30 აგვისტოს თეთრიწყაროში მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის და ააიპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის" ორგანიზებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი უფლებების დაცვის შესახებ სემინარი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილეები: ეთერ მათურელი და რაისა ლიპარტელიანი.
სემინარი გამართა პროექტის ,,ქალთა შრომითი უფლებები - ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები’’ფარგლებში, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი.
2018 წლის 12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 897-ე წლისთავი დიდგორის ველზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია,თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მეტრეველი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქვემო ახალშენში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევების არქეოლოგიური შესწავლა და გაწმენდა მიმდინარეობს. გასუფთავდა ტაძრის სამხრეთი მინაშენი, ჩრდილოეთ მინაშენის ნაწილი და მოხდა ტაძრის სამი პერიმეტრის შესწავლა. სამშენებლო ფენების შესწავლის შედეგად დადგინდა მშენებლობის პერიოდი: ტაძარი თავდაპირველად აშენებულია დაახლოებით VII საუკუნეში, შემდგომ აღდგენილია ადრეულ შუა საუკუნეებში და განახლებულია მისი სამხრეთი მინაშენი, ხოლო შუა საუკუნეების გვიან ეტაპზე კვლავ დანგრეულა.
ადგილობრივი მეწარმე ზვიად სუხიტაშვილი სოფელ ჯორჯიაშვილში რამოდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტს ფლობს და წარმატებით ახორციელებს ბიზნესსაქმიანობას.
ქ. თეთრიწყაროს მიმართულებით მიმავალი მგზავრის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს სოფლის ცენტრში მდებარე ყველასათვის კარგად ცნობილი მარკეტი და მცირე აგრო-ბაზარი, სადაც ადგილობრივების მიერ გასაყიდად გამოტანილია სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქტები: ბოსტნეული და რძის ნაწარმი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ დაბა მანგლისის საპილოტო არეალზე საჯაროდ გამოცხადდა სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები და 2018 წლის 17 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით გიწვევთ დაბა მანგლისის N031, N037, N038, N039, N052, N057, N058, N059, N081, N082, N083, N085, N086, N088, N097, N117 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
გთხოვთ გაეცნოთ მიღებულ გადაწყვეტილებას და რუკებს: https://drive.google.com/…/1_kS4hjQ1T0g0cmigxchDgDQ8mHYrjVTB
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს პრიორიტეტული მიზნები და იმსჯელეს მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წლიდან შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ეკონომიკური განვითარების პროცესის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას.
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული გმირის ვლადიმერ დავითაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულის ხსოვნას პატივი მიაგეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოდგილემ ზაურ დარგალმა, თეთრიწყარო მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილეებმა და მერიის თანამშრომლებმა
ჯარისკაცის მემორიალთან, 8 აგვისტოს გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარმა მამა პავლე ზურაბიანმა.
7 აგვისტოს გერმანიის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა კულტურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და პოლიტიკურ საკითხებში გერმანიის საელჩოს ატაშეებთან განიხილეს ასურეთის (ყოფილი ელიზაბეტთალის) განვითარების კონცეფცია, გერმანული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის საკითხები, დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
შეხვედრას ესწრებოდნენ:მერიის არქიტექტურის და მშენებლობის განყოფილების უფროსი ნატო ალთუნაშვილი, ააიპ თეთრიწყაროს განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ლევან ლაბახუა, საკრებულოს დეპუტატი ომარ გიორგობიანი და გერმანული კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავში ახალი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის და სოფელ გოლთეთში არსებული სპორტული მოედნის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
6 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ ქ.თეთრიწყაროს დუმბაძის ქუჩის (ჩიხებით), დუმბაძის ქუჩის I ჩიხის და ჯავახიშვილის ქუჩის (ჩიხებით) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
3 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხოტში კონკურსი შეხვეტილას თემის სოფლებს შორის „სოციალური პროექტების შედგენა“ გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო შეხვეტილას თემის 9 სოფელმა. ჟიურიმ აღნიშნული კონკურსის მონაწილე სოფლებიდან გამოვლინდა 5 გამარჯვებული სოფელი:
არხოტი: „სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაცია/გაკეთება“ - 4000 ევრო
ჯვრისხევი: „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათიბელას შეძენა“ – 3500ევრო
ქვემო ჭინჭრიანი: „ხის მასალის შეძენა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“ – 3400ევრო
დიდი ნამტვრიანი: „ხის მასალის შეძენა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“- 2100 ევრო
კოდისწყარო „სატვირთო მანქანისთვის ნაწილების შეძენა“ – 2000 ევრო
ღონისძიება „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“-ს (SPPA-საქართველო) პროგრამის ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის დახმარებით განხორციელდა.
2 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაცნობითი ხასითის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განჯა-გაზახის რეგიონის წარმომადგენლები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროექტის „სამოქალაქოსაზოგადოებათანამშრომლობისდაგანვითარებისთვის: ტურისტულიპოტენციალისგაზრდააზერბაიჯანისადასაქართველოსსასაზღვრორეგიონებში“ ფარგლებში 1-დან 6 აგვისტოსჩათვლითქვემოქართლისრეგიონსსტუმრობსგანჯა-გაზახისრეგიონის 28 წარმომადგენელი.
პროექტისლიდერიპარტნიორია „კოდისსათემოგანათლებისცენტრი“. პროექტისთანააპლიკანტია-განჯისრეგიონალურიქალთაცენტრი.
ააიპ „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“ ქ. თეთრიწყაროში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს და წარმოადგენს ადგილობრივი ახალგაზრდების შეკრებისათვის ერთადერთ სივრცეს, სადაც შესაძლებელია იდეების და ხედვების გაზიარება, ერთობლივი სამოქმედო გეგმების დასახვა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისათვის“ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოპოვებული გრანტით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა, ეზო, 2 ოთახი შეხვედრებისათვის და სველი წერტილები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ დაბა მანგლისის საპილოტო არეალზე საჯაროდ გამოცხადდა სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები და 9 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით გიწვევთ დაბა მანგლისის N N018; N019; N020; N021;N022; N023; N024 ; N026; N027; N028; N030; N032; N033; N034; N035; N036; N040; N041; N042; N043; N044; N045;N047; N048; N049; N051; N056; N066; N067; N080; N087; N112; N118 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
გთხოვთ გაეცნოთ მიღებულ გადაწყვეტილებას და რუკებს: https://drive.google.com/…/1ME2FE5bMSxw9bcP9GTV1ttnFMgZpWHpg
☑იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, გთხოვთ, 9 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: მანგლისი, რუსთაველის ქუჩა N 1.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ტელ: 599 08 43 02 ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
გერმანელკოლონისტთაისტორიულ-კულტურულიმემკვიდრეობა: საცხოვრებელიდასამეურნეონაგებობები, უნიკალურიღვინისმარანი, ლუთერანულიტაძარი, ძველიგერმანულიარქიტექტურულისტილითნაგებისაცხოვრებელისახლებიდამხოლოდასურეთისთვისდამახასიათებელი, ადგილობრივი „ასურეთულიშავი“ იგივე „შალა“ წელიწადისყველადროსაქმოსულქართველთუუცხოელსტუმრებზეწარუშლელშთაბეჭდილებასახდენს.
ცნობილია, რომვაზისამსახეობასქართულინასოფლარის, - სამაჩვეთისმიმდებარე (ისტორიულისოფელიმდინარეალგეთისხეობაში, მდ. ასურეთისხევისმარცხენამხარეს, ისტორიულწყაროებშიპირველადმოხსენიებულია XVII საუკუნის II ნახევარში) ტყეშიმიაგნოგერმანელმა, გვარადშალლმადამისპატივსაცემად, „შალა“ (ასურეთულიშავი) უწოდეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელ ასურეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ ღვინის წარმოების პროცესს და მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის განვითარების საჭიროებების შესახებ.
ადგილობრივი მეწარმე ალექსანდრე ჭიჭინაძე 1881 წელს გემანელების მიერ აშენებულ საოჯახო მარანში, „ასურეთული შალას“ ნახევრად მშრალ, მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოს აწარმოებს. მეწარმის სამომავლო გეგმებში შედის არსებული წარმოების გაფართოება და სადეგუსტაციო-სადემონსტრაციო სივრცის მოწყობაც, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ სოფელ ასურეთში მყუდრო და სასიამოვნო გარემოში, გასინჯონ ასურეთული შავის, იგივე შალას ჭაშნიკი და გაეცნონ ღვინის წარმოების პროცესს.
26 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისათვის“ ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისათვის ტრენინგი გაიმართა თემაზე „ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ .
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „გენდერი და არჩევნები რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორაგნიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში 2014 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია, სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება და მათი ჩართვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკუსიაში.
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის - ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, 24 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები და იმსჯელეს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესებისათვის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე.
22 ივლისს ქალაქ თეთრიწყაროში „მხატვრის სახლში“ ტურისტული გამოფენა „თეთრიწყარო 2018“ გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები თეთრიწყაროში არსებული ტურისტული სერვისების შესახებ, ასევე საგამოფენო სივრცე, რომელიც თეთრიწყაროს ტურისტული რესურსების ამსახველ ინფორმაციას დაეთმო.
გამოფენის ორგანიზატორია ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების ხელშეწყობის საინიციატივო ჯგუფი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამშვილი, ტურიზმის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წამყვანი სპეციალისტები, ტუროპერატორები, გიდები და თემით დაინტერესებული პირები .
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის, გრძელდება აქტიური საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან.
მერიის წარმომადგენლები სოფელ წინწყაროში ადგილზე გაეცნენ რძის პროდუქტების საწარმოო პროცესს და ადგილობრივი მეწარმისგან - მერაბ ძირკვაძისაგან, მოისმინეს ინფორმაცია ბიზნესის განვითარებისათვის არსებული საჭიროებების შესახებ.
კოოპერატივიშპს „წინწყარო +“ ქართულიტრადიციულიტექნოლოგიით, ნატურალურირძისპროდუქტებსაწარმოებს. წარმოებულიიმერულიყველის, სულგუნისდაყველისსხვასახეობების, აგრეთვენადუღისრეალიზებათბილისშიარსებულდიდსუპერმარკეტებშიხორციელდება. საწარმოარსებულიშესაძლებლობებითდღისგანმავლობაშიუზრუნველყოფსდაახლოებით 10 ტონარძისგადამუშავებას. მცირესაწარმოშიდასაქმებულია 8 ადგილობრივი.
ივლ 06 ორშ 2026
826
ივლ 03 პარ 2026
847
ივლ 02 ხუთ 2026
948
ივლ 03 პარ 2026
878
მაი 26 სამ 2026
1215
ივნ 11 ხუთ 2026
1243
იან 00
1231
იან 00
1448




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















