თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გარისობა 2018
08 ოქტ 2018
 

  8 ოქტომბერს ქალაქ თეთრიწყაროში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2018“ მასშტაბურად აღინიშნა.
კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილი საზოგადოება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ დალოცა. ღონისძიების მონაწილეებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თეთრიწყაროში მცხოვრები საქართველოს სხვადასხვა კუთხის და ეთნოსის წარმომადგენელთა საგამოფენო სივრცეები. ეთნოგრაფიული კუთხე წარმოადგინა თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა, თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის და კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ, გაიმართა ტრადიციული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, პირობით მსჯავრდებულთა ნამუშევრები წარმოადგინა ქვემო ქართლის პრობაციის ბიურომ. 
საგამოფენო სივრცეში აგრეთვე წარმოდგენილი იყო ტურიზმის კუთხე, ღია ბიბლიოთეკა, RDFG-ის საინფორმაციო კუთხე, მოძრავი თოჯინების თეატრი და სხვა საბავშვო-გასართობი აქტივობები. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა. 
თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება -კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა შეასრულეს ხალხური ცეკვები და სიმღერები. 
საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა ანსამბლი „ჩვენებურები“. 
სახალხო დღესასწაულის სახელწოდება „გარისობა“ უკავშირდება ქ. თეთრიწყაროს ისტორიულ სახელწოდებას“. გარისობა, როგორც ქალაქის დღესასწაული გასულ წლებში მასშტაბურად აღინიშნებოდა მოსახლეობის მაღალი ჩართულობით, ხოლო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დავიწყებას მიეცა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, 2017 წლიდან კვლავ ჩაეყარა საფუძველი დღესასწაულის აღნიშვნას. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აგრეთვე ქვემო ქართლის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5273
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები