თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ წინწყაროს, გოლთეთის, დიდი დურნუკის, პატარა დურნუკის, ქოსალარის და ქოთიშის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის, მასშტაბურ პროექტზე მუშაობა დაიწყო.
შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ, მიმდინარეობს წინასაპროექტო კვლევა რაც მოიცავს მდინარე ხრამის ხეობაში ე.წ.“ყარასოს წყლის“ დებეტის განსაზღვრას და სატუმბი სადგურის მოსაწყობად, ადგილმდებარეობის შერჩევას.
პროექტირებაზე ტენდერს მუნიციპალიტის მერია მიმდინარე წელს გამოაცხადებს, ხოლო, შესაბამისი სამუშაოების განხორციელება გათვალისწინებულია მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ სოფლებს, აგრეთვე სოფ. ფარცხისს და მაწევანს სასმელი წყალი დღეის მდგომარეობით მიეწოდება ე.წ. „ქსოვრეთის სათავეებიდან“ (14 კმ მანძილიდან). წყლის დებეტის სიმცირის გამო, ვერ ხდება სასმელი წყლით აღნიშნული დასახლებების სრულყოფილი მომარაგება.
პროექტის განხორციელების შემდგომ, ამჟამად არსებულ ქსელზე დარჩება სოფლები: ფარცხისი, მაწევანი და დაერთდება საღრაშენი, ხოლო ახალ სისტემაზე გადავა შემდეგი სოფლები: წინწყარო, გოლთეთი, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოსალარი და ქოთიში. შედეგად, გაიზრდება ხარისხიან სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესდება ხსენებული სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგება. პროექტის შედეგად, გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს 3500-ზე მეტი ბენეფიციარი.
სიახლეები
წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი
02 ნოემ 2018
მნახველთა რაოდენობა: 5230
დატოვეთ კომენტარი (1)
შუდირა
აპრ 11 ორშ 2022
10:13
დანარჩენ სოფლებს რა ეშველება 15 სოფელი უნდა მომარაგებულიყო როგორც ვიცი, მაგალითად არდისუბანს რა ეშველება
უპასუხე
0
0
<<<1>>>
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
846
ივლ 06 ორშ 2026
1710
ივლ 03 პარ 2026
1655
ივლ 02 ხუთ 2026
1904
ივლ 03 პარ 2026
1713
მაი 26 სამ 2026
2029
ივნ 11 ხუთ 2026
2041




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































