თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების დადგენა
19 მარ 2019
 

2006 წელს საქართველოს პარლამენტის 20 დეკემბრის #4173 დადგენილებით განხორციელდა ქალაქ თბილისის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილება. დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში 23 დაბა და სოფლის ტიპის დასახლება მოექცა. მისი ფართობი დაახლოებით 154 კვ.კმ-ით გაიზარდა და 504 კვ.კმ. შეადგინა. ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები დადგენილი იქნა 1:50000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკაზე, შესაბამისი სადემარკაციო სამუშაოების განხორციელების გარეშე. აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად 2007 წლის 16 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #011402/101/96 ხელშეკრულების თანახმად (იხ. დანართი), ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობით, დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად, შპს საინჟინრო-საძიებო სამსახურმა განახორციელა დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების ტოპოგრაფიული აგეგმვა UTM WGS-84 საკოორდინატო სისტემაში. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საკადასტრო და სარეესტრო ნაკვეთების, ორთოფოტო გადაღების მოძიება და კამერალური დამუშავება, თბილისის საზღვრების რეკოგნოსცირება, წერტილების განსაზღვრა ნიშნების ჩასამაგრებლად. დამზადდა ნიშნები, მოხდა ჩამაგრებული წერტილების ფოტოფიქსაცია და ქალაქზე გატარებული საზღვრების აღწერა. ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე შედგა ციფრული რუკები.

 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრის კონფიგურაციამ ცვლილება განიცადა, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მომიჯნავედ. შეიცვალა ფართობიც და კორექტირებული ვერსიის მიხედვით 502 კვ.კმ. შეადგინა.

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის #1-4 გადაწყვეტილების და 2014 წლის 5 დეკემბრის #16-35 და #16-41 დადგენილებებით განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების და რაიონების ტერიტორიული ერთეულების - უბნების საზღვრები. რაიონებისა და უბნების ადმინისტრაციული საზღვრისპირა მონაკვეთების განსაზღვრისას საფუძვლად აღებულ იქნა 2007 წელს სადემარკაციო სამუშაოების შედეგად კორექტირებული კონტური, რამაც ცდომილება გამოიწვია პარლამენტის 2006 წლისა და საკრებულოს 2013-2014 წლების აქტების ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილებს შორის.

 

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება გავლენას მოახდენს, როგორც გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებზე, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებზეც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქისა და მისი მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების დაზუსტებული საზღვრის სამართლებრივ აქტებში ჰარმონიზაციის მიზნით, გიგზავნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის N12-031901590-03 წერილს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და გთხოვთ იმოქმედოთ კანონმდებლობის შესაბამისად.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3396
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1906
იან 07 შბ 2023
4235
ოქტ 24 ორშ 2022
3688
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები