„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაავადების ადრეულ გამოვლენას ემსახურება, ქალაქ თეთრიწყაროში უფასო მასშტაბური სკრინინგის აქცია გაიმართა.
სკრინინგული კვლევები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის რეგიონული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. მის მიმდინარეობას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანი გაეცნო.
მისი განცხადებით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. მსგავსი აქციები ხელს უწყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის დაავადებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგული კვლევები, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექცია/შიდსის ტესტირება. ასევე ხელმისაწვდომი იყო გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია.
გამოკვლევები ადგილზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
აქცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
სიახლეები
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაავადების ადრეულ გამოვლენას ემსახურება, ქალაქ თეთრიწყაროში უფასო მასშტაბური სკრინინგის აქცია გაიმართა.
16 ოქტ 2026
მნახველთა რაოდენობა: 86
სიახლეები
ოქტ 02 პარ 2026
1079




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















































