თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2018-09-20

  20 სექტემბერსრუსთავქალაქობა 2018“-ის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ, რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე წარმოადგინა ეთნოგრაფიული კუთხე - ,,შუა საუკუნეების სოფელი“. ეთნოგრაფიული მასალებით გაფორმებულ, სპეციალურ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ტრადიციული რეწვის ნიმუშები: ნაქარგები, თექა, ქვილთი და სხვ. შესრულდა ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. ღონისძიების ყველა მონაწილე შემოსილნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი სამოსით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ვაჟა სულხანიშვილი თანამშრომლებთან ერთად. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ააიპ "თეთრიწყაროს სახელოვებო სკოლამ“, ააიპ ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრმადა კოდის სათემო განათლების ცენტრმა

ვრცლად
2018-09-20

  20 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრების შეხვედრაზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში, ასოციაციამსამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვისდა თეთრიწყაროს ლაგის წევრებმა პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
შეხვედრის განმავლობაში მოხდა საგრანტო კონკურსის პროცესების მიმოხილვა, კონკურსის საბოლოო შედეგების კენჭისყრა და დამტკიცება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილი მეორე საგრანტო კონკურსის გამოცხადების პერიოდი და პირობები. შეხვედრას ესწრებოდნენ RDFG-ის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. 
აღნიშნული პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფიქსირდა 264 იდეა და წარდგენილ იქნა 127 საპროექტო განაცხადი, აქედან სრული საპროექტო განაცხადით კონკურსში მონაწილეობას იღებდა 69 პროექტი. საბოლოო ეტაპზე შეფასების კომისიის წინაშე წარდგა 37 აპლიკანტი, ხოლო შეხვედრაზე კენჭისყრის შედეგად საბოლოოდ მხარდაჭერილ იქნა 37 პროექტი. 
საგრანტო კონკურსის მიზანია, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული, თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიით დასახულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონისა და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე, გრანტები გაიცემა სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების მისაღწევად.
პროექტი სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს ლიდერს (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორცვრცლად

2018-09-17

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე .თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. მერმა წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებაშიც მიიიღო მონაწილეობა და პირადად გადასცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

 .თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და სკოლის მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა. სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მერის მოადგილემ ლია ზურებიანმა.

 2017-2018 სასწავლო წლისათვის მუნიციპალიტეტის მაშტაბით, 13 საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულს პროგრამაჩემი პირველი კომპიუტერისფარგლებში, საჩუქრად გადაეცა პორტატული კომპიუტერები, საშუალო სკოლის 14 წარჩინებულ კურსდამთავრებულს გადაეცა ოქროს მედალი, ხოლო 8 მოსწავლეს - ვერცხლის მედალი. მიმდინარე წელს დარეგისტრირდა 250 პირველკლასელი.

ვრცლად
2018-09-15

  15 სექტემბერს სოფელ გოლთეთში ადგილობრივი ახალგაზრდების ორგანიზებით, ახლადრეაბილიტირებულ სპორტულ სტადიონზე მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებიდან 14 სპორტული გუნდი მონაწილეობდა.

შეჯიბრში პირველობა მოიპოვა გოლთეთის გუნდმა, რომელსაც გადაეცა სპეციალური პრიზი - გარდამავალი თასი.

ტურნირს ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე სოსო პირველი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, ააიპ სპორტული სკოლის დირექტორი ზურაბ ბაბლუანი, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

გიორგი ქორიძემ შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა ახალგაზარდებს.

სპორტული ტურნირი მიეძღვნა სოფელ გოლთეთში სხვადასხვა დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას, სპორტული შეჯიბრი სამომავლოდ უფრო მაშტაბურ ხასიათს მიიღებს და აღინიშნება ყოველწლიურად

ვრცლად
2018-09-15

  სოფელ სამღერეთისა და კოდის სათემო განათლების ცენტრის მოხალისეებმა საკუთარი ინიციატივით, მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით აქციები გამართეს. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს სოფელ სამღერეთის და სოფელ კოდის მიმდებარე ტერიტორიები.

აქციაში მონაწილეობდა გლენის მოხალისეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან ესტუმრა კოდის სათემო განათლების ცენტრს.

ვრცლად
2018-09-15

  15 სექტემბერს, დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიასდავასუფთაოთ მსოფლიოტრადიციულად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, ახალგაზრდების, მოხალისეების, შპსთეთრიწყაროს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა . თეთრიწყაროს მიმდებარედ არსებული .. „დათვების ტყის “ 4 ჰა-მდე ტერიტორია და შეგროვდა 73 ნარჩენი. აქციაში მონაწილეობდა 98 ადამიანი.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მუხაშავრიამ, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა. საქართველოში, კამპანიადავასუფთაოთ მსოფლიო -დავასუფთაოთ საქართველოტარდება პროექტისდავასუფთაოთ საქართველოფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით

ვრცლად
2018-09-14

  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მოადგილეებთან ერთად, სოფელ ჭივჭავში, გოლთეთში, წინწყაროში, მაწევანში, ქოსალარში, ასურეთში და დაბა მანგლისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 შოთა რეხვიაშვილი და გიორგი ქორიძე პირადად გაეცნენ აღნიშნულ დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს. მხარის გუბერნატორი მოსახლეობას სხვადასხვა პრობლემური საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერას და თანადგომას დაპირდა

ვრცლად
2018-09-12

  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტისფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შიდასამეურნეო ქსელის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების განსახილველად, 12 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ქორიძეს რეგიონალური ექსპერტთან გევორგ მიჩიკიანთან ერთად, ამავე პროექტის წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ქაჯაია და წარმომადგენლები: თამაზ კერესელიძე და ლადო შონია შეხვდნენ.

მიმდინარე წელსირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტისფარგლებში, დასრულდა ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის ძირითადი/მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, ხოლო ამჟამად იგეგმება შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის 20 სოფელს: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი, ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, ძველი მარაბდა, ახალი მარაბდა, ქოთიში, ხაიში, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი და ქოსალარი.

 წყალმომხმარებელთა ჯგუფის წევრებმა დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსაც. პროექტის ფარგლებში შექმნილი ტექნიკური ჯგუფი კონსულტაციას გაუწევს საირიგაციო სისტემის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სოფლების წყალმომხმარებლებს. მოსახლეობის ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია შეხვედრები მუნიციპალიტეტის ზემოაღნიშნულ დასახლებებში. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: შპს საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონალური დირექტორი დავით კიკოლაშვილი და მოადგილე ნოდარ ბიჭიაშვილი, მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვალერიან სუხიტაშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

ვრცლად
2018-09-13

 სოფელ ჭივჭავსა და სოფელ გოლთეთში ახალი კომბინირებული სპორტული მოედნები დაათვალიერეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

 შოთა რეხვიაშვილი აღნიშნული სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა და პირადად მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესიგების შედეგად, უკვე შესაძლებელია დაიგეგმოს სხვადასხვა სპორტული აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან: ჭივჭავის სტადიონის მშენებლობის ღირებულება ხელშეკრულებით 54 406 ლარს შეადგენს, ხოლო გოლთეთის სტადიონის რეაბილიტაცია - 36 171 ლარს

ვრცლად
2018-09-11

  11 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანში, სოფელ ქოსალარსა და ქალაქ თეთრიწყაროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს:ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბრნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ამორტიზებული საავტომობილო გზების მოწესრიგება მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვინაიდან წლების განმავლობაში მწობრიდან იყო გამოსული და აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას.

მიმდინარე წელს დაიწყო საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სოფელ მაწევნამდე მისასვლელი 3,2 კილომეტრიანი და სოფელ ქოსალარამდე მისასვლელი 5,8 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტებას, აგრეთვე მოასფალტდება ქალაქ თეთრიწყაროში 1 კილომეტრამდე შიდა საავტომობილო გზები დუმბაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე

ვრცლად
2018-09-08

   ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG) ინიციატივით და შუამდგომლობით, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ 8 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე, . თეთრიწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის შენობაში, უფასო სამედიცინო აქცია გამართა. მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ სხვადასხვა მიმართულებით: ალერგოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, გინეკოლოგიის, ნევროლოგიის, ანგიოლოგიის, რადიოლოგიის, ენდოკრინოლოგიის უფასოდ ჩატარდა აგრეთვე სპირომეტრიული და ექოსკოპიური კვლევები

ვრცლად
2018-09-07

  6 სექტემბერს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში, ორგანიზაციამ "ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის", ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG) და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით, ღონისძიება გამართა, რომელშიც ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ლატვიიდან და ჰოლანდიიდან ჩამოსულმა მოხალისეებმა.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ERASMUS + ის მიერ და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გამოყენებით დაეხმაროს ქართველ ახალგაზრდებს საჭირო უნარების ათვისებაში და გააცნოს მათ ევროპული ღირებულებები, კულტურა და ის შესაძლებლობები, რასაც მათ ევროკავშირი სთავაზობს. Association Rural Development for Future Georgia (RDFG) Georgian Youth for Europe თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი Tetritskaro Youth Center

 

ვრცლად
2018-09-05

  მისასვლელი გზები გრეიდერის საშუალებით მოწესრიგდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: მოხისი, ნავთიანი, ღვევი, შამთა, ვანათი, დრე, ერტისი, ასურეთის აგარაკები. შიდა საუბნო გრუნტიანი გზები მოწესრიგდა აგრეთვე დაბა მანგლისში და სოფელ ალგეთში. პარალელურად გასუფთავდა არსებული და მოეწყო ახალი სანიაღვრე არხები.

