თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში წყალარინების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15 ივნ 2018
 

  5 ივნისს თეთრიწყაროს მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წყლისა და წყალარინების პროექტების ტექნიკური დიზაინის შედგენის საკითხებზე იმსჯელეს. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი, „საქართველოს ადგილობრვი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება პროექტის ციკლის მართვაში“, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას მათ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, შესყიდვასა და მონიტორინგში.

✔პროექტი ხელს შეუწყობს ამ პროცესს თავისი საქმიანობის განხორციელებით მომდევნო სამი წლის განმავლობაში, რომელიც შემდეგ ასპექტებზე იქნება ორიენტირებული:

✔მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის სწავლება პროექტის ციკლის მართვის ძირითად ასპექტებში, მათი შესაძლებლობების გაზრდით ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში;

✔მუნიციპალიტეტების დახმარება ისეთი ინსტრუმენტის განვითარებაში, რომელიც მათ პროექტების მომზადებაში დაეხმარება, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების ჩათვლით;

✔მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა პროექტების მართვაში;

✔სახელმძღვანელოების და სხვა ინსტრუმენტების განვითარება, როგორიცაა PCM ვებ-გვერდი, რომელიც ინტერმუნიციპალური კომუნიკაციის პროცესს შეუწყობს ხელს და დაეხმარება მათ პროექტების განსაზღვრის და მართვის პროცესში.

 შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მალხაზ სამაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თეთრიწყაროს ოფისის წარმომადგენლები, ა.(ა).ი.პ „თეთრიწყარო წყალის“ და მერიის თანამშრომლები. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5962
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6756
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები