თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2022-10-12

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის მხარდაჭერით, დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ვრცლად
2022-10-07

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ორწლიანი პაუზის შემდეგ სახალხო დღესასწაული "გარისობა 2022" აღინიშნა.

ვრცლად
2022-10-11

მემორანდუმი

შპს ,,სათიბე" - სა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შორის 

მემორანდუმის საგანი:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ორბეთის განაშენიანების გეგმის კონცეფციის დამზადება და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

მემორანდუმის დადების თარიღი: 11 ოქტომბერი 2022წ.

მემორანდუმის ხელმოწერის ადგილი: ქ.თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა N34

ვრცლად
2022-09-28

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს მედიაკონკურსს ჟურნალისტებისთვის - „ერთად ოზონის შრის დასაცავად“.

ვრცლად
2022-09-27

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის.

ვრცლად
2022-09-26

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ზურაბ აზარიაშვილთან ერთად ,,დამსახურებული მასწავლებლის" ჯილდო გადასცა  თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორს მერაბ კობახიძეს, რომელმაც პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 1981 წლიდან  მათემატიკის მასწავლებლად და 42 წელია ემსახურება პედაგოგიურ საქმიანობას.                                                                

ვრცლად
2022-09-23

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“- საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.

ვრცლად
2022-09-16
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდა. მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა მოადგილესთან ლია ზურებიანთან, ცენტრის ადმინისტრაციასთან და თანამშრომლებთან ერთად ახლადრეაბილიტირებული სოფელ ჯორჯიაშვილის საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნა.
ვრცლად
2022-09-15

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში 210 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა საზეიმოდ, ეროვნული ჰიმნის ფონზე გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური რესურსცენტრის უფროსთან ზურაბ აზარიაშვილთან ერთად დაესწრო და მოსწავლეებს პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და განახლებულ სკოლის შენობაში სწავლის გაგრძელება პირადად მიულოცა.

ვრცლად
2022-09-06

6 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითთმარველობის წარმომადგენლები და დაინტერესებულ პირები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2022-09-05

თანამედროვე აგრო რეგიონის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და UNDP - ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ვრცლად
2022-09-01

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2022 წლის 9 აგვისტოს №419 დადგენილებით განისაზღვრა "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე". 

ვრცლად
2022-08-29

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „ნიუ ჯეო როუდის“ მიერ ასფალტის საწარმოს, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების და ბიტუმის რეზერვუარების მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ასფალტის საწარმოს, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების და ბიტუმის რეზერვუარების მოწყობა-ექსპლუატაცია;

ვრცლად
2022-08-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორობის სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად დაესწრო.

ვრცლად
2022-08-09

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე დელეგაცია გაეცნო რეგიონის კულტურასა და ისტორიას, რაც მცირე პრეზენტაციის სახით იყო წარმოდგენილი.

ვრცლად
2022-08-04

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ქვემო ქართლში სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ტურიზმის დარგში ექსპერტების ჩართულობით, მუნიციოალიტეტში შედგა საინფორმაციო ტური და სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,ტურიზმი - რეგიონის მდგრადი განვითარების ფაქტორი".

ვრცლად
2022-07-25

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის, ,,სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება“, ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ფაცაციამ და პროექტის მენეჯერმა, მარიამ ჯიბუტმა გამართეს.

ვრცლად
2022-07-05

2022 წელს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამოიცა წიგნი „ლეგენდა მოთხრობაში“, რომელიც აერთიანებს მე-20 საუკუნის გამორჩეული მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის (1904-1930) შემოქმედების ნაწილს.

ვრცლად
2022-07-21

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს მიუსაფარი ძაღლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას ცოფისა და სხვა გადამტანი დაავადების გავრცელებაში.

ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები