საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ააიპ თეთრიწყაროს სოციალურად დაუცველთა სასადილოს ბენეფიციარებს პირბადეები გადასცეს და აუცილებელ რეკომენდაციებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოსა და ღოუბანში 2,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სკრინინგის განცხადება - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ჯიგრაშენში შპს „ირაგას“ ბაზალტის ქვის დაუშავების (სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება)
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელი დიდგორის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოცხადდა ელექტრონული შესყიდვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის -15 სოფლის (წინწყარო, გოლთეთი,ასურეთი,ხაიში, მაწევანი, დიდი და პატარა დურნუკი, ქოთიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი და შავსაყდარი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქ თეთრიწყაროს მეორე საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია არსებული საპირფარეშოების,სამზარეულოს, სასადილო ოთახებისა და პანდუსის მოწყობა/რეაბილიტაცია.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბრიდან განახლდა, მათ შორის სოფელ ჭივჭავის ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღშიც.
27 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
ქალაქ თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია, შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. შენობაში უკვე შეიცვალა ამორტიზებული ხის კარ-ფანჯრები, გადაიხურა სახურავი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში მოეწყობა შესაბამისი სტანდარტების, თანამედროვე საგამოფენო სივრცე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
COVID 19 -ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.
15 სექტემბერს საღრაშენის სკოლის მოსწავლეები სწავლას ახალ გარემოში დაიწყებენ.
თეთრიწყარო 2: 0 ხაიში
საფეხბურთო ჩემპიონატის ,,მოყვარულთა თასი 2020“-ის ფარგლებში, ქალაქ თეთრიწყაროში, გარისის მოედანზე გამართულ საფეხბურთო ტურნირზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელიც რეგიონალურ შეჯიბრში „11:11-ზე მოყვარულთა ლიგა“ იასპარეზებს.
29-30 აგვისტოს ქალაქ თეთრიწყაროში, გარისის მოედანზე, ქ. თეთრიწყაროსა და ხაიშის საფეხბურთო გუნდების ფინალური შეჯიბრი ანგარიშით ფრედ 1:1 დამთავრდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გაეროს განვითარების პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია მუნიციპალურ დონეზე სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელიც იმუშავებს სოფლის განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებზე და დაკომპლექტდება საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან.