თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასახლების საერთო კრებები სოფელ ბორბალოსა და ერტისში
18 თებ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. 18 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებს, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ესწრებოდა. სოფელ ბორბალოში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდება,ხოლო სოფელ ერტისში გარე განათების მონტაჟი, დარჩენილ უბნებზე.

მერიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის საჭიროებებს და მიაწოდეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების, ასევე კონკრეტულ დასახლებაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა,თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების გაჭრა–გაწმენდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3577
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3060
იან 00
3773
ივლ 02 ოთხ 2025
6255
ივნ 27 პარ 2025
6077
აგვ 12 სამ 2025
6689
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები