თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგება მიმდინარეობს
25 ივლ 2019
 

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით სოფელ ჭივჭავის, ირაგის, ალექსეევკის და სამშვილდის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჭივჭავის თემიდან დავით ხვისტანი. მალხაზ სამაშვილმა მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად ასევე მოინახულა სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები.

სველი წერტილები მოეწყობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები მოწესრიგდება ასევე, დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლაში, დიდი თონეთის, წინწყაროს, ბოგვის და ერტისის საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო ალექსეევკის საჯარო სკოლას პარალელურად ჩაუტარდება სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები. სველი წერტილები მოეწყობა და მეტალოპლასტმასის ფანჯრები დამონტაჟდება ქ. თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლაში, ხოლო №1 სკოლის შენობაში საკლასო ოთახების კარებები შეიცვლება ახლით.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებს 2019 წლიდან გამოეყოთ თანხა საჯარო სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული საჭიროებებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ზემოთ ხსენებულ სკოლებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა გადაუდებელ მოწესრიგებას საჭიროებდა და შესაბამისად, განისაზღვრა ჩასატარებელი სამუშაოები, რომლის განხორციელების შემდგომ, მოსწავლეები და პედაგოგები უზრუნველყოფილნი იქნებიან სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის პირობებით. სამუშაოების ღირებულება ჯამში 459 285 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2986
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3045
იან 00
3761
ივლ 02 ოთხ 2025
6239
ივნ 27 პარ 2025
6061
აგვ 12 სამ 2025
6673
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები