თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2020-01-07

7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა პავლე ზურაბიანის და მრევლის მონაწილეობით, ქალაქ თეთრიწყაროში, სოფელ ჭივჭავსა და მიმდებარე დასახლებებში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. ალილოს პროცესიის მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს ...თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრისდირექტორმა დავით ყაზახაშვილმა და ... ,,თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურისდირექტორმა თამაზ ბექაურმა. ალილო არის უძველესი ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გარკვეული პერიოდი დავიწყებას მიეცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის , უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტრადიცია 2000 წლიდან აღდგა და ყოველწლიურად საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზეიმო მსვლელობით აღინიშნება.

ვრცლად
2019-12-27

ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის მიერ, 27 დეკემბერს . თეთრიწყაროში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა და ეთნო - ფოლკლორულმა ბენდმაშარამ“. საკონცერტო ნაწილის დაწყებამდე, თოვლის პაპამ და ფიფქიამ ქალაქის ქუჩები ფაეტონით შემოიარეს, ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს და მოქალაქეებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეები თავისი დამახასიათებელი ტრადიციებით. სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული წარმატებებისთვის სპეციალური სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები წლის საუკეთესო სპორტსმენები: შალვა ზურაბაშვილი - მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი მკლავჭიდში, გვანცა სომხიშვილი - საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, სანდრო ჯანგებაშვილი - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდში, საბა ძულიაშვილი - მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდში, ვახტანგ ექიზაშვილი - საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ბექა ქარცივაძე - საქართველოს პრიზიორი კრივში, იესო სამსიანი - რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, როინ გოგაშვილი - საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ნიკოლოზ წიკლაური - მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, გიორგი აფციაური - საერთაშორისო ჩემპიონი და პრიზიორი კარატეში, ლევან ჩომახაშვილი- ევროპის პრიზიორი მკლავჭიდში, ლუკა თორაძე - ევროპის პრიზიორი კარატეში და ზვიად მუკვანი - საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოში. საახალწლო ღონისძიება კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის ,,გუდარეხისმიერ შესრულებულიმრავალჟამიერისფონზე დასრულდა. კონცერტს ესწრებოდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ქორიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

ვრცლად
2019-11-25

ქალაქ თეთრიწყაროში ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით 72- საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში საჯარო და კერძო სექტორის სერვისების კომფორტულ გარემოში მიწოდება. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები.

ვრცლად
2019-11-19

19 ნოემბერს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბორბალო, ღოუბანი და ერტისი მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და პირადად გაეცნენ თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებს.

ვრცლად
2019-10-19

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს წინასაპროექტო სამუშაოები, რომლის მიზანია, მდ. ჭივჭავისწყლის ხარისხის ლაბორატორიული შესწავლა. დღეს, სპეციალისტების მიერ, შესაბამისი სინჯები იქნა აღებული. მიღებული დასკვნის შესაბამისად, იგეგმება მასშტაბური პროექტის განხორცილება, რომლის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება სოფელ წინწყაროს და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგება.

ვრცლად
2019-09-28

ისტორიის სასკოლო კონკურსი "დიდგორელი" 28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი - ისტორიის სასკოლო კონკურსი "დიდგორელი", რომელშიც ჩართულნი არიან საჯარო და კერძო სკოლები. კონკურში მონაწილეობენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. შიდა სასკოლო ტურის შედეგად გამარჯვებულმა 121 მოსწავლემ, 8 ოქტომბერს, მონაწილეობა მიიღო კონკურსის მეორე ტურში, რომელიც გიმართა . თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში. საკონკურსო ტესტი შედგებოდა 40 ღია და დახურული კითხვისგან. საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს გამოავლენს სპეციალური ჟიური და ისინი მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მესამე ტურში. ტესტირების დასრულების შემდეგ, „დიდგორელის“ 121 მონაწილეს საჩუქრად გადაეცა სპეციალური მედალიდიდგორელი“, სიგელი და წიგნები.

ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის მონაწილეებთან, პედაგოგებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს: ცნობილმა ისტორიკოსმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ, კომპანია "არემჯის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა და გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ თინათინ მღვდლიაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „დიდგორელისფინალისტებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები, ხოლო გამარჯვებულს დაენიშნება სტიპენდია. ასევე, ფინალისტები ეწვევიან სახელმწიფო უნივერსიტეტებს, გაეცნობიან ისტორიის კათედრის მუშაობას, შეხვდებიან ცნობილ ისტორიკოსებს და დაათვალიერებენ ოკუპაციის მუზეუმს და .. გარდა ფინალისტებისთვის გათვალისწინებული საჩუქრებისა, მეუფე ანანიამ მიიღო გადაწყვეტილება ფინალისტებს დამატებით გადასცეს სპეციალური საჩუქრები და ფულადი პრიზი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ საგანმანათლებლო პროექტიდიდგორელიგანხორციელდება სხვა მუნიციპალიტეტებში. ისტორიის კონკურსისდიდგორელისგენერალური სპონსორია კომპანიაარემჯი“.

ვრცლად
2019-09-29

ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრები და დიალოგი გრძელდება. ამჯერად, სოფელ ფარცხისის, ჩხიკვთის მაწევნის და აბელიანის მოსახლეობას შეხვდნენ: თეთიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი და თამაზ ნავერიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილეები მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსმინეს ინფორმაცია დასახლებულ პუნქტებში არსებული საჭიროებების შესახებ და მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე, ამასთანავე, მიაწოდეს ინფორმაცია, 2020-2021 წლების განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების შესახებ, რომელიც შეეხება მისასვლელი და შიდა გზების მოწესრიგებას, საბავშვო ბაღების და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, წყალმომარაგების გაუმჯობესებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და .. სოფელ ფარცხისის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად საბავშვო ბაღის მშენებლობა, შიდა გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება დაასახელა, ჩხიკვთის მოსახლეობამ - გაზიფიცირება, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოფლის შიდა გზის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნის მოწყობა, მაწევნის მოსახლეობამ - წყალმომარაგების გაუმჯობესება და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, აბელიანის მოსახლეობამ - გაზიფიცირება, წყალმომარაგების გაუმჯობესება, სკოლის შენობის და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელა.

ვრცლად
2019-09-27

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. 27 სექტემბერს სოფელ კლდეისის, ალექსეევკის, დიდი ირაგის და გოლთეთის მოსახლეობას, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილეები: მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი შეხვდნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის საჭიროებებს და მიაწოდეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების, ასევე კონკრეტულ დასახლებაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ხსენებული სოფლების საერთო საჭიროებად გაზიფიცირება დასახელდა. კლდეისის მოსახლეობამ სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად, გარე განათების მოწყობა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია დაასახელა, სოფელ ალექსეევკის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად - ამბულატორიის და სპორტული სტადიონის მოწყობა, სოფელ ირაგის მოსახლეობამ - მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნის მოწყობა, ხოლო გოლთეთის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელა. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შედგენისას მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული თითოეული დასახლების განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებები

 

ვრცლად
2019-09-27

27 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორთტან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მებრძოლების მემორიალი და დაბა მანგლისში ომში გარდაცვლილ მებრძოლთა საფლავები. 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ბაბუშერას აეროპორტთან, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, რომელთაგან 108 დაიღუპა. საბედისწერო რეისის მგზავრებს შორის 7 მებრძოლი იყო სოფელ ასურეთიდან: ძმები - სოსო და კობა გურგენიძეები, მათი ბიძაშვილი როსტომ გურგენიძე, ხვიჩა კაციტაძე, ჯუმბერ (ელგუჯა) გოცირიძე, ბესიკ მურუსიძე და დათო ავალიანი. დღეს, სოხუმის დაცემის დღიდან 26 წელი გავიდა. ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!

 

 

ვრცლად
2019-09-26

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლებს შორის სპორტული შეჯიბრები - „მხიარული სტარტებიგაიმართა. ევროპის სპორტის კვირეული ევროკომისიის ორგანიზებით, საქართველოში 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. ღონისძიების კოორდინატორია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, სპორტული შეჯიბრები 30 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში გაიმართება, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სახეობებში.

ვრცლად
2019-09-23

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრები გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დონდუა, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე სოფელ წინწყაროს, ქოსალარის და ხაიშის მოსახლეობას შეხვდნენ და პირადად გაეცნენ თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მნიშვნელოვანი პროგრამების და პროექტების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიეცათ შესაძლებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები და გაცნობოდნენ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სოფელ წინწყაროს და ქოსალარის მოსახლეობამ ძირითად საჭიროებად სასმელ წყალზე და სკოლამდელი აღზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობა დაასახელა, ხოლო ხაიშის მოსახლეობამ - სოფელში სპორტული ინფრასტრუქტურის და შიდა გზების მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შედგენისას მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული თითოეული დასახლების განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებები. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 7 700 000 ლარზე მეტი ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ძირითადი მიმართულებაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლებში საპირფარეშოების მოწყობა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და სხვა.

ვრცლად
2019-09-18

18 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს, .() .. თეთრიწყაროს განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული საგრანტო წინადადება, რომელიც გულისხმობს სოფელ ასურეთში ადგილობრივი ღვინის წარმოების განვითარების ხელშეწყობას და იმსჯელეს საბჭოს თავმჯდომარის - გულიკო შოშიტაშვილის მიერ წარმოდგენილ საორგანიზაციო საკითხებზე. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხის და დიალოგის რეჟიმში წარიმართა. საბჭოს სხდომის ოქმის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: http://tetritskaro.gov.ge/files/uploads/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98-9.pdf

ვრცლად
2019-09-18

ქალაქ თეთრიწყაროში სანიღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქალაქის ქუჩებზე, სადაც უხვი ნალექის დროს ადგილი ჰქონდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას, მოეწყობა ახალი, ხოლო გაიწმინდება და მოწესრიგდება არსებული სანიღვრე სისტემა. მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი ადგილზე გაეცნო. სამუშაოების ღირებულება (ხელშეკრულებით) 144 444 ლარს შეადგენს. პროეტი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

ვრცლად
2019-09-16

16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი დაიწყო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, . თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მერმა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა და წარმატება უსურვა. სკოლის დირექციამ წარჩინებული მოსწავლეებიც დააჯილდოვა, სპეციალური სიგელები ბავშვებს გიორგი ქორიძემ გადასცა. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წლიდან სკოლებში იაკობ გოგებაშვილისდედა ენაადაპტირებული ვერსიით დაბრუნდა და ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელს სხვა სახელმძღვანელოებთან ერთად, უფასოდ გადაეცა.

ვრცლად
2019-09-15

15 სექტემბერს, . თეთრიწყაროში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმი ოფიციალურად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. "წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება ის ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის, ომისა და ოკუპაციის შემდეგ გვაძლევს მომავლის რწმენას, რომ კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით, ვიარსებებთ, რადგან კიდევ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადარჩენა და დაფასება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. ფორუმის მონაწილეები დალოცა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ, სიტყვით გამოვიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად. ფორუმზე სპეციალურ სივრცეებში წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ საინფორმაციო მასალები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის და ქვემო ქართლის რეგიონის სხვა თვითმმართველი ერთეულების მიერ, მოეწყო ეთნოგრაფიული მასალების, ტრადიციული რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ბავშვებმა წარმოადგინეს ხალიჩების ქსოვის, ხატვის, მოზაიკის შექმნის მასატერკლასები, გაიმართა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ფორუმის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო მოხსენებები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის, აგრეთვე სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო-არქეოლოგიური კვლევების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები ქვემო ვრცლად

2019-09-15

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე, საზოგადოებრივი გაერთიანებასაყდრისის კომიტეტის" მიერ ორგანიზებული პროექტის - კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს, ფარგლებში, . თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა კერამიკის მოხატვის და მოზაიკის შექმნის მასატერკლასებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, პედაგოგებთან ერთად.

ვრცლად
2019-09-15

5 სექტემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე, . თეთრიწყაროში მდებარე XVIII საუკუნის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ვრცლად
2019-09-12

კარგი შესაძლებლობა დამწყები და ბიზნესის გაფართოების მსურველი მეწარმეებისათვის! პროექტისადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივაფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრიაცხადებს საგრანტო კონკურსს სამიზნე თემებში: ახალსოფელი, ზირბითი, დაღეთი, დურნუკი, ირაგა, ივანოვკა, ჯიგრაშენი, ქოსალარი, ქოთიში, სამშვილდე, წინწყარო, ჭივჭავი, ხაიშსა და მარაბდაში მცხოვრები დამწყები და ბიზნესის გაფართოების მსურველი მეწარმეებისათვის. საგრანტო კონკურსის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმირების მიზნით, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“- წარმომადგენელი მაკა პაპუკაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ქორიძეს შეხვდა და პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივაინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის კომპანიებში. პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ბიზნეს საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. დამწყები ბიზნესის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 3,600 (სამი ათას ექვსასი) ლარი (გრანტის სახით). ბიზნესის გაფართოების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 3,800 (სამი ათას რვაასი) ლარი (გრანტის სახით). ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://www.ctc.org.ge/?p=19407&fbclid=IwAR05JK6fbVhDrlizSeYy4s42ApYYnzs9rQg6-6EwPnhX4nm6LdWTzk3AvgE

ვრცლად
2019-09-01

უპრეცედენტო თანადგომა და მხარდაჭერა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას და მანგლისის მოსახლეობას, .... მანგლისის განვითარების ფონდისაგან. ფონდმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, დაბა მანგლისში 12 ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უსასყიდლოდ გადასცა. მომზადებული პროექტები სავალდებულო საექსპერტო შეფასების შემდგომ, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, დაფინანსების მიღების მიზნით, წარედგინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 1 194 822 ლარს შეადგენს. საპროექტო დოკუმენტაცია, მანგლისის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა, 31 აგვისტოს, დაბა მანგლისში გამართულ არტ-ფესტივალზე, ოფიციალურად გადასცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას.

ვრცლად
2019-09-01

31 აგვისტოს, მულტიფუნქციური არტ-ფესტივალიბეგა-ფესტიდაბა მანგლისში წელს პირველად გაიმართა. მანგლისის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში, წარმოდგენილი იყო ხელოვნების ნიმუშები, ინდივიდუალურ ხელოვანთა ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

ვრცლად
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები