მარნეულის მუნიციპალიტეტმა არქეოლოგიურ ძეგლ გადაჭრილ გორაზე ქვემო ქართლის ღვინის ფორუმს უმასპინძლა
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანს ქვემო ქართლის მეღვინეობის პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონული იდენტობის გაძლიერება, ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ფორუმის ფარგლებში ადგილობრივმა მეღვინეებმა საკუთარი პროდუქცია და გამოცდილება წარადგინეს. ასევე წარმოდგენილი იყო ქვემო ქართლისთვის შემუშავებული მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო კურსი.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
































































