ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეჩერებულა. აგრეთვე, თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლების მიერ, პერიოდულად ხდება სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი.
დღეს, ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქ N1-ში მდებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილესთან - ბერდია ხვისტანთან ერთად.
პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი: მოეწყო ბეტონის სარინელი და მოპირკეთდა ბაზალტის ქვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა აივნებს. ამჟამად, მიმდინარეობს ფასადის სამღებრო სამუშაოები.
პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ქალაქის ერთიანი იერსახე.
სიახლეები
ინფრასტრუქტურული პროექტები
30 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 3644
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
831
ივლ 06 ორშ 2026
1699
ივლ 03 პარ 2026
1646
ივლ 02 ხუთ 2026
1892
ივლ 03 პარ 2026
1700
მაი 26 სამ 2026
2019
ივნ 11 ხუთ 2026
2029




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































