თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა
02 ოქტ 2018
 

  2 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის შესაბამისად, დოკუმენტზე „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების სტრატეგია“ საბჭოს თავმჯდომარემ, გულიკო შოშიტაშვილმა მრჩეველთა საბჭოს შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა. საბჭომ ერთხმად მხარი დაუჭირა მას და მერიას სათანადო რეკომენდაციები შესთავაზა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის კულტურის სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მრჩეველთა საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე წერილობითი განმარტებები წარადგინა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა, ფატიმა შავაძემ. საბჭომ მოიწონა მუნიციპალიტეტის საპასუხო განმარტებები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მესამე საკითხად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმა მოისმინა, რომელიც მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსმა, ნატო ალთუნაშვილმა გააცნო საბჭოს წევრებს.

სხდომა აქტიური კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სხდომის ოქმი შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე:

http://tetritskaro.gov.ge/files/uploads/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98-8.pdf

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4459
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები