თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქართველი მეწარმე, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიით ვისკს აწარმოებს
19 ივლ 2018
 

  სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, შესანიშნავი ადგილი ოჯახური დასვენებისა და განტვირთვისათვის - ეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლება სოფელი ალექსეევკაა.
  ბუნების განსაკუთრებული სიყვარულის და სიახლოვის სურვილის გამო, წლების წინ ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით, სოფელში აგარაკი შეიძინა ერთმა თბილისურმა ოჯახმა. აქ სიხარულით ხვდებიან სტუმარს. ეზოში შესულს კი აუცილებლად მიგიზიდავთ ოჯახის დიასახლისის - პროფესიით ბიოლოგის, ქალბატონი ნია ნაცვლიშვილის მიერ საკუთარი ხელით გაშენებული სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ვარდები, ულამაზესი ყვავილები და გემოვნებით მოწყობილი გარემო. აქვე შეხვდებით სოფელში სტუმრად მოსული ქართველი თუ უცხოელი ტურისტების მიერ დატოვებულ სამახსოვრო წარწერებს
  ვისკი ყველაზე დემოკრატიული სასმელია“ - აღნიშნავს ალექსანდრე კვერნაძე, რომელმაც ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების დამზადების სურვილის რეალიზებას მხოლოდ უწყვეტი შრომის და სწავლების შედეგად მიაღწია. იგი პირველი ქართველი მეწარმეა, რომელმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში, საკუთარ მარანში ვისკის მასალის მიღება ქვევრში, სიმინდისა და ქერის ნაზავის სამჯერადი გამოხდით განახორციელა. წარმოებული ორიგინალური ქართული ვისკის უნიკალურობა კი გამოიხატება მისი წარმოების სპეციფიკაში. თიხა უზრუნველყოფს განსაკუთრებით სუფთა სპირტის მიღებას, რომლის დაძველებაც შემდგომ ხდება სპეციალურ მუხის კასრებში. ასეთი ტექნოლოგიით წარმოებული ვისკი განსაკუთრებული დამახასიათებელი გემოვნური და სხვა ორგანოლეპტიკური თვისებებით გამოირჩევა. მარანში ერთი თვის განმავლობაში იწარმოება დაახლოებით 100 ლიტრი 75 %-იანი ვისკის მასალა, რომელიც 3 წლიანი დაძველების პროცესის გავლის შემდგომ, რეალიზაციისათვის ქალაქ თბილისში გადის, პროდუქციის შეძენა ხორციელდება აგრეთვე კერძო პირების დაკვეთით. მეწარმე სამომავლოდ გეგმავს ვისკის დამზადებას ჭვავის გამოყენებით

  მარნის ექსკლუზიური პროდუქტია შარბათიტიფლისი“ - არომატიზირებული ღვინო, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით არის გამორჩეული და დამზადებულია უძველესი ქართული ტექნოლოგიით, ძველი ქართული კარაბადინის რეცეპტის მიხედვით. არომატიზაციისთვის კი გამოყენებულია 8 სახეობის სანელებელი. შარბათმა ქართველი და უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

  მარანში უნიკალურიშალას“ (ასურეთული შავი) ჯიშის ყურძნისგან, ევროპული ტექნოლოგიით, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება ღვინოასურეთული“. სპეციალურ საავტორო ხელნაკეთ ეტიკეტზე დატანილი კონცეფციის მთავარი იდეააღვინო და ხელოვნება“ (Wine & Art). მეწარმის თქმით, კლიმატური პირობების გამო, მაღალმთიან დასახლებაში შალას ჯიშის ყურძენი მწიფობას ვერ ასწრებს, შესაბამისად აღნიშნული ყურძნის ჯიშის შეძენას ახორციელებს მევენახეებისაგან მცირე რაოდენობით
  ადგილობრივი მეწარმე სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მოქმედი საგადასახადო შეღავათებით, ბიზნესის განვითარებისათვის კი ENPARD II პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარდგენილი აქვს ბიზნესიდეა და იმედოვნებს, რომ მისი პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საშუალება მიეცემა გაზარდოს პროდუქციის წარმოება და გატანა საზღვარგარეთ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5755
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2629
ივნ 27 პარ 2025
2504
აგვ 12 სამ 2025
2738
ივლ 01 ორშ 2024
5489
იან 14 კვ 2024
5480
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    ნოემ 27 ხუთ 2025
    798