თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2020-04-16

COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.

 

ვრცლად
2020-04-15

Covid 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ამბულატორიის ექიმებს 13 ერთეული, კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ვრცლად
2020-04-13

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ ოჯახებს სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

ვრცლად
2020-04-11

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება იმ შეჭირვებული ოჯახების დახმარება, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

ვრცლად
2020-04-14

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 22 აპრილამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

ვრცლად
2020-04-14

2020 წლის 9 მარტს შპს „აშენდი აგრო საქართველო“-მ სამინისტროში წარმოადგინა მეღორეობის ფერმის, ცხოველთა სასაკლაოსა და ცხოველური ნარჩენების ინსინერატორის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. აღნიშნული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩანიშნული იყო 2020 წლის 23 აპრილს 16:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ. მარაბდას საჯარო სკოლის შენობაში. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებული იქნა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/21469).

ვრცლად
2020-04-08

ქალაქ თეთრიწყაროში და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან: ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, თეთრიწყაროს ფილიალის თანამშრომელთა ჯგუფები და მოხალისეები.

ვრცლად
2020-04-06

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მოადგილე ბერდია ხვისტანთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ სუპერმარკეტებში სასურსათო მარაგის რაოდენობას და პროდუქტის ლიმიტების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

ვრცლად
2020-04-03

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახებისთვის სასურსათო პროდუქტების გადაცემის პროცესი გრძელდება.

ვრცლად
2020-04-03

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია,საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ იმ ბენეფიციარს, რომელიც დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში არის ჩართული ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად ყოველთვიურად ნაცვლად 80ლარისა 360 ლარს გამოუყოფს.
ახალი

ვრცლად
2020-03-31

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ ოჯახებს, სასურსათო პაკეტები თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილეებმა დევი დევიძემ და ბერდია ხვისტანმა გადასცეს.

ვრცლად
2020-04-03

2020 წლის 24 თებერვალს შპს „თი ეს გრუპმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგინა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. აღნიშნული სკოპინგის საჯარო განხილვა ჩანიშნული იყო 2020 წლის 18 მარტს, 15:00 საათზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ. მარაბდის საჯარო სკოლის შენობაში. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებული იქნა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი -https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/21427 ).

,,ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის N529 განკარგულებით გაცემული იქნა რეკომენდაცია სამსახურებრივი მივლინებების შეზღუდვის შესახებ, რის საფუძველზეც, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წლის 17 მარტს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება, საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ შესაბამისად, 2020 წლის 1 აპრილამდე დაგეგმილი სკოპინგის ანგარიშის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვების გადადების შესახებ (იხ. ლინკი 
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/23483). 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. რამდენადაც  საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, ყოველ ინდივიდუალურ პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საჯარო განხილვების ჩატარება, სადაც მონაწილეობის სურვილი შეიძლება გამოთქვას არაერთმა დაინტერესებულმა პირმა. აღნიშნული ზრდის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკებს და ეწინააღმდეგება მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისაკენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არ ჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შესაბამისად, საჭიროა შეუფერხებლად გაგრძელდეს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” საფუძველზე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები. 

შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის  №196 დადგენილების თანახმად, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე და ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება წერილობით (მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6) ან ელექტრონული საშუალებით (ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ცვლილება არ ეხება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ფორმებს და საშუალებებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესების შემთხვევაში, ამომწურავად მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ შპს „თი ეს გრუპის“ მიერ წარმოდგენილ ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე. 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 15 აპრილამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. 


გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას ბმულზე : https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/24522


სამინისტროში წარმოდგენილ სკოპინგის ანგარიშსა და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, დამატებით ატვირთულია პრეზენტაცია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით.  

 

ვრცლად
2020-03-30

 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქალაქ თეთრიწყაროში ლიბერთი ბანკის სერვისცენტრთან, მოხალისეთა ჯგუფის წარმომადგენლები, დღის განმავლობაში მოქალაქეთა რიგს არეგულირებდნენ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, თეთრიწყაროს ფილიალის მიერ მოხდა რამდენიმე მოხალისის გადამზადება, მათ განემარტათ როგორ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები მაღალი რისკის მქონე ჯგუფებთან ურთიერთობისას.

ვრცლად
2020-03-30

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეჩერებულა. აგრეთვე, თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლების მიერ, პერიოდულად ხდება სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი.

დღეს, ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის N1-ში მდებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზ გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილესთან - ბერდია ხვისტანთან ერთად.

პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი: მოეწყო ბეტონის სარინელი და მოპირკეთდა ბაზალტის ქვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა აივნებს. ამჟამად, მიმდინარეობს ფასადის სამღებრო სამუშაოები.
პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ქალაქის ერთიანი იერსახე.

ვრცლად
2020-03-29

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მდებარე რძის პროდუქტების საწარმო “წინწყარო+” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების და სტანდარტების სრული დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

„წინწყარო+“ ქართულ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს.არსებული შესაძლებლობებით დღის განმავლობაში უზრუნველყოფს 6 ტონა რძის გადამუშავებას,მცირე საწარმოში დასაქმებულია 11 ადგილობრივი.აღსანიშნავია, რომ საწარმო რძით ადგილობრივი მოსახლეობისგან და მიმდებარე სოფლებიდან მარაგდება.

თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” დახმარებით შეიქმნა და იწარმოებოდა:იმერული ყველი, სულგუნი, ყველის სხვა სახეობები და ნადუღი. 2018 წელს ევროკავშირის ENPARD პროექტის ფარგლებში RDFG-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსების სახით 60 000 ევრო მოიპოვა. პროექტში მიღებული გრანტით მეწარმემ შეიძინა დანადგარები, ჩამოსასხმელი ხაზი, მაცივარი ავტომობილი, რის საფუძველზეც დამატებით კიდევ სამი სახის პროდუქციის წარმოებას შეძლებს(რძე, მაწონი და დო).

საწარმოო პროცესს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ადგილზე გაეცნენ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედვად „წინწყარო+“ მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობს, რაც რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ვრცლად
2020-03-28

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მოადგილე ბერდია ხვისტანთან ერთად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობას COVID-19-ის პრევენციასა და გავრცელების შეკავების შესახებ საინფორმაციო ფლაერები გადასცეს.

იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა ინფორმაციაზე მასალა დაბეჭდილია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც მთლიანად ეთმობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას, ყველა ინსტრუქციას, წესებსა და რეკომენდაციებს.

ვრცლად
2020-03-27

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ააიპ “ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის“ ორგანიზებით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოები, ადმინისტრაციული შენობები, სავაჭრო ობიექტები, ბანკები და აფთიაქები.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-03-25

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ააიპ “ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ორგანიზებით,   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე  სავაჭრო ობიექტები, ადმინისტრაციული შენობები, აფთიაქები და  ამბულატორიები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ: საჯარო სკოლებში, სააღმზრდელო დაწესებულებებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში დაადმინისტრაციულ შენობებში.

ვრცლად
2020-03-19
ბროშურა “რეკომენდაციები მშობლების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის ” მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, თარგმნილია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე პროექტის “კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ინფორმაციის გავრცელება ეთნიკურ უმცირესობებს შორის” ფარგლებში.
Yeni koronavirus nədir? (COVID-19) - alideynlər, tərbiyəçilər və maraqlı şəxslər üçün tövsiyələr - https://osgf.ge/publication/yeni-koronavirus-nədir-covid-19/?fbclid=IwAR1JPrcb4qJk8k-jwGTP9xwWhlWSFExm7eVJ2ZLHqwuORxFbydSUX9ZoHyU 
Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը (COVID-19) - Խորհրդատվություններ ծնողների, դաստիարակների և հետաքրքրված անձանց համար - https://osgf.ge/ի՞նչ-է-նոր-կորոնավիրուսը-covid-19/?fbclid=IwAR1C2OAavcqsC0Kjk4Wctx23UMpmO9UuEqSKu1Titsq4G8A79z49sBlwlWg
ვრცლად
2020-03-14

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID-19-ის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები