მდებარეობს და მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობის თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს. იგი დაარსდა   1965 წელს , როგორც სახელმწიფო ნაკრძალი და მისი მიზანია დაიცვას აღმოსავლური ნაძვისა და კავკასიური სოჭის ტყის კორომები. პარკი უმეტესად დაფარულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით. აქ  დაცულია აღმოსავლური ნაძვისა და კავკასიური სოჭის უნიკალური ჯიშები. ფაუნიდან აღსანიშნავიაშველი, გარეული ღორი, თეთრყელა კვერნა, დათვი და სხვა იშვიათი ჯიშის გარეული ცხოველი.

ეროვნული პარკის მთავარი შესასვლელი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან მდებარეობს, აქედანვე იწყება ტურისტული ბილიკი სამეფო ქედი , ბილიკზე არსებული გადმოსახედებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები.

ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში შესაძლებელია როგორც გიდის, ასევე ცხენების დაქირავება და ეროვნული პარკის სრულყოფილად დათვალიერება. პარკი ვიზიტორებისათვის ღიაა წელიწადის ნებისმიერ  დროს.

სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი  - ზღ.დ-დან 548-605 მ. ბუნების ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი - სამშვილდის ნაქალაქარი.

ბირთვისის ბუნების ძეგლი  -  2016 წელს ალგეთის ეროვნულ პარკს ბირთვისის ბუნების ძეგლი შეემატა. ბირთვისი წარმოადგენს უნიკალურ  ბუნებრივ სიმაგრეს.

მდიდარი ფლორა და ფაუნა, ზომიერად ნოტიო ჰავა, ალგეთის ნაკრძალი, მანგლისის საკურორტო ზონა, სხვადასხვა ეპოქისა და ხასიათის მატერიალური ძეგლები, ენეოლითური ხანის ნასახლარები, ყორღანული სამაროვნები, ციკლოპური ნაგებობები, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, უძველესი ქალაქები და ციხე-სიმაგრეები, ეკლესიები, სამონასტრო კომპლექსები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი თავისი მრავალრიცხოვანი ექსპონატებით და მდიდარი ისტორიული წარსული იძლევა იმის საფუძველს, რომ თეთრიწყაროს თამამად ეწოდოს „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“.

 

ფლორა

 

ვაკეზე და ბორცვიან მთისწინეთში გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპის მცენარეულობაძეძვიგრაკლაურციურომაჩიტაგლერძიასკილიძურწა,შვრიელა,ტუხტი და სხვ. ხეებიდან გვხვდება აკაკი.იზრდება ასევე ნეკერჩხალიპანტამაჟალოიფანითხილიშინდიკუნელიზღმარტლი და სხვ. ზემო სარტყელში ჭარბობს წიფელი

ფაუნა

 

ფაუნა უხვადაა წარმოდგენილი. გვხვდება შველიგარეული ღორითეთრყელა კვერნადათვიმელამაჩვიკურდღელი და სხვ. ფრინფელებიდან აღსანიშნავია: კაკაბიშურთხიროჭომინდვრის მწყერჩიტაყარყატი და სხვ. ქვეწარმავლებიდან ბევრია კუკლდის ხვლიკიბოხმეჭაგველი და .. გასული საუკუნის 60-იანი წწ. დასაწყისში მანგლისში აღმოჩენილ იქნა ობობის რამდენიმე ახალი სახეობამდინარეებში გვხვდება ხრამულიკალმახიშამაია და ხვა.                              

 

დასახლებების ჩამონათვალი და მოსახლეობის რაოდენობა (2014 წლის აღწერის შედეგები)

დასახლებების ჩამონათვალი და მოსახლეობის რაოდენობა