თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა
29 აგვ 2022
 

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „ნიუ ჯეო როუდის“ მიერ ასფალტის საწარმოს, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების და ბიტუმის რეზერვუარების მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ასფალტის საწარმოს, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების და ბიტუმის რეზერვუარების მოწყობა-ექსპლუატაცია;

 დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ნიუ ჯეო როუდი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფ. ყიზილაჯლო;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:  2022 წლის 2 სექტემბერი, 13:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

 „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

 საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 შპს ნიუ ჯეო როუდ_სკოპინგის ანგარიში 

 შენიშვნებზე პასუხები ცხრილის სახით 

 საწარმოს გენ-გეგმა 

განცხადება

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4484
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3040
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები