თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2018-03-29

 29 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ენერგოეფექტური და ალტერნატიული ელექტროტექნოლოგიების გამოყენების საკითხები განიხილეს და იმსჯელეს ელექტროენერგიის ხარჯის შემცირების მეთოდებზე. 

შეხვედრაზე შპს „უახლესი ელექტროტექნოლოგიები“-ს გენერალურმა დირექტორმა დავით დვალმა ელექტროგანათების ქსელის მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა და შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ახალი ენერგოეფექტური სანათების სისტემების შესახებ . 

შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერიის თანამშრომლები. 

ვრცლად
2018-03-29

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში 70 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, შენობა აღიჭურვა სათანადო ინვენტარით, კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. თანამედროვე და კეთილმოწყობილი ახალი საბავშვო ბაღი მოემსახურება მიმდებარე დასახლებების აღსაზრდელებსაც. აღსანიშნავია, რომ ბაღის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. 

ვრცლად
2018-03-28

 28 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ აირჩიეს არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე გულიკო შოშიტაშვილი. 

ვრცლად
2018-03-28

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მომავალი წლის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების მიზნით, 28 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესის გამჭვირვალობის და პრიორიტეტების განსაზღვრის ეფექტური მეთოდების შესახებ, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა მოწვეულმა ექსპერტმა - საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით ხოსრუაშვილმა.

ვრცლად
2018-03-27

28 მარტს, 12 საათზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. 
დღის წესრიგი:

1.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი;
/მომხსენებელი: საქართველოს ფინასნსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი/

2. გასული და მიმდინარე საბიუჯეტო წლების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტების ანალიზი; 
/მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი - ეკატერინე აფციაური/

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის პრიორიტეტების დოკუმენტის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევა.

ვრცლად
2018-03-23

 23 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის“ ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების და პროექტის წარმომადგენლების მონაწილეობთ, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს წყლის რესურსების, კერძოდ ტრანსსასაზღვრო მდინარეების, მათ შორის მდინარე ხრამის აუზის მართვის გეგმის შემუშავებას და წყლის ხარისხის ამაღლებისათვის საჭირო გრძელვადიანი ინსტრუმენტების შექმნას. 

მდინარე ხრამის მართვის გეგმის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა

ვრცლად
2018-03-22

 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.

ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების, შპს "თეთრიწყაროს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური"-ს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების მონაწილეობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა მდინარე ჭივჭავის მიმდებარე ტერიტორია.

ვრცლად
2018-03-21

  21 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამი ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, წარმოადგინა ეთნო კუთხე, ტრადიციული ტკბილეულის სუფრა და ხელნაკეთი ნივთები.

ვრცლად
2018-03-19

19 მარტს ქალაქ თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა, რომელშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 28 სკოლიდან 75 მოსწავლე იყო ჩართული. 

პირველი ადგილი სოფელ კოდის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ ნინო ახუაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილი სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ლიანა წიქარიძემ, ხოლო მესამე ადგილი დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ გიორგი ადამაშვილმა მოიპოვა. დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭა და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

ვრცლად
2018-03-16

„განავითარე შენი რეგიონი“ პროექტის ფარგლებში, 16 მარტს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი  გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ლია ზურებიანი,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, პროექტის ორგანიზატორი გიგა გლუნჩაძე და ქალაქ თეთრიწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები  ესწრებოდნენ. 

ვრცლად
2018-03-13

  13 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში RDFG-ის ოფისში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით , თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ვრცლად
2018-03-12

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს 12 მარტს გამართულ შეხვედრაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა და კომპანია „EPTISA”-ს წარმომადგენლებმა. 

ვრცლად
2018-03-07

  7 მარტს ქალაქ თეთრიწყაროში ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა განიხილა და დაამტკიცა თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი და საგრანტო კონკურსის განაცხადისა და შეფასების ფორმები, მოეწყო (RDFG) -ის დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა.

ვრცლად
2018-03-06

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მოადგილეები ბერდია ხვისტანი და ლია ზურებიანი მუნიციპალიტეტის დასახლებებში მცხოვრებ ას წელს გადაცილებულ ქალბატონებს შეხვდნენ და ქალთა დღესასწაულები მიულოცეს.

ვრცლად
2018-03-05

   5 მარტს ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ვრცლად
2018-02-28

   28 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ, ერთობლივად განიხილეს მერიის მიერ შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის პირველადი სამუშაო დოკუმენტი და იმსჯელეს თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე.

ვრცლად
2018-02-25

  24-25 თებერვალს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური თამაშები სპორტის ოთხ სახეობაში: გეზრბენი, მინი ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ასპარეზობას რეგიონულ ტურზე გააგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის მოქმედი 28 საჯარო სკოლიდან 12 საჯარო სკოლის 25 გუნდია ჩართული.

ვრცლად
2018-02-20

ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო“ ახლადრეაბილიტირებულ და კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებს ფუნციონირებას. დაწესებულება ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 70  ბენეფიციარს ემსახურება და  ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 305 ბენეფიციარს ყოველთვიური დახმარების სახით  გადასცემს მშრალ პროდუქტებს.

ვრცლად
2018-02-20

  2018 წელს სოფელ მაწევანში მისასვლელი და შიდა საავტომობილო  გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყება. აღსანიშნავია, რომ  სოფლამდე მისასვლელი  გზა სრულად ამორტიზებულია და წლების განმავლობაში მოსახლეობისათვის მთავარ  პრობლემას წარმოადგენდა. 

ვრცლად
2018-02-20

  20 თებერვალს სოფელ სამღერეთში  40 აღსაზრდელზე  გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

ვრცლად
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    ნოემ 27 ხუთ 2025
    799