სამუშაოები დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც. სამუშაოებს ახორციელებს ააიპთეთრიწყარო წყალი“.

ვრცლად
2018-08-17

  17 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის მიმდებარედ სასტუმრო-რესტორანი „Elite” გაიხსნა.

„Elite” მომხმარებელს სთავაზობს დასვენების სრულ პაკეტს: კომფორტულ სასტუმროს რომელიც ამ ეტაპზე 8 მომხმარებელზეა გათვლილი, რესტორანს რომელიც 250-მდე სტუმარს მოემსახურება, ბავშვთა გასართობ მოედანს, აუზს, ტბას. ობიექტზე დასაქმებულია 7 ადამიანი. მდინარე ალგეთის სიახლოვეს, ბუნებაში გაშენებულ კომპლექსში, რომელიც ულამაზესი კლდეებითაა გარშემორტყმული, შესაძლებელია დაბადების დღეების, ქორწილების და სხვადასხვა დღესასწაულების დაგეგმვა. გახსნის ცერემონიას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი კერძო ინვესტიციით შეიქმნა, იდეის ავტორია თეა ზავაცკა

 

ვრცლად
2018-08-30

  30 აგვისტოს თეთრიწყაროში მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის და ააიპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის" ორგანიზებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი უფლებების დაცვის შესახებ სემინარი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილეები: ეთერ მათურელი და რაისა ლიპარტელიანი.

სემინარი გამართა პროექტის ,,ქალთა შრომითი უფლებები - ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები’’ფარგლებში, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი.

ვრცლად
2018-08-12

   2018 წლის 12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 897-ე წლისთავი დიდგორის ველზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია,თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მეტრეველი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.

ვრცლად
2018-08-10

  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქვემო ახალშენში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევების არქეოლოგიური შესწავლა და გაწმენდა მიმდინარეობს. გასუფთავდა ტაძრის სამხრეთი მინაშენი, ჩრდილოეთ მინაშენის ნაწილი და მოხდა ტაძრის სამი პერიმეტრის შესწავლა. სამშენებლო ფენების შესწავლის შედეგად დადგინდა მშენებლობის პერიოდი: ტაძარი თავდაპირველად აშენებულია დაახლოებით VII საუკუნეში, შემდგომ აღდგენილია ადრეულ შუა საუკუნეებში და განახლებულია მისი სამხრეთი მინაშენი, ხოლო შუა საუკუნეების გვიან ეტაპზე კვლავ დანგრეულა.

ვრცლად
2018-08-10

  ადგილობრივი მეწარმე ზვიად სუხიტაშვილი სოფელ ჯორჯიაშვილში რამოდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტს ფლობს და წარმატებით ახორციელებს ბიზნესსაქმიანობას.
ქ. თეთრიწყაროს მიმართულებით მიმავალი მგზავრის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს სოფლის ცენტრში მდებარე ყველასათვის კარგად ცნობილი მარკეტი და მცირე აგრო-ბაზარი, სადაც ადგილობრივების მიერ გასაყიდად გამოტანილია სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქტები: ბოსტნეული და რძის ნაწარმი. 

ვრცლად
2018-08-09

 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ დაბა მანგლისის საპილოტო არეალზე საჯაროდ გამოცხადდა სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები და 2018 წლის 17 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით გიწვევთ დაბა მანგლისის N031, N037, N038, N039, N052, N057, N058, N059, N081, N082, N083, N085, N086, N088, N097, N117 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად. 
გთხოვთ გაეცნოთ მიღებულ გადაწყვეტილებას და რუკებს: https://drive.google.com/…/1_kS4hjQ1T0g0cmigxchDgDQ8mHYrjVTB

ვრცლად
2018-08-09

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს პრიორიტეტული მიზნები და იმსჯელეს მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წლიდან შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ეკონომიკური განვითარების პროცესის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას. 

ვრცლად
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    900
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1227