თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2019-07-26

26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულიდმანისობა 2019“ საზეიმოდ აღინიშნა. პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილ ღონისძიებაში, შემოქმედებითი ჯგუფები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაც მონაწილეობდნენ.

ვრცლად
2019-07-25

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით სოფელ ჭივჭავის, ირაგის, ალექსეევკის და სამშვილდის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჭივჭავის თემიდან დავით ხვისტანი. მალხაზ სამაშვილმა მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად ასევე მოინახულა სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები.

ვრცლად
2019-07-24

2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: სამღერეთში, სამშვილდეში, დაღეთში, ქსოვრეთში, აბელიანში და პატარა ირაგაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ვრცლად
2019-07-18

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, თამარ მეფის ქუჩის 1 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი, ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუჩაზე არსებულ მილხიდს.

ვრცლად
2019-07-17

მალე . თეთრიწყაროს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი სპორტული მოედანი ექნება. .... თეთრიწყაროს განვითარების ფონდის დაკვეთით, მიმდინარეობს .. გარისის სტადიონის ტერიტორიაზე არსებული მოედნის სრული რეაბილიტაცია. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ასევე ტრიბუნას, რომელიც გათვლილი იქნება 405 მაყურებელზე და დამონტაჟდება სკამები, აშენდება გასახდელები თავისი სველი წერტილებით, საზოგადოებრივი საპირფარეშო და ორი ადმინისტრაციული ოთახი.

ვრცლად
2019-11-22

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული .... თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ მიერ გამოცხადებულია კონკურსი ვაკანტურ პოზიციებზე.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 22 ნოემრიდან 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით, 10.00სთ-დან 18.00 სთ -მდე, შემდეგ მისამართზე: .თეთრიწყარო თამარ მეფის .#34, მერიის შენობის მეორე სართული, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:


დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 

გასაუბრება.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია, კონკურსის შემდეგ ეტაპზე არ იქნება გადაყვანილი.

დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს კომისია მიაწვდის ინფორმაციას, რეზიუმეში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონების მეშვეობით, ასევე კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ.

კანდიდატის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია ქულათა სისტემის საფუძველზე.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში. 

საკონტაქტო პირი: ლაშა ქურდიანი

საკონტაქტო ტელეფონი: 514074007

ვრცლად
2019-10-30

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეღორეობის ფერმის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „აშენდი აგრო საქართველო“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი,სოფელი ასურეთი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი 2019 წლის 5 ნოემბერი, 15:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ. მარაბდას საჯარო სკოლის შენობა
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ.მარაბდას საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს
საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2019 წლის 7 ნოემბრამდე. მისამართზე: ქ.თბილისი,
მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით

ვრცლად
2019-08-15

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება დაიწყო. ამ დროისთვის მოსახლების მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50-მდე სოფელში მიმდინარეობს.

ვრცლად
2019-08-07

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების შესახებ, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სოფელ ასურეთში, ენაგეთში და შავსაყდარში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ვრცლად
2019-06-05

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თეთიწყაროში მყარი ნარჩენების მართვისთვის სეპარირების სისტემა დანერგა.

ვრცლად
2019-07-18

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისშითამარ მეფის ქუჩის 1 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობსპროექტის მიხედვითქუჩაზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარიბეტონის სანიაღვრე კიუვეტები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუჩაზე არსებულ მილხიდს.

 

ვრცლად
2019-06-04

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტი ითვალისწინებს თამარ მეფის ქუჩის 1 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტებას, მონოლითური ბეტონის კიუვეტების და ეზოს შესასვლელებთან წყალგამტარი ბეტონის ცხაურების მოწყობას, აგრეთვე, ქუჩაზე არსებული მილხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას. 

ვრცლად
2019-05-30

2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ენაგეთში, ჯვარაში და საღრაშენში ახალი სკოლები აშენდება. 

ვრცლად
2019-05-30

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგების მიზნით, ტენდერები გამოაცხადა. 

ვრცლად
2019-07-16

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი უძღვებოდა.

ვრცლად
2019-06-04

დაბა მანგლისში საზოგადოებრივი ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

ვრცლად
2019-06-01

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ა.ა.ი.პ თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრმა ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა.

ვრცლად
2019-07-15

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. თეთრიწყაროს, ირაგის, ჭივჭავის, კოდის, წინწყაროს, ხაიშის და ბოგვის საჯარო სკოლების მოსწავლეები, 110 იგპ ბავშვი, ქ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლზე “ქეთო და კოტე“ დასასწრებად, ტრანსპორტირებით უზრუნველყო.

ვრცლად
2019-07-15

ქ. თეთრიწყაროში ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 500 გრძ/მ საავტომობილო გზის მოასფალტება და ბეტონის სანიაღვრეების მოწყობა. ხელშეკრულების ღირებულება 168 833 ლარს შეადგენს.

ვრცლად
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები