თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იწვის ტყის ქვედა საფარი და წაქცეული ხეები. ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი აფერხებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ორბეთსა და ხაიშში მდებარე საექიმო ამბულატორიის შენობების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პარალელურად, არსებული ინფრასტრუქტურა განახლდა სოფელ კოდის, ვაშლოვნის და ბორბალოს ამბულატორიებში: შეცვალა კარ-ფანჯარა, მოეწყო გათბობის სისტემები და გადაიხურა სახურავი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დამონტაჟდა გარე განათება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. 18 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებს, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ესწრებოდა. სოფელ ბორბალოში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდება,ხოლო სოფელ ერტისში გარე განათების მონტაჟი, დარჩენილ უბნებზე.
14 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
11 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიწის რეფორმის ფარგლებში, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ტრენინგი გაიმართა. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. ეს ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში.
ქალაქ თეთრიწყაროში საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა სოფელ ბორბალოში, კოდასა და ვაშლოვანში ახლადრეაბილიტირებული ამბულატორიის შენობები მოინახულეს.
ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქ N1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქ N1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრა გაიმართა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გოლთეთის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
2020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
დონორი ორგანიზაციის-გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სველი წერტილები, ველობილიკები. დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განათება და ა.შ.
14 იანვარს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საქართველოში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილ აქციას შეუერთდა.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე ეროვნული დროშები გადმოიფინა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს ზეიმობს.
7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა პავლე ზურაბიანის და მრევლის მონაწილეობით, ქალაქ თეთრიწყაროში, სოფელ ჭივჭავსა და მიმდებარე დასახლებებში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. ალილოს პროცესიის მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს ა.ა.ი.პ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ დირექტორმა დავით ყაზახაშვილმა და შ.პ.ს. ,,თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორმა თამაზ ბექაურმა. ალილო არის უძველესი ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გარკვეული პერიოდი დავიწყებას მიეცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის , უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტრადიცია 2000 წლიდან აღდგა და ყოველწლიურად საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზეიმო მსვლელობით აღინიშნება.
ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის მიერ, 27 დეკემბერს ქ. თეთრიწყაროში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა და ეთნო - ფოლკლორულმა ბენდმა „შარამ“. საკონცერტო ნაწილის დაწყებამდე, თოვლის პაპამ და ფიფქიამ ქალაქის ქუჩები ფაეტონით შემოიარეს, ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს და მოქალაქეებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეები თავისი დამახასიათებელი ტრადიციებით. სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული წარმატებებისთვის სპეციალური სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები წლის საუკეთესო სპორტსმენები: შალვა ზურაბაშვილი - მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი მკლავჭიდში, გვანცა სომხიშვილი - საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, სანდრო ჯანგებაშვილი - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდში, საბა ძულიაშვილი - მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდში, ვახტანგ ექიზაშვილი - საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ბექა ქარცივაძე - საქართველოს პრიზიორი კრივში, იესო სამსიანი - რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, როინ გოგაშვილი - საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ნიკოლოზ წიკლაური - მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, გიორგი აფციაური - საერთაშორისო ჩემპიონი და პრიზიორი კარატეში, ლევან ჩომახაშვილი- ევროპის პრიზიორი მკლავჭიდში, ლუკა თორაძე - ევროპის პრიზიორი კარატეში და ზვიად მუკვანი - საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოში. საახალწლო ღონისძიება კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის ,,გუდარეხის“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერის“ ფონზე დასრულდა. კონცერტს ესწრებოდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ქორიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
ქალაქ თეთრიწყაროში ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით 72-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში საჯარო და კერძო სექტორის სერვისების კომფორტულ გარემოში მიწოდება. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები.
ივლ 06 ორშ 2026
833
ივლ 03 პარ 2026
855
ივლ 02 ხუთ 2026
955
ივლ 03 პარ 2026
887
მაი 26 სამ 2026
1219
ივნ 11 ხუთ 2026
1247
იან 00
1236
იან 00
1453




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















