10 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთს სტუმრად ეწვია გერმანიის ასპერგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და ექსპერტი ნარჩენების მართვის საკითხებში ლუდვიგ სტრეფი, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევანგელიურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი გოეც მარტინ-როზინი.
უცხოელ სტუმრებს შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, თეთრიწყაროს განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ლევან ლაბახუა.. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს სოფელი ასურეთი და იქ არსებული გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ღვინის მარანი, ლუთერანული ეკლესია. მოინახულეს საოჯახო მარნები და გერმანელთა სასაფლაო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ასურეთის განვითარების გეგმა, განიხილეს ასპერგის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების დამეგობრების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა






































































