COVID 19- ით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად აგროსერვისის მიწოდება შეუფერხებლად, წესების სრული დაცვით ხორციელდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებმა აქტიურად დაიწყეს თავთავიანი მოსავლის აღების პროცესი. მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებაში დახმარებას უწევს თეთრიწყაროს ფერმერთა მომსახურების ცენტრი, რომელიც უახლესი ტექნიკის გამოყენებით ფერმერებს აგრო მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს.
სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, ორი სოფლის მოსახლეობის, ჯამში 1500-მდე ბენეფიციარის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
6 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფელ ჯორჯიაშვილსა და ხაიშში გამართულ აქციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, საქართველოს მელიორაციის ალგეთი-ტბისი-კუმისის სერვისცენტრის უფროსი პაატა აბაშიძე , ადგილობრივი მოსახლეობა და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქ თეთრიწყაროში ბარნოვის, ბესიკის, ოძელაშვილის ქუჩებისა და ჭავჭავაძის ჩიხის რეაბილიტაცია სრულდება.
ქალაქ თეთრიწყაროში 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჯერად რეაბილიტაცია უტარდება ბარნოვის, ბესიკის, ოძელაშვილის ქუჩებსა და ჭავჭავაძის ჩიხს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტო-ბეტონის 1400 მეტრამდე საავტომობილო გზის მონაკვეთი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქ თეთრიწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 კილომეტრამდე საავტომობილო გზას.
2020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დონორი ორგანიზაციის - გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
დღეიდან ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა, ყველა საკონტროლი გამშვები პუნქტი გაუქმებულია და 39 დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ ენაგეთში, საღრაშენსა და ჯვარაში 60 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლების მშენებლობის დასრულება, მიმდინარე წლის აგვისტოშია გათვალისწინებული. აღნიშნული პროექტები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მათი ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 3 000 000 ლარს აღემატება.
თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა საკუთარი ფინანსური სახსრებით მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კიდევ 1000-მდე ამანათის გადაცემა უზრუნველყო.
COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო ძალისხმევით აქტიურად გრძელდება მოსახელობისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემის პროცესი.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები გამოიფინა.
#26მაისი
#ესდღეჩვენია
#თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები, რომელიც ალგეთი-ტბისი-კუმისის მაგისტრალურ ქსელზე, სოფელ ასურეთის გამანაწილებლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდების გრაფიკი 120ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, შეუფერხებლად ხორციელდება. სოფელ ფარცხისში სტიქიის პრევენციის ფონდის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ფარცხისისწყლის კალაპოტში გაბიონის მოწყობის სამუშაოები. პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულება მიმდინარე თვის ბოლოსაა გათვალისწინებული.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში მცხოვრები, ახალგაზრდა აგროსერვისის მიმწოდებელი გიორგი ავჭალელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD თეთრიწყაროს პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია.პროექტს ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაცია ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში მას აგრო ტექნიკა გადაეცა.ქვეყანაში გამოწვეული პანდემიის მიუხედავად გიორგი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ინოვაციურ სერვისს სთავაზობს, რომლის ფარგლებში მომხმარებელს 15-ზე მეტი მომსახურების მიღება შეუძლია.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარება.
სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების ამანათები სოფელ მაწევნისა და აბელიანის მოსახლეობას მერის წარმომადგენელმა ჩხიკვთის ადმინისტრაციულ ერთეულში ვანო დავითაშვილმა და მისმა თანაშემწემ გადასცეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანმა და ორგანიზაცია ტურიზმი და რეალობის კონსულტანტმა ლამარა ბექაურმა ქალაქ თეთრიწყაროში მომსახურების სფეროში დასაქმებულ პერსონალს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახის დამცავი ფარები გადასცეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, ორი სოფლის მოსახლეობის, ჯამში 1500-მდე ბენეფიციარის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები ახალგაზრდა ფერმერი, გოდერძი მაისურაძე, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. ისევე როგორც სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ახალგაზრდა ფერმერიც აქტიურად არის ჩართული საოჯახო მეურნეობაში და ეწევა მწვანილის წარმოება-რეალიზაციას.





