15 სექტემბერს, დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტრადიციულად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, ახალგაზრდების, მოხალისეების, შპს „თეთრიწყაროს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა ქ. თეთრიწყაროს მიმდებარედ არსებული ე.წ. „დათვების ტყის “ 4 ჰა-მდე ტერიტორია და შეგროვდა 7მ3 ნარჩენი. აქციაში მონაწილეობდა 98 ადამიანი.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მუხაშავრიამ, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა. საქართველოში, კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო -დავასუფთაოთ საქართველო“ ტარდება პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.