თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„მოყვარულთა თასი“-ს გათამაშება
09 თებ 2019
 

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, იწყებს „მოყვარულთა თასი“-ს გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11x11).

სეზონი სტარტს აიღებს  1 აპრილს და დასრულდება 15 დეკემბერს.
მოყვარულთა თასი 2019“ სამ ეტაპად ჩატარდება - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე თითოეულ რაიონში სავალდებულოა მინიმუმ ოთხი გუნდის ასპარეზობა.
მონაწილე მუნიციპალიტეტებმა 2019 წლის 22 თებერვლამდე, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას ოფიციალური წერილით უნდა დაუდასტურონ პროექტში მონაწილეობა, ხოლო გუნდების ოფიციალური განაცხადები უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 08 მარტამდე. კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ტურნირი დაიწყება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებულ დროს.
ჩემპიონატში მონაწილეობა არის უფასო.
ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც არ ირიცხება საქართველოს ეროვნული ლიგა 1, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, ლიგა 4, რეგიონალური ლიგები (ყველა რეგიონალური ლიგა), ჭაბუკთა ლიგები, ფუტსალის ლიგა და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდებში.
მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ 18-დან 30-მდე რაოდენობის მოთამაშეთა განაცხადი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - gafaleague@gmail.com
გუნდის განაცხადის ფორმის შესავსებად უნდა მობრძანდეთ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში. მის.: ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. #34.
მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს - UEFA-ს მიერ. 2018 წელს საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა მონაწილეობა მიიღო ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე UEFA REGIONS’ CUP, ხოლო წლის ბოლოს საქართველოს UEFA-სგან გადაეცა ვერცხლის ჯილდო მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისათვის, კერძოდ, „მოყვარულთა თასი“-ს პროექტის განხორციელებისათვის.
ჩემპიონატის მიზნებია: ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა; მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ორგანიზება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში; ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა; სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა; ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში; დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4434
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3060
იან 00
3773
ივლ 02 ოთხ 2025
6255
ივნ 27 პარ 2025
6077
აგვ 12 სამ 2025
6689
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები