საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროექტის ,,სპორტი ბარიერების გარეშე“, ფარგლებში, 28-29 აპრილს სოფელ ხაიშსა და ქალაქ თეთრიწყაროში ჩატარდა მუნიციპალური შეჯიბრებები კალათბურთში, ჭადრაკში, სირბილსა და ფეხბურთში.
პროექტი ხორციელდება პროგრამა ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2018-ის“ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში მოზარდების ჩართვით ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
26 აპრილს მერიაში გამართულ შეხვედრაზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტში ტურიზმის დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ და განიხილეს პრიორიტეტული აქტივობები, რომელიც შემდგომ ასახული იქნება სტრატეგიის დოკუმენტში.
25 აპრილს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, თეთრიწყაროს მაჟორიტარ დეპუტატთან გოდერძი ჩანქსელიანთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ქორიძესთან ერთად, თეთრიწყაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ჯიპის ტიპის სპეცმანქანა გადასცა, რომელიც დაბა მანგლისში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.
24 აპრილს ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოს“ (RDFG) ინიციატივით, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა განიხილა პირველი საგრანტო კონკურსის შედეგები და საგრანტო განაცხადების განიხილვის მიზნით, ჯგუფის შემადგენლობიდან აირჩიეს შეფასების კომიისის წევრები.
22 აპრილს თეთრიწყაროში დასუფთავდა დათვების ტყის მიმდებარე ტერიტორია. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის , მწვანე ბილიკის, თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
აქციის ფარგლებში განთავსდა 3 საინფრმაციო დაფა მოწოდებით ერთად ვიზრუნოთ გარემოზე ხუთენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული,აზერბაიჯანული, სომხური) წარწერით.
20 აპრილს სოფელ გოლთეთსა და სოფელ დიდ თონეთში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და ფონდი „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში,ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს ფონდის წარმომადგენლებმა. '
შეხვედრის ფარგლებში ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები, ორივე სოფელში გამოვლინდა თემისათვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი პრობლემი და მოხდა შერჩეული პრობლემების მოგვარების მიზნით შემდგომი გზების დასახვა სამიზნე თემის, კავკასიური ინსტიტუტის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობით.
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა .
სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ხელოვნების ნიმუშები და ისტორიული მასალები, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დედაენისადმი მიძღვნილ, ვერცხლში ჩამოსხმულ ნამუშევარს - ქართული დამწერლობის ასომთავრული და მხედრული ანბანის სინთეზს.
ღონისძიება გაიმართა ააიპ "სახელოვნებო სკოლის", ააიპ "თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის" და ქ.თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის ორგანიზებით.
12 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა ოქროპირიძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ქორიძეს და მერის მოადგილეებს ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
პროექტის მოქმედების ადგილმდებარეობაა:საქართველოში ქვემო ქართლის რეგიონი ( ასურეთი და სხვა მნიშვნელოვანი გერმანული დასახლებები); აზერბაიჯანის მხარეს - განჯა-გაზახის რეგიონი.
12 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად ერთმანეთისათვის“ ფარგლებში, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მოადგილემ ლია ზურებიანმა, ორგანიზაცია „ინიციატივა რეგიონული განვითარებისათვის“, შშმ ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ხელმძღვანელმა და მერიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელმა მზია მჭედლიშვილმა.
შეხვედრაზე იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად, სოციალური სერვისების დანერგვა/განვითარებისათვის მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სენსორული დარღვევის მქონე სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის და მათი განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისა და ქალაქ თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს 12 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა, საგენტოს წარმომადგენლებმა: ირმა დოლიძემ, დიმიტრი ნარიმანაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, თანამშრომლებმა და ააიპ „თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“-ს წარმომადგენლებმა.
ნიკოლოზ ანთიძემ აუდიტორიას გააცნო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მუშაობის ძირითადი მიმართულებები და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააგენტოსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები, რომელებიც მოიცავს ექსპონატების ინვენტარიზაციას, შენობის რეაბილიტაციას და აღჭურვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი კადრების გადამზადებას და სხვა ღონისძიებებს.
5 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის დაბა მანგლისსა და სოფელ ორბეთში მცხოვრებ მრავალშვილიან ორ ოჯახს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ აღდგომის დამდეგი დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულო საჩუქრებუ გადასცეს.
გრიგოლ ნემსაძე და გიორგი ქორიძე ადგილზე გაეცნენ ოჯახების პრობლემებს და საჭიროებებს და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.
5 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ ა.ა.(ი).პ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს” ბენეფიციარებს აღდგომის დამდეგი დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.
დაწესებულება ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 70 ბენეფიციარს ემსახურება და ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 305 ბენეფიციარს ყოველთვიური დახმარების სახით გადასცემს მშრალ პროდუქტებს.
5 აპრილს ქალაქ თეთრიწყაროში დიდგორის ქუჩაზე მდებარე პარკში შ.პ.ს. „თეთრიწყაროს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში დაირგო ეგზოტიკური ხის პაულონიის 200 ნერგი.
აქციაში მონაწილეობა მიიღო: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და შპს „თეთრიწყაროს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომლებმა.
4 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ტრენინგი გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ხათუნა გოცირიძემ და სააგენტოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდაშელმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში, სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებში მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების, ქიმური ღონისძიებების, ბიოლოგიური ინსექტიციდების და სხვა ალტერნატიული მეთოდების გამოყენების შესახებ, აგრეთვე განიხილეს უსაფრთხოების ზოგადი წესები მავნებელ მწერთან ბრძოლისას.
3 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მალხაზ სამაშვილი, ლია ზურებიანი და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ასოციაცია "RDFG - სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" ოფისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს: მეთიუ რუვიერს და რუსუდან ქობალიას შეხვდნენ და განიხილეს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის სტრატეგიული მიმართულებები. (FAO)-ს წარმომადგენლები გაეცნენ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით არსებულ ვითარებას და იმსჯელეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე.
სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD III), რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება, ორიენტირებულია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „საქართველოში მზის ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით ლიტვური ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერის“ წარმომადგენლებმა მერიის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს.
პროექტის ფარგლებში ლიტვურმა კომპანიამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ასურეთის საბავშვო ბაღის შენობებზე მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები დაამონტაჟეს, რომელიც უზრუნლყოფს დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავებას. პროექტის მიზანია ლიტვური მზის ტექნოლოგიების უსასყიდლო გადაცემა ქართული მხარისათვის, მათი დამონტაჟება სახელმწიფო მუნიციპალურ შენობებზე და შესაბამისი ტექნიკური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება პროექტის ბენეფიციარებისათვის.
2 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "ხიბულა"-ს ჩვენება გაიმართა. ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ მოგვითხრობს. მასში ასახულია ქვეყნის უახლოესი წარსული. "ხიბულა" "სიმინდის კუნძულისა" და "გაღმა ნაპირის" რეჟისორის მესამე გახმაურებული ნამუშევარია.ჩვენების შემდეგ დარბაზში რეჟისორთან დისკუსია გაიმართა.
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა უფასო ვაუჩერები გადასცეს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ გაიარონ სპეციალური ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ წარმოებული პროდუქცია/მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.
30 მარტს თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ორგანიზებით თვითნასწავლი ხელოვანის ლალი წიკლაურის ნაქარგების პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გამოფენას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 20 წლამდელთა ნაკრების მორაგბებმა მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი ვარჯიშები და სპორტული შეჯიბრები სამშვილდის ნაქალაქარის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. ეროვნული ნაკრების მორაგბეები სამშვილდეში კიდევ 5 ვიზიტს განახორციელებენ. ახალგაზრდა მორაგბეებს სამშვილდეში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი შეხვდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 26 ხუთ 2026
225
მარ 16 ორშ 2026
496
იან 00
594
ნოემ 07 პარ 2025
1905
ნოემ 06 ხუთ 2025
1897
ოქტ 06 ორშ 2025
2327




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















