თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტურნირი მინი ფეხბურთში
15 სექ 2018
 

  15 სექტემბერს სოფელ გოლთეთში ადგილობრივი ახალგაზრდების ორგანიზებით, ახლადრეაბილიტირებულ სპორტულ სტადიონზე მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებიდან 14 სპორტული გუნდი მონაწილეობდა.

შეჯიბრში პირველობა მოიპოვა გოლთეთის გუნდმა, რომელსაც გადაეცა სპეციალური პრიზი - გარდამავალი თასი.

ტურნირს ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე სოსო პირველი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, ააიპ სპორტული სკოლის დირექტორი ზურაბ ბაბლუანი, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

გიორგი ქორიძემ შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა ახალგაზარდებს.

სპორტული ტურნირი მიეძღვნა სოფელ გოლთეთში სხვადასხვა დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას, სპორტული შეჯიბრი სამომავლოდ უფრო მაშტაბურ ხასიათს მიიღებს და აღინიშნება ყოველწლიურად. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5395
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6756
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები