თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასახლების საერთო კრებები
07 თებ 2019
 

7 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ: ქოსალარში, ხაიშში, დიდ და პატარა დურნუკში, ძველ და ახალ მარაბდასა და ქოთიშში  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებს, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 
მერისმოადგილემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროედა შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაპირდა. 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში: 
სოფელ ქოსალარში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათების მონტაჟი და შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება,
სოფელ ხაიშში ამბულატორიის შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა,
სოფელ დიდსა და პატარა დურნუკში სოფლამდე მისასვლელ საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია,
სოფელ ძველსა და ახალ მარაბდაში შიდა გზები მოწესრიგდება,
ხოლო სოფელ ქოთიშში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდება. 
სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4478
 
 
დატოვეთ კომენტარი (1)
 
 
pHqghUme
აგვ 15 სამ 2023
21:23
1
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3060
იან 00
3773
ივლ 02 ოთხ 2025
6255
ივნ 27 პარ 2025
6077
აგვ 12 სამ 2025
6689
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები