თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
19 ნოემ 2019
 

19 ნოემბერს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბორბალო, ღოუბანი და ერტისი მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და პირადად გაეცნენ თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებს.

სოფელ ღოუბნის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია/გაფართოება და სარიტუალო დარბაზის მოწყობა დაასახელა, ბორბალოს მოსახლეობამ - მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება და ამბულატორიის რემონტი, ხოლო ერტისის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების მოწყობა დაასახელა.

მნიშვნელოვანია, რომ ღია შეხვედრების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, დაიგეგმება ღონისძიებები, რომელიც ასახული იქნება მომავალი წლების სამოქმედო გეგმაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, მერის მოადგილეები: მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3879
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3060
იან 00
3773
ივლ 02 ოთხ 2025
6255
ივნ 27 პარ 2025
6077
აგვ 12 სამ 2025
6689
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები