თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2019-02-16

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 16 თებერვალს ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში ცნობილი ქართველი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა და პოეტებმა: გიული ჩქარეულმა, ნინო არსენაშვილმა, გელა მიდელაშვილმა, დათა ბადალაშვილმა და სახალხო მთქმელებმა: ზაქრო გიგაურმა და დამ ბექაურმა

ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს სახელოვნებო სკოლის მიერ წარმოდგენილი გამოფენა და მონაწილეობა მიიღეს ვეფხისტყაოსნის გადაწერაში

პოეზიის საღამოს ორგანიზება გაუწიეს:მერის მოადგილე ლია ზურებიანმა, მერიის თანამშრომელმა ლამარა ბექაურმა და ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის დირექტორმა ზამირა ხაჭვანმა.

პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია მოადგილესთან, სოსო პირველთან ერთად, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები და საპატრიარქოსთან არსებული საგვარეულო კავშირის წევრები.

ვრცლად
2019-02-13

13 თებერვალს თეთრიწყაროს მერიაში გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში საკვების ნარჩენების შეგროვებისა და მართვის საკითხებზე იმსჯელეს.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აქტიურად თანამონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან ქვეყნის მასშტაბით საკვები ნარჩენების უფრო ეფექტურად სეგრეგირების, განცალკევებისა და მართვის საკითხებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებმა  განიხილეს ახლო მომავალში თეთრიწყაროში განსახორციელებელი მოსალოდნელი აქტივობები, ინიციატივები და რეკომენდაციები, რომლებიც საჭიროა რომ განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად დანაკარგების შემცირებისა და ნარჩენების უფრო ეფექტურად მართვისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიის თანამშრომლები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტები გიორგი ანდღულაძე და მარიამ ანეთი.

ვრცლად
2019-02-09

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, იწყებსმოყვარულთა თასი“- გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11x11).
სეზონი სტარტს აიღებს  1 აპრილს და დასრულდება 15 დეკემბერს.
მოყვარულთა თასი 2019“ სამ ეტაპად ჩატარდება - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე თითოეულ რაიონში ავალდებულოა მინიმუმ ოთხი გუნდის ასპარეზობა.
მონაწილე მუნიციპალიტეტებმა 2019 წლის 22 თებერვლამდე, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას ოფიციალური წერილით უნდა დაუდასტურონ პროექტში მონაწილეობა, ხოლო გუნდების ოფიციალური განაცხადები უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 08 მარტამდე. კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ტურნირი დაიწყება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებულ დროს.
ჩემპიონატში მონაწილეობა არის უფასო.
ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც არ ირიცხება საქართველოს ეროვნული ლიგა 1, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, ლიგა 4, რეგიონალური ლიგები (ყველა რეგიონალური ლიგა), ჭაბუკთა ლიგები, ფუტსალის ლიგა და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდებში.
მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ 18-დან 30-მდე რაოდენობის მოთამაშეთა განაცხადი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - gafaleague@gmail.com
გუნდის განაცხადის ფორმის შესავსებად უნდა მობრძანდეთ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში. მის.: . თეთრიწყარო, თამარ მეფის . #34.
მოყვარულთა თასიარის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს - UEFA- მიერ. 2018 წელს საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმავრცლად

2019-02-07

თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელქოსალარშიხაიშშიდიდ და პატარა დურნუკშიძველ და ახალ მარაბდასა და ქოთიშში  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებსმერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ
მერისმოადგილემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროდა შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაპირდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
სოფელ ქოსალარში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათების მონტაჟი და შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება,
სოფელ ხაიშში ამბულატორიის შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა,
სოფელ დიდსა და პატარა დურნუკში სოფლამდე მისასვლელ საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია,
სოფელ ძველსა და ახალ მარაბდაში შიდა გზებივრცლად

2019-02-08

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ააიპ “თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის” მიერ შესრულებული,დავითობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყო.

ვრცლად
2019-02-06

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. 6 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებსმერის მოადგილე ბერდია ხვისტანი  ესწრებოდა
სამღერეთში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათების მონტაჟი განხორციელდება
იფნარაში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვალიპაში სოფლამდე მისასვლელ საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და სასმელი წყლის სისტემების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება
სოფელ შიხილოში გარე განათების მონტაჟისოფლამდე მისასვლელი და შიდა გზების რეაბილიტაცია
სოფელ გოლთეთში სასაფლაოს შემოღობვა დაიგეგმა
ხოლო სოფელ წინწყაროში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შიდა გზებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნავიარომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და უკვევრცლად

2019-02-05

  5 თებერვალს სოფლებში:დიდი ირაგა, პატარა ირაგა, ჯიგრაშენი, ალექსეევკა, ივანოვკა, მენკალისი, ნავთიანი, ჭივჭავსა და ჯვარაში გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის მოადგილეები:მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი ესწრებოდნენ. მერის მოადგილეებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებსა და საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლოებში ერთად იმსჯელეს გადაჭრის გზებზე
სოფელ დიდ ირაგაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება და მინი სტადიონი მოეწყობა
სოფელ პატარა ირაგაში კომბინირებული მინი სტადიონი და გარე განათების მოწყობა დაიგეგმა
სოფელ ჯიგრაშენში გარე განათება და მოსაცდელი მოეწყობა,
სოფელ ალექსეევკაში ამბულატორიის რეაბილიტაცია დაიგეგმა
სოფელი ივანოვკის მოსახლეობამ შიდა გზების რეაბილიტაცია აირჩია,
სოფელ მენკალისში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და გარე განათება,
სოფელ ნავთიანში გარე განათების ქსელის და გზის მოხრეშვა განხორციელდება,
სოფელ ჭივჭავში სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, ხოლო 
სოფელ ჯვარაში სპორტული ინფრასტრუქტურა და შიდა გზების მოხრეშვა განხორციელდება.
სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ვრცლად
2019-02-04

  4 თებერვალს შეხვეტილას თემის მოსახლეობასთან გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი დაესწრო. მერის მოადგილემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისა და შეხვეტილას თემისთვის გამოყოფილი ლიმიტების შესახებ.

სოფელ შეხვეტილაში, ჯვრისხევში, დიდ ნამტვრიანში, პატარა ნამტვრიანში, ქვემო ჭინჭრიანში, ზემო ჭინჭრიანში, ნაპილნარსა და არხოტში მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო სოფელ კოდისწყაროსა და პატარა ნამტვრიანში სასმელი წყლის სისტემები მოწესრიგდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

ვრცლად
2019-02-14

14 თებერვალს  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მედია ტური ეროვნული და რეგიონული მედია გაიმართა. მედია ტურის ფარგლებში  ჟურნალისტებმა მოინახულეს სოფელი წინწყაროს საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და  Wash-ის  საბჭოების  წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მედია ტურის წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ ადამიანის უფლებების ჭრილში მიზანია,  მედიის როლის გაზრდა ადამიანის უფლებების მიმართულებით წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხების გაშუქების პროცესში.

მედია ტურის ორგანიზატორები არიან: CENN, ევროკავშირისა და New World Program– ის მიერ დაფინანსებული პროექტების: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)”.

ვრცლად
2019-02-14

14 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ  შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის„  წყალმომხმარებელთა განვითარების ხელშეწყობის ჯგუფმა, შპს „საქართველოს მელიორაციის“ სერვის ცენტრის წარმომადგენლებმა,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერიის თანამშრომლებმა შეაჯამეს პროექტით გათვალისწინებული ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის მომსახურების ტერიტორიაზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერთა საინიციატივო ჯგუფებთან შეხვედრების მორიგი რაუნდი.

წყალმომხმარებლების ჯუფების/საბჭოების მონაწილეობის განხორციელება გულისხმობს საპროექტო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის პროექტის ჯგუფის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ტექნიკური პრობლემების ერთობლივ იდენტიფიცირებას,  მათი მხრიდან ტექნიკური საკითხების წარმოდგენას და განხილვას, რათა საპროექტო ორგანიზაციის მიერ შიდა-სამეურნეო ქსელების დეტალური პროექტის მომზადებისას მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ფერმერების/წყალმომხმარებლების ინტერესები.

იანვრის მდგომარეობით, ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის  მომსახურების ტერიტორიაზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფერმერების/წყალმომხარებელების წარმომადგენელთა თანხმობით ფორმირებულია ექვსი წყალმომხმარებლების სამუშაო ჯგუფი/საბჭო, რაც უზრუნველყოფს მათ ორგანიზებულ ჩართულობას საპროექტო სამუშაოების განხორციელების პროცესში.

ვრცლად
2019-02-03

თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებშიდაღეთშისამშვილდესა და კლდეისში დასახლების საერთო კრებები გაიმართა
დაღეთში სასმელი წყლის სისტემები და გარე განათების ქსელის მონტაჟი განხორციელდებასოფელ სამშვილდეში გარე განათების ქსელი და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობახოლო სოფელ კლდეისში სასმელი წყლის სისტემის და ავზების რეაბილიტაცია განხორციელდება.
მოსახლეობამ იმ აუცილებელ საჭიროებებზე ისაუბრარაც ხელს შეუწყობს სოფლად ხალხის დარჩენას და დაბრუნებას
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლადსხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
დასახლების საერთო კრებებს ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

 

ვრცლად
2019-02-01

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით პირველ ეტაპზე 24 (ცალი) პლასტმასის სპეციალური ურნა შეიძინა, სადაც მოხდება პლასტმასის, მეტალის, შუშის და ქაღალდის ნარჩენების მუნიციპალური ნარჩენებიდან გამოცალკევება.

ურნები პირველ ეტაპზე საჯარო სკოლებში, ბაღებსა და სკვერებში განთავსდა
სეპარირებული ურნების განთავსება მიზნად ისახავს საქართველოს კანონისნარჩენების მართვის კოდექსისშესაბამისად, ქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივ დანერგვას.

 

ვრცლად
2019-01-25

  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 25 იანვარს სოფელ ჯორჯიაშვილში, დასახლების საერთო კრება გაიმართა. პირველ მარტამდე საქართველოს სოფლების მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი

სოფელი ჯორჯიაშილის მოსახლეობამ  კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, სოფელში მოწესრიგდეს სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას.

დასახლების საერთო კრებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ვრცლად
2019-01-27

  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 27 იანვარს სოფელ შავსაყდარში გამართულ დასახლების საერთო კრებას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე დაესწრო. გიორგი ქორიძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ, აგრეთვე მიმდინარე წელს დაგეგმილი შავსაყდრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის შესახებ, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარე წელსგანხორციელდება, პროექტი ორწლიანია და მისი ღირებულება შეადგენს 1 461 912 ლარს

დასახლების საერთო კრებაზე მოსახლეობის უმრავლესობამ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას და გარე განათების მონტაჟს დაუჭირა მხარი.პროგრამის ფარგლებში სოფელი შავსაყდრისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შეადგენს 6000 ლარს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა გაორმაგდეს. პირველ მარტამდე საქართველოს სოფლების მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.

ვრცლად
2019-02-01

1 თებერველს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,  ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში დასახლების საერთო კრებებს  მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი დაესწრო.

მერის მოადგილემ მოსახლეობას განუმარტა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია, ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროებებს და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.

პროგრამის ფარგლებში:

სოფელ ახალსოფელში შიდა გზების მოხრეშვა განხორციელდება,

სოფელ ზირბითში სასმელი წყლის სისტემები მოწესრიგდება,

სოფელ გოხნარში სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ საფუძვრებში შიდა გზები მოწესრიგდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

 

ვრცლად
2019-01-31

 31 იანვარს  ენაგეთში, ამლივში, ახალ ზირბითში, დიდგორში, დრეში, ვანათში, ორბეთში, პანტიანში, ღვევში, ღოლოვანში, შამთაში, წვერსა და წყლულეთში გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი ესწრებოდა. მერის მოადგილემ მოსახლეობას განუმარტა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროებებს.  

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

სოფელ ენაგეთში მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება გადაწყვიტა,

სოფელ ამლივის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემების და გზების მოწესრიგება,

სოფელი ახალი ზირბითის მოსახლეობამ წყაროს მოპირკეთება და გარე განათების მონტაჟი,

სოფელი დიდგორის მოსახლეობამ გარე განათების მონტაჟი,

სოფლების  დრეს,ღვევის,შამთას,ღოლოვანის, ვანათის, მოსახლეობამ მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა,

სოფელი ორბეთის მოსახლეობამ ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა,

სოფელი პანტიანის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება,

სოფელი წვერის მოსახლეობამ პანტიანიდან წვერამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოხრეშვა, ხოლო

სოფელი წყლულეთის მოსახლეობამ წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება და გარე განათების მოწყობა აირჩია.

ვრცლად
2019-01-30

30 იანვარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებს სოფლებში:პატარა თონეთი, დიდი თონეთი და მოხისი მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი დაესწრო.

მერის მოადგილემ მოისმინა ინფორმაცია მოსახლეობის მიერ დასახლებებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ.

მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გადაწყდა,რომ  პატარა თონეთში სოფლამდე მისასვლელ საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, სოფელ დიდ თონეთში შიდა გზების რეაბილიტაცია  განხორციელდება , ხოლო სოფელ მოხისში მოხდება მისასვლელი (ძველი) გზის მოწყობა-რეაბილიტაცია.

ვრცლად
2019-01-28
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 28 იანვარს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში:ტბისში, ჩხიკვთაში, მაწევანში, ვაკეში, გუდარეხში, ქსოვრეთში,ხოპისსა და აბელიანში გამართულ დასახლების საერთო კრებებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი დაესწრო. მერის მოადგილემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ.
სოფელ ტბისის მოსახლეობის საერთო კრებამ, გარე განათების მოწყობის და სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით
სოფელ ჩხიკვთის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია,
სოფელ გუდარეხის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია,
სოფელ მაწევნის მოსახლეობამ შიდა გზების მოხრეშვა,
სოფელ ვაკის მოსახლეობამ - სასმელი წყლის სისტემების მოწყობა,
სოფელი ქსოვრეთის მოსახლეობამ - წყლის სისტემებისა და გარე განათების მონტაჟი,
სოფელ ხოპისის მოსახლეობამ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია,ხოლო
სოფელ აბელიანის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასმელი წყლის სისტემების მოწყობა გადაწყვიტა.
ვრცლად
2019-01-20

23 იანვრიდან  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა იწყებს მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებებისა და კონსულტაციების გამართვას.

განრიგი:

➡️23 იანვარი - სოფელი კოდა საბავშვო ბაღის შენობა - 12:00 საათი

➡️23 იანვარი - სოფელი ღოუბანი სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია - 14:00 საათი 

➡️23 იანვარი - სოფელი ერტისი საჯარო სკოლის შენობა - 16:00 საათი 

➡️24 იანვარი - სოფელი ასურეთი საჯარო სკოლის შენობა - 12:00 საათი 

➡️24 იანვარი - სოფელი ენაგეთი საჯარო სკოლის შენობა - 14:00 საათი 

➡️24 იანვარი - სოფელი შავსაყდარი სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია - 16:00 საათი

➡️25 იანვარი - სოფელი ბოგვი საჯარო სკოლის შენობა - 15:00 საათი 

➡️28 იანვარი - სოფელი ჩხიკვთა საჯარო სკოლის შენობა - 13:00 საათი 

➡️28 იანვარი - სოფელი აბელიანი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 15:00 საათი 

➡️29 იანვარი - სოფელი დაღეთი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 12:00 საათი

➡️30 იანვარი - სოფელი დიდი თონეთი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 12:00 საათი 

➡️30 იანვარი - დაბა მანგლისი საჯარო სკოლის შენობა - 14:30 საათი 

➡️31 იანვარი - სოფელი ორბეთი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 14:00 საათი 

➡️1 თებერვალი - სოფელი ახალსოფელი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 13:00 საათი 

➡️4 თებერვალი -სოფელი ნაპილნარი  სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 12:00 საათი

➡️5 თებერვალი - სოფელი პატარა ირაგა სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია - 12:00 საათი

➡️5 თებერვალი - სოფელი ალექსეევკა - სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია 14:00 საათი 

➡️5 თებერვალი - სოფელი ჭივჭავი - საჯარო სკოლის შენობა - 16:00 საათი 

➡️6 თებერვალი - სოფელი სამღერეთი - საჯარო სკოლის შენობა - 12:00 საათი 

➡️6 თებერვალი - სოფელი გოლთეთი საჯარო სკოლის შენობა - 14:00 საათი 

➡️6 თებერვალი - სოფელი წინწყარო სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 16:00 საათი

➡️7 თებერვალი - სოფელი ქოსალარი საჯარო სკოლის შენობა - 12:00 საათი 

➡️7 თებერვალი - სოფელი ხაიში საჯარო სკოლის შენობა - 14:00 საათი 

➡️7 თებერვალი - სოფელი დურნუკი - სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია -16:00 საათი 

➡️8 თებერვალი - სოფელი ახალი მარაბდა საჯარო სკოლის შენობა - 14:00 საათი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://tetritskaro.gov.ge/sajaro-informaciis-motxovna/dasaxlebis-saerto-kreba

ვრცლად
2019-01-17

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკაშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები