თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, პირველ მოადგილე თემურ შუბითიძესთან ერთად, ქალაქ თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის N2-ში მდებარე მუნიციპალური შენობის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ეზოში 750 კვ.მ ფართობზე ბეტონის საფარი იგება. პარალელურად, დასრულების ეტაპზეა შენობის მეორე სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
მიმდინარე სამუშაოები მერის მოადგილეებმა - რამაზ გულბანმა და ლია ზურებიანმა, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 775 277 ლარს შეადგენს.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა






















































