თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2013-12-03

ქ.თბილისის  სსიპ სასწრაფო სამედიცინო ცენტრმა ,სსიპ თეთრიწყაროს სასწრაფო სამედიცინო ცენტრს  გადასცა  მაღალი გამავლობის ფოლცვაგენის მარკის სპეციალიზირებული ავტომანქანა,რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უკეთეს სამედიცინო სერვისის მიწოდებას.

ვრცლად
2013-12-08

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ  თანამდებობებზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე ტესტირება ჩატარდება მიმდინარე  წლის 14 -15 დეკემბერს. დამატებით ინფორმაცია პრეტედენტებს  მიეწოდებათ ელ-ფოსტით.

ვრცლად
2013-12-08

საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

უკვე მოიხრეშა და ასფალტი დაიგო სოფელ ასურეთის ჭავჭავაძის, კეცხოველის და დუმბაძის ქუჩებზე. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქვენი ფრენი“.

ვრცლად
2013-12-29

დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონ ბესიკ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონ გოჩა თედორაძემ, სოფელ მარაბდაში ახალი საბავშვო ბაღი გასხნეს და ბავშვებს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.

საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელისთვის არის კეთილმოწყობილი, აღნიშნულ ბაღში დასაქმებუია 4 ადამიანი.

ვრცლად
2015-12-30

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით 30 დეკემბერს თეთრიწყაროს ცენტრალურ მოედანზე ,ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.

თეთრწყაროელებთან ერთად დამდეგ შობა-ახალ წელს ზეიმობდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური,საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გოჩა თედორაძე და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
კონცერტს უძღვებოდნენ ქრისტინა გოშაძე და გიორგი ჩარკვიანი.კონცერტში მონაწილეობნენ ანსამბლი „დიდგორი“ , ანსამბლი „კირიალესა“ და ქართული ესტრადის მომღერალი თიკა ჯამბურია. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა.

 

 

 
 
ვრცლად
2015-01-23

22 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ა(ა)პი "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"-ს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.

სხდომას სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლები, რუსთავის მერი და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სააგენტოს მისიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო, GIZ - გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების მხარდაჭერით, რეგიონის მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიერ არის დაფუძნებული.

ვრცლად
2015-01-23

22 იანვარს, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ასურეთს (ყოფილ ელიზაბეტტალს) ეწვია გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელი კრისტოფ ბერგნერი.

ვრცლად
2015-01-30

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბატონი გიორგი ბაკურაძე დღეს ქალაქ თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო იმ ძირითად პრობლემებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობაში დგას.

ბატონმა გიორგი ბაკურაძემ გუდასმით მოისმინა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქ.თეთრიწყაროს მცხოვრებლებმა დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერეს.მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას აქტიურობისთვის .
მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან შედგება ყოველი თვის ბოლო პარასკევს.

ვრცლად
2015-02-03

ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის. ალგეთის წყალსაცავის კაშხლის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ინსტრუმენტალური მონიტორინგის სისტემის აღდგენა, მაგისტრალური არხის ხაიშის და მარაბდის მასივებზე  წყალმიმყვანი მილსადენების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით 2 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა შეხვედრა.

ვრცლად
2015-02-03

2015 წლის 3 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა სემინარი თემაზე „კოლექტიური მოლაპარაკებები ,როგორც დასაქმებულთა სოლიდარობის განტკიცებისა და ხარისხის ამაღლების მექანიზმი და მიზნის მიღწევის ეფექტური საშუალება“.

ვრცლად
2015-02-03

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან, ქვემო ქართლის რეგიონიდან იწყება. სწორედ ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე და შპს მექანიზატორის დირექტორი ზვიად ჩხაიძე დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორს და გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ვრცლად
2015-02-03

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პირველი თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო.

ვრცლად
2015-02-04

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პირველი თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო.

სწორედ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს 4 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში დაიწყო საგაზაფხულო  სახნავი სამუშაოები.

ვრცლად
2015-02-09

6 თებერვალს  DVV international-ის წარმომადგენლები ანტონ მარკმილერი-გერმანიაში DVV international-ს მთავარი ოფისის გენერალური დირექტორი, მატიას კლინგერბერგი DVV international-ს დირექტორი და ლალი სანთელაძე DVV international დირექტორი საქართველოში ეწვივნენ ააიპ „კოდის სათემო განათლების ცენტრს“.

ვრცლად
2015-02-09

ასურეთის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, სოფელ ასურეთს ეწვივნენ DVV international-ის წარმომადგენლები: ანტონ მარკმილერი-გერმანიაში - DVV international-ს მთავარი ოფისის გენერალური დირექტორი, მატიას კლინგერბერგი - DVV international-ს დირექტორი და  ოლივერ აისნერი სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარე.

მათ მასპინძლობა გაუწიეს თეთრიწყაროს განვითარების ფონდის დირექტორმა ბატონ თამაზ კაპანაძემ და შპს ,,Elisabethtal“-ის  დირექტორმა ბატონ დავით ჩიქოვანმა.

ვრცლად
2015-02-11

საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. 10 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გოჩა თედორაძე, სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

ვრცლად
2015-02-11

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში მცხოვრები ლუხუმ ჩხვიმინიამ 60კგ კატეგორიაში, ბულგარეთში 2015 წლის 7 თებერვალს გამართულ ევროპის პირველობის ჩემპიონატში, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვრცლად
2015-02-12

12 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია.

საოპერაციო დეპარტამენტის უფროსის მზიური ბარბაქაძეს მიერ წარმოდგენილი იყო სისტემის პროგრამა, რომელიც უახლოეს მომავალში დაინერგება ქვემო ქართლის რეგიონში. პროგრამის ,,დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მიზანია ელექტრონულად საქმის წარმოების გაუმჯობესება. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მოქალაქესა და პასუხისმგებელ პირს შორის სწრაფ კავშირს.
შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ინიციატივით გაიმართა

ვრცლად
2015-02-12

12 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა.

ვრცლად
2015-03-05

საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ყველა ერთისათვის“ ა/წ 25 თებერვალიდან - 25 მარტის  ჩათვლით ახორციელებს ველოტურს ქვეყნის მასშტაბით, სახელწოდებით ,,საქართველო მშვიდობისათვის“.

ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები