თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება დაიწყო. ამ დროისთვის მოსახლების მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50-მდე სოფელში მიმდინარეობს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სოფელ ლიპაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სოფლამდე მისასვლელი გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოებს.
2019 წლის სოფლის მხარადაჭერის პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 894 000 ლარია გამოყოფილი. თითოეულ დასახლებაში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების, როგორიცაა, მისასვლელი გზების მოწესრიგება, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და ა.შ. განხორციელება გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 83 დასახლებულ პუნქტში.