თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე - შპს „აშენდი აგრო საქართველო“-ს მეღორეობის ფერმის, ცხოველთა სასაკლაოსა და ცხოველური ნარჩენების ინსინერატორის პროექტი
14 აპრ 2020
 

2020 წლის 9 მარტს შპს „აშენდი აგრო საქართველო“-მ სამინისტროში წარმოადგინა მეღორეობის ფერმის, ცხოველთა სასაკლაოსა და ცხოველური ნარჩენების ინსინერატორის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. აღნიშნული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩანიშნული იყო 2020 წლის 23 აპრილს 16:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ. მარაბდას საჯარო სკოლის შენობაში. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებული იქნა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/21469).

,,ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის N529 განკარგულებით გაცემული იქნა რეკომენდაცია სამსახურებრივი მივლინებების შეზღუდვის შესახებ, რის საფუძველზეც, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წლის 24 მარტს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება, საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ შესაბამისად, დაგეგმილი სკოპინგის ანგარიშის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვების გადადების შესახებ (იხ. ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/24496 ). საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. რამდენადაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, ყოველ ინდივიდუალურ პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საჯარო განხილვების ჩატარება, სადაც მონაწილეობის სურვილი შეიძლება გამოთქვას არაერთმა დაინტერესებულმა პირმა. აღნიშნული ზრდის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკებს და ეწინააღმდეგება მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისაკენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არ ჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შესაბამისად, საჭიროა შეუფერხებლად გაგრძელდეს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” საფუძველზე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები. შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის №196 დადგენილების თანახმად, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების

გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე და ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება წერილობით (მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6) ან ელექტრონული საშუალებით (ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge ). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ცვლილება არ ეხება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ფორმებს და საშუალებებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესების შემთხვევაში, ამომწურავად მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ შპს „აშენდი აგრო საქართველო“-ს მიერ სამინისტროში წარმოდგენილ მეღორეობის ფერმის, ცხოველთა სასაკლაოსა და ცხოველური ნარჩენების ინსინერატორის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 13 მაისამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სამინისტროში წარმოდგენილ გზშ-ის ანგარიშსა და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, დამატებით ატვირთულია პრეზენტაცია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2712
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1369
იან 14 კვ 2024
1903
იან 07 შბ 2023
4232
ოქტ 24 ორშ 2022
3683
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები