თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

“წინწყარო+”-ში საწარმოო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს
29 მარ 2020
 

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მდებარე რძის პროდუქტების საწარმო “წინწყარო+” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების და სტანდარტების სრული დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

„
წინწყარო+“ ქართულ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს.არსებული შესაძლებლობებით დღის განმავლობაში უზრუნველყოფს 6 ტონა რძის გადამუშავებას,მცირე საწარმოში დასაქმებულია 11 ადგილობრივი.აღსანიშნავია, რომ საწარმო რძით ადგილობრივი მოსახლეობისგან და მიმდებარე სოფლებიდან მარაგდება.

თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” დახმარებით შეიქმნა და იწარმოებოდა:იმერული ყველი, სულგუნი, ყველის სხვა სახეობები და ნადუღი. 2018 წელს ევროკავშირის ENPARD პროექტის ფარგლებში RDFG-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსების სახით 60 000 ევრო მოიპოვა. პროექტში მიღებული გრანტით მეწარმემ შეიძინა დანადგარები, ჩამოსასხმელი ხაზი, მაცივარი ავტომობილი, რის საფუძველზეც დამატებით კიდევ სამი სახის პროდუქციის წარმოებას შეძლებს(რძე, მაწონი და დო).

საწარმოო პროცესს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ადგილზე გაეცნენ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედვად „წინწყარო+“ მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობს, რაც რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4008
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3043
იან 00
3759
ივლ 02 ოთხ 2025
6237
ივნ 27 პარ 2025
6059
აგვ 12 სამ 2025
6672
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები