თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2026-07-06

საქართველოს პარლამენტისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ორგანიზებით, ქალაქ თეთრიწყაროში, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ უფასო დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული სამედიცინო კვლევები ჩატარდა.

უფასო სამედიცინო აქციას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, მიხეილ აფციაურთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, დავით შერაზადიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მამალაძე, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ პრეზიდენტი ქეთევან ბარათელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აქციის ფარგლებში 400-მდე მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა, სრულიად უფასოდ მიეღო სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები ქვეყნის წამყვანი კლინიკების აკადემიური პერსონალისგან შემდეგი მიმართულებებით: თერაპია, კარდიოლოგია (კარდიოგრამა, კარდიოექოსკოპია), ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, ენდოკრინოლოგია, რადიოლოგია (ყველა სისტემის ექოსკოპია), მამოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ანგიოლოგია (სისხლძარღვების სპეციალისტი), ქირურგია, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, პულმონოლოგია (ფილტვის სპეციალისტი), გასტროენტეროლოგია და პედიატრია.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის სოციალურად დაუცველებს, სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს, ვეტერანებსა და მათი ოჯახების წევრებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბენეფიციარებს, ასევე საზღვრისპირა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, გაუწია უფასო კონსულტაციები და ჩაუტარა სხვადასხვა სამედიცინო კვლევა.

აღნიშნული სამედიცინო პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ ისარგებლოს უფასო სამედიცინო მომსახურებით.

ვრცლად
 

    2026 ივლისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    ივლ 02 ხუთ 2026
    122