თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პირველი საგრანტო კონკურსის შედეგების განხილვა
20 სექ 2018
 

  20 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრების შეხვედრაზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში, ასოციაციამსამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვისდა თეთრიწყაროს ლაგის წევრებმა პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
შეხვედრის განმავლობაში მოხდა საგრანტო კონკურსის პროცესების მიმოხილვა, კონკურსის საბოლოო შედეგების კენჭისყრა და დამტკიცება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილი მეორე საგრანტო კონკურსის გამოცხადების პერიოდი და პირობები. შეხვედრას ესწრებოდნენ RDFG-ის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. 
აღნიშნული პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფიქსირდა 264 იდეა და წარდგენილ იქნა 127 საპროექტო განაცხადი, აქედან სრული საპროექტო განაცხადით კონკურსში მონაწილეობას იღებდა 69 პროექტი. საბოლოო ეტაპზე შეფასების კომისიის წინაშე წარდგა 37 აპლიკანტი, ხოლო შეხვედრაზე კენჭისყრის შედეგად საბოლოოდ მხარდაჭერილ იქნა 37 პროექტი. 
საგრანტო კონკურსის მიზანია, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული, თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიით დასახულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონისა და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე, გრანტები გაიცემა სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების მისაღწევად.
პროექტი სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს ლიდერს (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
პროექტის პარტნიორები არიან: აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4060
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2628
ივნ 27 პარ 2025
2504
აგვ 12 სამ 2025
2738
ივლ 01 ორშ 2024
5489
იან 14 კვ 2024
5480
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    ნოემ 27 ხუთ 2025
    798