თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2026-10-20

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, მერის მოადგილე რამაზ გულბანთან და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ გია გოცირიძესთან ერთად, შპს „თეთრიწყაროს სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს შეხვდა.

მერმა მგზავრთა მომსახურებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს მადლობის სიგელები, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„თითოეული თქვენგანის ყოველდღიური საქმიანობა უმნიშვნელოვანესია მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ აფციაურმა და თანამშრომლებს წარმატებები უსურვა.

ვრცლად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, მერის მოადგილე რამაზ გულბანთან და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ გია გოცირიძესთან ერთად, შპს „თეთრიწყაროს სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს შეხვდა.
მერმა მგზავრთა მომსახურებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს მადლობის სიგელები, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„თითოეული თქვენგანის ყოველდღიური საქმიანობა უმნიშვნელოვანესია მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ აფციაურმა და თანამშრომლებს წარმატებები უსურვა.
ვრცლად
2026-10-16

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაავადების ადრეულ გამოვლენას ემსახურება, ქალაქ თეთრიწყაროში უფასო მასშტაბური სკრინინგის აქცია გაიმართა.

სკრინინგული კვლევები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის რეგიონული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. მის მიმდინარეობას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანი გაეცნო.

მისი განცხადებით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. მსგავსი აქციები ხელს უწყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის დაავადებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგული კვლევები, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექცია/შიდსის ტესტირება. ასევე ხელმისაწვდომი იყო გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია.

გამოკვლევები ადგილზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.

აქცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ვრცლად
2026-10-13
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური შპს „თეთრიწყაროს სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
მერმა თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავთ ჩვენს მუნიციპალიტეტზე. თქვენი შრომა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის და განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებთ“, -აღნიშნა მიხეილ აფციაურმა.
თანამშრომლებს სასაჩუქრე ბარათები მერმა, მერის მოადგილემ რამაზ გულბანმა, შპს „თეთრიწყაროს სერვის ჯგუფის“ დირექტორმა ზურაბ გულდამაშვილმა და მისმა მოადგილემ მამუკა ხაბულიანმა გადასცეს.
ვრცლად
2026-10-11
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მთავარი სახალხო დღესასწაული „გარისობა 2026“ ციყვების პარკში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მრავალფეროვანი კულინარიული, ეთნოგრაფიული და ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეები. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და საბავშვო გასართობი აქტივობები. ასევე, დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები.
სახალხო დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გიორგი ქოჩიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები.
დღის ბოლოს გაიმართა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ დუეტი „ლეონი“ და ჯგუფი „რეგიონი“. სახალხო დღესასწაული გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
„გარისობა“ მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენას, ადგილობრივი შესაძლებლობების პოპულარიზაციასა და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
სახალხო დღესასწაული „გარისობა 2026“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით, ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ვრცლად
2026-10-09

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შპს „სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თეთრიწყარო-მარნეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიმდებარედ, საპიკნიკე ზონაში, ე.წ. ცივი ხიდის ტერიტორია დაასუფთავეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში, პერიოდულად ახორციელებს აღნიშნული და სხვა ტერიტორიების დასუფთავებას.

გზის პირას განთავსებულია ნარჩენების ურნები. მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის სტუმრებს, გავუფრთხილდეთ ბუნებას, დავიცვათ სისუფთავე და ნარჩენები ურნებში განვათავსოთ.

ვრცლად
2026-10-08

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა სოფელ ჭივჭავში 19 ივნისს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში 44 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება.

სამუშაოები სრულად ფინანსდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ და პროექტის ჯამური ღირებულება ერთ მილიონ ლარს აღემატება.

ვრცლად
2026-10-07

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მოადგილე რამაზ გულბანთან და მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურის უფროს ზურაბ ზარდიაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან და მშენებლებთან, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი მიმდინარე სამუშაოების ტემპის, ხარისხისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი იყო.

მუნიციპალიტეტის მერმა მშენებლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობისა და სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გამოწვევების შესახებ.

როგორც მიხეილ აფციაურმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დადგენილ ვადებში და ხარისხის შესაბამისი სტანდარტების დაცვით შესრულდეს.

ვრცლად
2026-10-05
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე საკითხები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მიხეილ აფციაურმა ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია ორგანიზაციების მიმდინარე საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში მერმა ხელმძღვანელებს შესაბამისი მიმართულებებით კონკრეტული დავალებები მისცა და სამომავლო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ვრცლად
2026-10-02

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბეგლარიშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ხუთ ღვაწლმოსილ პედაგოგს, მრავალწლიანი და ღირსეული პროფესიული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები გადასცეს.

დაჯილდოებულ პედაგოგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისგან 500-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გაიმართა.

ვრცლად
2026-10-01
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო ბანკის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, სამომავლო თანამშრომლობა და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იგეგმება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისისა და სოფელ ალგეთის წყალარინების სისტემის, გამწმენდი ნაგებობებისა და სოფელ ალგეთის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო სამუშაოების განხორციელება.
შეხვედრას მერის მოადგილეები რამაზ გულბანი და ლია ზურებიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი შალვა მეგულაშვილი და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსი ზურაბ ზარდიაშვილი ესწრებოდნენ.
ვრცლად
2026-09-30

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება ორბელიანის ქუჩის 200-მეტრიან მონაკვეთს, ფარნავაზისა და ბაგრატიონის ქუჩებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელ 265 მეტრ გზასა და ეზოებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, კეთილმოეწყობა თამარ მეფის ქუჩა №1-სა და №3-ში მდებარე მრავალბინიან სახლებთან მისასვლელი გზა.

პროექტების საერთო ღირებულება 707 137 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ვრცლად
2026-09-28

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური მერიის თანამშრომლებს შეხვდა.

მიხეილ აფციაურმა თანამშრომლებს სტრუქტურული ცვლილებების შედეგად განახლებული გუნდი და სხვადასხვა მიმართულებაზე დანიშნული ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

ვრცლად
2026-09-28

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, მიხეილ აფციაური, დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „დმანისობა 2026“ დაესწრო.

სახალხო დღესასწაული სტუმრებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ტრადიციული სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საგამოფენო და ეთნო-გასტრონომიული სივრცეები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები. საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ საპატიო დმანისელები და ღვაწლმოსილი მოქალაქეები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

საღამო ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტით დასრულდა.

ვრცლად
2026-09-27

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფელ ასურეთში მდებარე მემორიალი და დაბა მანგლისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა საფლავები გვირგვინებით შეამკო. ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მანგლისის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგი მალხაზიშვილმა და მამა შენგელი გოცირიძემ გადაიხადეს.

„27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი ხსოვნა მარადიულია და ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ეს გმირობა“, - განაცხადა მიხეილ აფციაურმა.

ვრცლად
2026-09-25
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მოადგილე რამაზ გულბანთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს „გარისობა 2026-ის“ საორგანიზაციო საკითხები და წარმომადგენლების ჩართულობა. ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილ პროექტებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საკითხებზე.
მერმა ხაზი გაუსვა კოორდინირებული მუშაობის, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისა და ადგილობრივი საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და რეაგირების მნიშვნელობას.
ვრცლად
2026-09-22
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სახურავის მოწესრიგება უკვე დასრულებულია, ამჟამად კი მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები. სოფელ დიდგორის საჯარო სკოლაში ხორციელდება სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ სამღერეთის სკოლაში დასრულდა სპორტული დარბაზის სახურავის აღდგენა.
„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება და მოსწავლეებს უკეთესი პირობები ექმნებათ“ - აღნიშნა მიხეილ აფციაურმა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს, ხოლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ოთხივე პროექტის ჯამური ღირებულება 419 818 ლარს შეადგენს.
საჯარო სკოლებში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს მერი თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ზურაბ აზარიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ვრცლად
2026-09-22
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რამაზ გულბანი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ფანგანი სოფელ კლდეისში ტაძრის კურთხევას დაესწრნენ.
ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, სოფელ კლდეისში, აღდგენილი მე-10 საუკუნის ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრად იკურთხა.
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ, ეკლესიის კურთხევის შემდეგ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ვრცლად
2026-07-06

საქართველოს პარლამენტისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ორგანიზებით, ქალაქ თეთრიწყაროში, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ უფასო დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული სამედიცინო კვლევები ჩატარდა.

უფასო სამედიცინო აქციას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, მიხეილ აფციაურთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, დავით შერაზადიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მამალაძე, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ პრეზიდენტი ქეთევან ბარათელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აქციის ფარგლებში 400-მდე მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა, სრულიად უფასოდ მიეღო სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები ქვეყნის წამყვანი კლინიკების აკადემიური პერსონალისგან შემდეგი მიმართულებებით: თერაპია, კარდიოლოგია (კარდიოგრამა, კარდიოექოსკოპია), ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, ენდოკრინოლოგია, რადიოლოგია (ყველა სისტემის ექოსკოპია), მამოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ანგიოლოგია (სისხლძარღვების სპეციალისტი), ქირურგია, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, პულმონოლოგია (ფილტვის სპეციალისტი), გასტროენტეროლოგია და პედიატრია.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის სოციალურად დაუცველებს, სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს, ვეტერანებსა და მათი ოჯახების წევრებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბენეფიციარებს, ასევე საზღვრისპირა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, გაუწია უფასო კონსულტაციები და ჩაუტარა სხვადასხვა სამედიცინო კვლევა.

აღნიშნული სამედიცინო პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ ისარგებლოს უფასო სამედიცინო მომსახურებით.

ვრცლად
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები