თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2019-04-25

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 24 აპრილს ქ. თეთრიწყაროში ქ. გამწვანების ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, კულტურისა და დასვენების პარკში ფიჭვის, ცაცხვის და ნეკერჩხლის ნერგები დაირგო.

ვრცლად
2019-04-25

დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნეს სოფელ ასურეთში. სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ქორიძესთან ერთად, მარადმწვანე და ფოთლოვანი ხის ნერგები დარგეს სოფლის ცენტრში მდებარე სკვერში, სკოლისა და საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ასურეთის საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, შპსთეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა“.

აქციის მიზანი იყო მწვანე საფარის აღდგენის ხელშეწყობა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ვრცლად
2019-04-23

23 აპრილს . თეთრიწყაროში, .... თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრში, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 სპეციალურად მოეწყობილ სივრცეში წარმოდგენილი იყო წიგნების გამოფენა და სამკითხველო კუთხე. ცენტრში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სასიამოვნო გარემოში გაცნობოდნენ ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნად ფონდს და მიეღოთ ინფორმაცია საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებით

ღონისძიებას დაესწრნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები, ბიბლიოთეკაში მომუშავე სპეციალისტები და თემით დაინტერესებული პირები. მათ თეთრიწყაროს ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს
მალხაზ სამაშვილმა ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა კულტურის ცენტრის დირექტორს ქალბატონ ზამირა ხაჭვანს, მის მოადგილეს ქალბატონ ნელი მაისურაძეს და კულტურის ცენტრის თანამშრომლებს. მალხაზ სამაშვილმა ასევე დაათვალიერა . თეთრიწყაროს ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 21 ათასამდე წიგნი: როგორც ქართული, ასევე უცხოური მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და სხვა საინტერესო გამოცემები ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 9 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, მათ შორის ერთი . თეთრიწყაროში და 8 სხვადასხვა დასახლებაში. აღსანიშნავია რომ 2019 წელს გაიხსნა ახალი ბიბლიოთეკა სოფელ თონეთში
1995
წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის ვრცლად

2019-04-22

 23 აპრილს . თეთრიწყაროში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

.... თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის ორგანიზებით, . თეთრიწყაროს ბიბლიოთეკაში მოეწყობა წიგნების გამოფენა და წარმოდგენილი იქნება სამკითხველო კუთხე. წიგნის ჩუქების მსურველები, სიმბოლურად, ერთმანეთს გადასცემენ საჩუქრად წიგნებს, ასევე სურვილის მიხედვით, ნებისმიერ პირს შეუძლია თეთრიწყაროს ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნები საჩუქრად, ამისთვის სპეციალურად დაიდგმება ცარიელი წიგნების თარო, წარწერით: ,,აჩუქე ბიბლიოთეკას წიგნი“.
ბიბლიოთეკარები განიხილავენ თემას, თუ რა როლი აქვს წიგნს ადამიანის ცხოვრებაში. ყველა მობრძანებულ სტუმარს საშუალება ექნება, წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, დაწეროს საკუთარი იდეა და დატოვოს სპეციალურ ყუთში.
სტუმრებს ელით სასიამოვნო გარემო და გემოვნებიანი მუსიკა.

ვრცლად
2019-04-21

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ბზობას! 

ვრცლად
2019-04-16

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, . თეთრიწყაროში მარაბდის, გურამიშვილის და აბანოს ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მიმდინარე წელს, შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგება გათვალისწინებულია . თეთრიწყაროში წმინდა ნინოს (სავარაუდო ღირებულება 185 687 ლარი) და ჭავჭავაძის (სავარაუდო ღირებულება 168 833 ლარი) ქუჩებზეც.

საერთო ჯამში, 2019 წელს . თეთრიწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ქუჩას და მოასფალტდება 2 კმ-ზე მეტი შიდა საავტომობილო გზა. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები ისარგებლებენ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით.

 

ვრცლად
2019-04-16

 15 აპრილს, ... თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითი ჯგუფების მოსწავლეებმა. ბავშვებმა გააცოცხლეს ქართული ანბანი და ჩატარდა ღია გაკვეთილი დედაენის დღის მნიშვნელობის შესახებ.

ვრცლად
2019-04-14

1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც ()იპ სახელოვნებო სკოლის ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაში გაიმართა
სახელოვნებო სკოლის დირექტორმა ზეინაბ აბულაძემ ისაუბრა მოვლენებზე, რომელიც 14 აპრილს წინ უძღოდა და ყურადღება გაამახვილა ქართული ენის დაცვის საქმეში სტუდენტი-ახალგაზრდობის როლზე, თუ როგორ აღუდგა წინ, კონსტიტუციიდან ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის ამოღების შესახებ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა 14 აპრილის უშუალო მონაწილე, მერიის თანამშრომელი, მარინე გიგაური.
სახელოვნებო სკოლამ, დედაენის დღესთან დაკავშირებით, წარმოადგინა თემატური გამოფენა. დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს სკოლის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ტიკურიშვილმა და ნიკოლოზ ამურველაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, მერის მოადგილეები ბერდია ხვისტანი და ლია ზურებიანი, მერიის, საკრებულოს, სახელოვნებო სკოლის თანამშრომლები და თემით დაინტერესებული პირები.

ვრცლად
2019-04-12

 ადგილობრივი მოსახლეობისათვის სტანდარტების შესაბამისი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, მერია გეგმიურად ახორციელებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭივჭავში. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა აგრეთვე, გათვალისწინებულია ცენტრალური გათბობის სისტემების მოწყობა, სამზარეულოს, სველი წერტილების და ეზოს მოწესრიგება.

პროექტის განხოციელებაზე 174 888 ლარი დაიხარჯება (ხელშეკრულების მიხედვით). მნიშვნელოვანია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

2019 წელს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება სოფელ წინწყაროში და სოფელ ფარცხისში (მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება), ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღს (მერიის მიერ გამოცხადებულია ტენდერი სამუშაოებზე NAT190005555). პროექტის სავარაუდო ღირებულება 143`981 ლარს შეადგენს.

ვრცლად
2019-04-12

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგების მიზნით, . თეთრიწყაროში გურამიშვილის (0.51 კმ, ღირებულება 249610 ლარი), მარაბდის (0.46 კმ, ღირებულება 270 000 ლარი) და აბანოს (0.14 კმ, ღირებულება 45 549 ლარი) ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, . თეთრიწყაროში წმინდა ნინოს (ჩიხებით) და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციაზეც.

საერთო ჯამში, 2019 წელს . თეთრიწყაროში მოასფალტდება 2 კმ-ზე მეტი შიდა საავტომობილო გზა

ვრცლად
2019-04-09

9 აპრილს . თეთრიწყაროში, 1989 წლის 9 აპრილის ისტორიულ მოვლენები გაიხსენეს.

ააიპ თეთრიწყაროს კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე წამოდგენა გაიმართა , მოეწყო ფოტო-ვიდეო ჩვენება 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების და დაღუპული გმირების შესახებ. ასევე გაიმართა ისტორიული მოვლენების ამსახველი გამოფენა. ღონისძიების დასასრულს, სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტებიონზე, დამსწრე საზოგადოებამ სიმბოლურად, ერთმანეთს ტიტები და სანთლები გადასცეს, დაიხაზა საქართველოს რუკა სანთლებით და სანთლებითვე დაიწერა ,,მადლობა თავისუფლებისთვის“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი,ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ააიპ კულტურის ცენტრის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მოქალაქეები.

ვრცლად
2019-04-08

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 8 აპრილს, დაბა მანგლისში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, მანგლისის ფიჭვნარში (.. „პატარა როშა“), საჯარო სკოლის ეზოში და სხვა ტერიტორიებზე დაირგო 200-ზე მეტი ფიჭვის და ცაცხვის ნერგები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერიის თანამშრომლებმა, პედაგოგებმა, სკოლის მოსწავლეებმა და შპსთეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურისთანამშრომლებმა,

აქციის მიზანი იყო, მწვანე საფარის აღდგენის ხელშეწყობა და მანგლისის, როგორც საკურორტო-რეკრეაციული ზონის, ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება. გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია . თეთრიწყაროში, კულტურისა და დასვენების პარკში და სოფელ ღოუბანში ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე.

ვრცლად
2019-04-05

5 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის და დამოუკიდებელი გიდებისათვის, საინფორმაციო ტური გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა მოინახულეს უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდე, ასევე მოინახულეს ალგეთის წყალსაცავის და ბირთვისის კანიონის მისადგომები, სოფელ ასურეთში (ელიზაბეტტალი) არსებული გერმანული მემკვიდრეობა, გერმანული საოჯახო მარნები და გაეცნენ ადგილობრივი ღვინის - „შალას“ (ასურეთული შავი) წარმოების პროცესს და შენახვის ტექნოლოგიებს. სტუმრებს, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო ექსპედიციის ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა, პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა გააცნო. მომსახურების სერვისის გაცნობის მიზნით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები თეთრიწყაროში მდებარე საოჯახო სასტუმროს - „მხატვრის სახლსდა კვების ობიექტებს ესტუმრნენ.

საინფორმაციო ტურის მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და წარმოჩენა. საინფორმაციო ტურში მონაწილეობა მიიღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ და მერიის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა ვალერიან სუხიტაშვილმა. სტუმრებს მეგზურობა გაუწიეს მერიის ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების სპეციალისტმა ლამარა ბექაურმა და მხატვარმა ია არსენიშვილმა.

როგორც ცნობილია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების უნიკალური ძეგლების სიმრავლით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი მხარეა. ტურიზმის განვითარების და არსებული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინ

ვრცლად
2019-03-19

2006 წელს საქართველოს პარლამენტის 20 დეკემბრის #4173 დადგენილებით განხორციელდა ქალაქ თბილისის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილება. დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში 23 დაბა და სოფლის ტიპის დასახლება მოექცა. მისი ფართობი დაახლოებით 154 კვ.კმ-ით გაიზარდა და 504 კვ.კმ. შეადგინა. ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები დადგენილი იქნა 1:50000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკაზე, შესაბამისი სადემარკაციო სამუშაოების განხორციელების გარეშე. აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად 2007 წლის 16 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #011402/101/96 ხელშეკრულების თანახმად (იხ. დანართი), ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობით, დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად, შპს საინჟინრო-საძიებო სამსახურმა განახორციელა დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების ტოპოგრაფიული აგეგმვა UTM WGS-84 საკოორდინატო სისტემაში. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საკადასტრო და სარეესტრო ნაკვეთების, ორთოფოტო გადაღების მოძიება და კამერალური დამუშავება, თბილისის საზღვრების რეკოგნოსცირება, წერტილების განსაზღვრა ნიშნების ჩასამაგრებლად. დამზადდა ნიშნები, მოხდა ჩამაგრებული წერტილების ფოტოფიქსაცია და ქალაქზე გატარებული საზღვრების აღწერა. ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე შედგა ციფრული რუკები.

 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრის კონფიგურაციამ ცვლილება განიცადა, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მომიჯნავედ. შეიცვალა ფართობიც და კორექტირებული ვერსიის მიხედვით 502 კვ.კმ. შეადგინა.

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის #1-4 გადაწყვეტილების და 2014 წლის 5 დეკემბრის #16-35 და #16-41 დადგენილებებით განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების და რაიონების ტერიტორიული ერთეულების - უბნების საზღვრები. რაიონებისა და უბნების ადმინისტრაციული საზღვრისპირა მონაკვეთების განსაზღვრისას საფუძვლად აღებულ იქნა 2007 წელს სადემარკაციო სამუშაოების შედეგად კორექტირებული კონტური, რამაც ცდომილება გამოიწვია პარლამენტის 2006 წლისა და საკრებულოს 2013-2014 წლების აქტების ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილებს შორის.

 

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება გავლენას მოახდენს, როგორც გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებზე, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებზეც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქისა და მისი მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების დაზუსტებული საზღვრის სამართლებრივ აქტებში ჰარმონიზაციის მიზნით, გიგზავნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის N12-031901590-03 წერილს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და გთხოვთ იმოქმედოთ კანონმდებლობის შესაბამისად.

ვრცლად
2019-03-29

29 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ,  2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონა.

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი პროექტებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა 884 000 ლარს შეადგენს, რომელიც შესაბამისი დასახლების საერთო კრებების და რეგისტრირებულ ამომრჩეველთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე და მოსახლეობის საერთო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის   654 დადგენილებით დამტკიცებულისაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების  შესაბამისად, 2019 წლის 23 იანვრიდან, 8 თებერვლის ჩათვლით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან  კონსულტაციები გაიმართა 78 დასახლებულ პუნქტში. საერთო კრებებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაესწრო 3530 ადამიანი.

განკარგულება 23.pdf

ვრცლად
2019-03-19
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 26 მარტს გამოცხადდა კონკურსი შემდეგ ვაკანტურ პოზიციებზე:
 მერის წარმომადგენლის ასისტენტი ჩხიკვთის ადმინისტრაციულ ერთეულში
 მერის წარმომადგენლის ასისტენტი თონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში
 მერის წარმომადგენლის ასისტენტი ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში
 მერის წარმომადგენლის ასისტენტი ორბეთის ადმინისტრაციულ ერთეულში
 მერის წარმომადგენლის ასისტენტი წინწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში
 მერის წარმომადგენელი ასურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში
 საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
 იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი
 იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი
 შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი
 შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 26 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით უნდა განათავსონ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: https://www.hr.gov.ge/
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. განცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
ვრცლად
2019-03-22

წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 22 მარტს დაბა მანგლისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გარემოსდაცვითი აქცია გაიმართეს. აქციის მონაწილეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთვეს დაბა მანგლისის ფიჭვნარის .. „დიდი როშისტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვით კამპანიებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული. 2019 წელს, წყლის რესურსების დაცვის დღე აღინიშნება მოწოდებითარავინ დავტოვოთ მიღმა“.

ვრცლად
2019-03-22

21 მარტს .მარნეულში ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაული - ნოვრუზ ბაირამი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ააიპ თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლამ და კოდის სათემო განათლების ცენტრმა დღესასწაულთან დაკავშირებით, საგამოფენო კუთხეები მოაწყო და ტრადიციული რეწვის და ხელოვნების სხვა ნიმუშები წარმოადგინა. ღონისძიებაში ჩართული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მცხოვრები მოსახლეობაც, ადგილობივებმა ხელნაკეთი ნივთები და ტრადიციული ტკბილეული წარმოადგინეს.

ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, დიპლომატიური კორპუსის და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.

მამუკა ბახტაძემ თეთრიწყაროს საგამოფენო კუთხე დაათვალიერა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გაესაუბრა. ნოვრუზი აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

ვრცლად
2019-03-21

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ააიპთეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრშიღონისძიება გაიმართა, რომელშიც ასეთი სინდრომის მქონე მოზარდებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის თანამშრომლები დაესწრნენ. გიორგი ქორიძემ და ბერდია ხვისტანმა დაუნის სინდრომის მქონე პატარებს: მიშა შავაძეს და რატი ხოზრევანიძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გიორგი ქორიძე ბავშვების მშობლებსაც გაესაუბრა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ადგილობრივი ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ სხადასხვა აქტივობებში და ერთობლივი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ღონისძიების მიზანი იყო, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების წახალისება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 2011 წელს გამოცხადდა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღინიშნება სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებით.

ვრცლად
2019-03-21

ააიპთეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრმადაუნის სინდრომის მქონე პატარებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა

5 წლის მიშა შავაძემ და 13 წლის რატი ხოზრევანიძემ, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, კულტურის ცენტრის საბავშვო სტუდიის პატარებთან ერთად, მხიარულ გარემოში აღნიშნეს

დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის  სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.
დაუნის  სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვადდაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

ვრცლად
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები