თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2018-10-02

  2 ოქტომბერს . თეთრიწყაროშინიუ ჰოსპიტალსი“- ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. დონორთა მიერ გაღებული სისხლი გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს მოხმარდებათ.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა.

ვრცლად
2018-10-01

  2018 წლის 23-30 სექტემბერს ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიგეგმა და განხორციელდა სპორტულ-შემეცნებით აქტივობები კვირეული გაიხსნა 24 სექტემბერს, .თეთრიწყაროში კულტურისა და დასვენების პარკში, ხოლო კვირეულის დახურვის ღონისძიება 30 სექტემბერს დაბა მანგლისის ცენტრალურ პარკში გაიმართა. სპორტული შეჯიბრებები მოეწყო ჭადრაკში, ნარდში, ბადმინტონში, ასევე გაიმართა მივიწყებული სპორტულ-შემეცნებითი თამაშები ღინღილო, ლახტი, კენჭაობა, კლასობანა, წრეში ბურთი და სხვ. კვირეულის ფარგლებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საჯარო სკოლებიც. კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და დაინტერესებული პირები

ვრცლად
2018-09-28

  28 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგიონული დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის რეგიონის 20-მდე მსხვილმა დამსაქმებელმა და 200-მდე სამუშაოს მაძიებელმა. ფორუმის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ რეგიონში მოქმედ კომპანიებს და მათი აქტიური ვაკანსიების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია. ასევე ადგილზე გაცნობოდნენ ფორუმზე წარმოდგენილ დამსაქმებელთა შემოთავაზებებსა და პირობებს.

ფორუმი გაიმართა ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)-ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით. ფორუმი გახსნეს და დასაქმების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტის მენეჯერმა ნელი რევაზიშვილმა, RDFG_ის დასაქმების პროგრამის მრჩეველმა ლელა მაისურაძემ და სოციალური სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა.

დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს არსებულ ვაკანსიებთან წვდომა გაუადვილოს, ხოლო დამსაქმებლებს კი ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებაში დაეხმაროს. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტის ფარგლებში გამოცხადებული პირველი საგრანტო კონკურსის რამდენიმე გამარჯვებულიც. RDFG-ის დასაქმების პროგრამა ხორიელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში და უმუშევარ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ და შრომით ინკლუზიაში, კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარების განვითარებაში ეხმარება.

 ფორუმს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი

ვრცლად
2018-09-28

  სოფელ ქოსალარში, 11 სექტემბერს ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას, ადგილობრივების მიერ სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასახელებული პრობლემის გადასაჭრელად, წყალმომარაგების შიდა ქსელზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობაში სასმელი წყლის თანაბარი განაწილება და წყლის რესურსების რაციონალური ხარჯვა. წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და ააიპ თეთრიწყარო წყალის დირექტორი გიორგი გოცირიძე. სამუშაოებს ახორციელებს ააიპთეთრიწყარო წყალი.

ვრცლად
2018-09-27

  ა.... “თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრი”- ორგანიზებით, 27 სექტემბერს დაბა მანგლისის საკათედრო ტაძრის ეზოში მცირე წარმოდგენა გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა.

ვრცლად
2018-09-27

  27 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სასულიერო პირებთან, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად დაბა მანგლისში აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარის მოძღვარმა მამა გიორგი მალხაზიშვილმა.

აფხაზეთის ომის მოვლენები გაიხსენეს სოფელ ასურეთშიც და პატივი მიაგეს ბაბუშერას აეროპორტთან დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ასურეთის ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგი ფეიქრიშვილმა გადაიხადა. 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ბაბუშერას აეროპორტთან, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, რომელთაგან 108 დაიღუპა. საბედისწერო რეისის მგზავრებს შორის შვიდი მებრძოლი იყო სოფელ ასურეთიდან: ძმები - სოსო და კობა გურგენიძეები, მათი ბიძაშვილი როსტომ გურგენიძე, ხვიჩა კაციტაძე, ჯუმბერ (ელგუჯა) გოცირიძე, ბესიკ მურუსიძე და დათო ავალიანი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებზე გასცემს ფულად დახმარებას 500 ლარის ოდენობით.

ვრცლად
2018-09-26

  თეთიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში სასმელი წყლის მიწოდების გარეშე დარჩენილ ერთ უბანზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შედეგად სოფლის მოსახლეობას მოუგვარდება სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა, მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა და ააიპ თეთრიწყარო წყალის დირექტორმა გიორგი გოცირიძემ. სამუშაოებს ახორციელებს ააიპთეთრიწყარო წყალი.

ვრცლად
2018-09-25

  2018 წლის სექტემბრიდან კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი განაგრძობს პროექტსადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივამე-6 ფაზის განხორციელებას. პროგრამა ინიცირებულია და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიების მიერ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში 2012-2018 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ საქმიანობების შესახებ.

პროექტის მიზანია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თემების განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტის მოქმედების არეალი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფელს მოიცავს. დაგეგმილი საქმიანობები ითვალისწინებს სოციალური ჯგუფების მდგრადი ფორმების განვითარებას, სოფლის ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.

ვრცლად
2018-09-25

  სასმელი წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრისათვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN). WASH საკითხების (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) მოგვარების მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან განხორციელდება ერთობლივი საპილოტე პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში და სოფელ წინწყაროს საბავშვო ბაღში: შეიცვლება სასმელი წყლის ავზები და დამონტაჟდება ფილტრები, შემოიღობება გოლთეთის სკოლის ტერიტორია. სამომავლო გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტისწყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელადფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩამოყალიბდა თეთრიწყაროს WASH საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. საბჭო სამომავლოდ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს WASH საკითხების მოგვარებაში და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში

ვრცლად
2018-09-20

  20 სექტემბერსრუსთავქალაქობა 2018“-ის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ, რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე წარმოადგინა ეთნოგრაფიული კუთხე - ,,შუა საუკუნეების სოფელი“. ეთნოგრაფიული მასალებით გაფორმებულ, სპეციალურ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ტრადიციული რეწვის ნიმუშები: ნაქარგები, თექა, ქვილთი და სხვ. შესრულდა ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. ღონისძიების ყველა მონაწილე შემოსილნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი სამოსით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ვაჟა სულხანიშვილი თანამშრომლებთან ერთად. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ააიპ "თეთრიწყაროს სახელოვებო სკოლამ“, ააიპ ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრმადა კოდის სათემო განათლების ცენტრმა

ვრცლად
2018-09-20

  20 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრების შეხვედრაზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში, ასოციაციამსამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვისდა თეთრიწყაროს ლაგის წევრებმა პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
შეხვედრის განმავლობაში მოხდა საგრანტო კონკურსის პროცესების მიმოხილვა, კონკურსის საბოლოო შედეგების კენჭისყრა და დამტკიცება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილი მეორე საგრანტო კონკურსის გამოცხადების პერიოდი და პირობები. შეხვედრას ესწრებოდნენ RDFG-ის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. 
აღნიშნული პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფიქსირდა 264 იდეა და წარდგენილ იქნა 127 საპროექტო განაცხადი, აქედან სრული საპროექტო განაცხადით კონკურსში მონაწილეობას იღებდა 69 პროექტი. საბოლოო ეტაპზე შეფასების კომისიის წინაშე წარდგა 37 აპლიკანტი, ხოლო შეხვედრაზე კენჭისყრის შედეგად საბოლოოდ მხარდაჭერილ იქნა 37 პროექტი. 
საგრანტო კონკურსის მიზანია, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული, თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიით დასახულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონისა და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე, გრანტები გაიცემა სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების მისაღწევად.
პროექტი სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს ლიდერს (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორცვრცლად

2018-09-17

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე .თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. მერმა წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებაშიც მიიიღო მონაწილეობა და პირადად გადასცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

 .თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და სკოლის მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა. სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მერის მოადგილემ ლია ზურებიანმა.

 2017-2018 სასწავლო წლისათვის მუნიციპალიტეტის მაშტაბით, 13 საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულს პროგრამაჩემი პირველი კომპიუტერისფარგლებში, საჩუქრად გადაეცა პორტატული კომპიუტერები, საშუალო სკოლის 14 წარჩინებულ კურსდამთავრებულს გადაეცა ოქროს მედალი, ხოლო 8 მოსწავლეს - ვერცხლის მედალი. მიმდინარე წელს დარეგისტრირდა 250 პირველკლასელი.

ვრცლად
2018-09-15

  15 სექტემბერს სოფელ გოლთეთში ადგილობრივი ახალგაზრდების ორგანიზებით, ახლადრეაბილიტირებულ სპორტულ სტადიონზე მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებიდან 14 სპორტული გუნდი მონაწილეობდა.

შეჯიბრში პირველობა მოიპოვა გოლთეთის გუნდმა, რომელსაც გადაეცა სპეციალური პრიზი - გარდამავალი თასი.

ტურნირს ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე სოსო პირველი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, ააიპ სპორტული სკოლის დირექტორი ზურაბ ბაბლუანი, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

გიორგი ქორიძემ შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა ახალგაზარდებს.

სპორტული ტურნირი მიეძღვნა სოფელ გოლთეთში სხვადასხვა დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას, სპორტული შეჯიბრი სამომავლოდ უფრო მაშტაბურ ხასიათს მიიღებს და აღინიშნება ყოველწლიურად

ვრცლად
2018-09-15

  სოფელ სამღერეთისა და კოდის სათემო განათლების ცენტრის მოხალისეებმა საკუთარი ინიციატივით, მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით აქციები გამართეს. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს სოფელ სამღერეთის და სოფელ კოდის მიმდებარე ტერიტორიები.

აქციაში მონაწილეობდა გლენის მოხალისეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან ესტუმრა კოდის სათემო განათლების ცენტრს.

ვრცლად
2018-09-15

  15 სექტემბერს, დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიასდავასუფთაოთ მსოფლიოტრადიციულად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, ახალგაზრდების, მოხალისეების, შპსთეთრიწყაროს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა . თეთრიწყაროს მიმდებარედ არსებული .. „დათვების ტყის “ 4 ჰა-მდე ტერიტორია და შეგროვდა 73 ნარჩენი. აქციაში მონაწილეობდა 98 ადამიანი.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მუხაშავრიამ, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა. საქართველოში, კამპანიადავასუფთაოთ მსოფლიო -დავასუფთაოთ საქართველოტარდება პროექტისდავასუფთაოთ საქართველოფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით

ვრცლად
2018-09-14

  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მოადგილეებთან ერთად, სოფელ ჭივჭავში, გოლთეთში, წინწყაროში, მაწევანში, ქოსალარში, ასურეთში და დაბა მანგლისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 შოთა რეხვიაშვილი და გიორგი ქორიძე პირადად გაეცნენ აღნიშნულ დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს. მხარის გუბერნატორი მოსახლეობას სხვადასხვა პრობლემური საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერას და თანადგომას დაპირდა

ვრცლად
2018-09-12

  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტისფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შიდასამეურნეო ქსელის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების განსახილველად, 12 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ქორიძეს რეგიონალური ექსპერტთან გევორგ მიჩიკიანთან ერთად, ამავე პროექტის წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ქაჯაია და წარმომადგენლები: თამაზ კერესელიძე და ლადო შონია შეხვდნენ.

მიმდინარე წელსირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტისფარგლებში, დასრულდა ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის ძირითადი/მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, ხოლო ამჟამად იგეგმება შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის 20 სოფელს: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი, ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, ძველი მარაბდა, ახალი მარაბდა, ქოთიში, ხაიში, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი და ქოსალარი.

 წყალმომხმარებელთა ჯგუფის წევრებმა დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსაც. პროექტის ფარგლებში შექმნილი ტექნიკური ჯგუფი კონსულტაციას გაუწევს საირიგაციო სისტემის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სოფლების წყალმომხმარებლებს. მოსახლეობის ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია შეხვედრები მუნიციპალიტეტის ზემოაღნიშნულ დასახლებებში. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: შპს საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონალური დირექტორი დავით კიკოლაშვილი და მოადგილე ნოდარ ბიჭიაშვილი, მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვალერიან სუხიტაშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

ვრცლად
2018-09-13

 სოფელ ჭივჭავსა და სოფელ გოლთეთში ახალი კომბინირებული სპორტული მოედნები დაათვალიერეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

 შოთა რეხვიაშვილი აღნიშნული სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა და პირადად მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესიგების შედეგად, უკვე შესაძლებელია დაიგეგმოს სხვადასხვა სპორტული აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან: ჭივჭავის სტადიონის მშენებლობის ღირებულება ხელშეკრულებით 54 406 ლარს შეადგენს, ხოლო გოლთეთის სტადიონის რეაბილიტაცია - 36 171 ლარს

ვრცლად
2018-09-11

  11 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანში, სოფელ ქოსალარსა და ქალაქ თეთრიწყაროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს:ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბრნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ამორტიზებული საავტომობილო გზების მოწესრიგება მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვინაიდან წლების განმავლობაში მწობრიდან იყო გამოსული და აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას.

მიმდინარე წელს დაიწყო საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სოფელ მაწევნამდე მისასვლელი 3,2 კილომეტრიანი და სოფელ ქოსალარამდე მისასვლელი 5,8 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტებას, აგრეთვე მოასფალტდება ქალაქ თეთრიწყაროში 1 კილომეტრამდე შიდა საავტომობილო გზები დუმბაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე

ვრცლად
2018-09-08

   ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG) ინიციატივით და შუამდგომლობით, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ 8 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე, . თეთრიწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის შენობაში, უფასო სამედიცინო აქცია გამართა. მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ სხვადასხვა მიმართულებით: ალერგოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, გინეკოლოგიის, ნევროლოგიის, ანგიოლოგიის, რადიოლოგიის, ენდოკრინოლოგიის უფასოდ ჩატარდა აგრეთვე სპირომეტრიული და ექოსკოპიური კვლევები

ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები