თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2020-03-13

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, ქალაქ თეთრიწყაროში მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება.

ვრცლად
2020-03-11

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იწვის ტყის ქვედა საფარი და წაქცეული ხეები.

ვრცლად
2020-03-10

კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, ქალაქ თეთრიწყაროში მუნიციპალური ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. მიკროავტობუსები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია ყოველდღიურად მოხდება.

ვრცლად
2020-03-10

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იწვის ტყის ქვედა საფარი და წაქცეული ხეები. ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი აფერხებს.

ვრცლად
2020-03-09

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


ვრცლად
2020-03-04

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-02-27
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ორბეთსა და ხაიშში მდებარე საექიმო ამბულატორიის შენობების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პარალელურად, არსებული ინფრასტრუქტურა განახლდა სოფელ კოდის, ვაშლოვნის და ბორბალოს ამბულატორიებში: შეცვალა კარ-ფანჯარა, მოეწყო გათბობის სისტემები და გადაიხურა სახურავი.

 

ვრცლად
2020-02-25

 საბჭოთა ოკუპაციის 99-ე წლისთავთან დაკავშირებით 25 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ფოიეში კულტურის ცენტრის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით თემატური გამოფენა და ფილმის ჩვენება მოეწყო.

ვრცლად
2020-02-20

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დამონტაჟდა გარე განათება.

 

 

 

ვრცლად
2020-02-18

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. 18 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებს, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ესწრებოდა. სოფელ ბორბალოში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდება,ხოლო სოფელ ერტისში გარე განათების მონტაჟი, დარჩენილ უბნებზე.

ვრცლად
2020-02-14

14 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად
2020-02-11

11 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიწის რეფორმის ფარგლებში, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ტრენინგი გაიმართა. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. ეს ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში.

ვრცლად
2020-02-10

ქალაქ თეთრიწყაროში საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე.

ვრცლად
2020-02-07

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა სოფელ ბორბალოში, კოდასა და ვაშლოვანში ახლადრეაბილიტირებული ამბულატორიის შენობები მოინახულეს.

ვრცლად
2020-02-06

ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქ N1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-02-06

ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქ N1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-02-06

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრა გაიმართა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გოლთეთის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

ვრცლად
2020-02-03

 სოფელ ენაგეთში, საღრაშენსა და ჯვარაში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლების მშენებლობას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა: საკლასო ოთახები, კლასლაბორატორიები ,ბიბლიოთეკები და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსები, ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

ვრცლად
2020-01-31

2020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

დონორი ორგანიზაციის-გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სველი წერტილები, ველობილიკები. დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განათება და ..

ვრცლად
2020-01-14

14 იანვარს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საქართველოში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილ აქციას შეუერთდა.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე ეროვნული დროშები გადმოიფინა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს ზეიმობს.

 

ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები