თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2015-04-16

საქართველოს ეროვნული ფილარმონიის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 15 აპრილს ქ.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, საქართველოს სახალხო არტისტის ბატონი  ლეო ანთაძის მონაწილეობით გაიმართა მონო სპექტაკლი „ქვიშხური ესკიზები“ ღონისძიება მიეძღვნა ლეო ანთაძის სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილეს.

ვრცლად
2015-04-22

22 აპრილს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის დღე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად.

ვრცლად
2015-04-17

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ბესიკ წიკლაურის გადაწყვეტილებით, ქ. თეთრიწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა,  საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, მოქანდაკეს, ფერმწერს და გრაფიკოსს ბატონ მერაბ ბერძენიშვილს. ასევე გადეცა საპატიო სიგელი მონუმენტალური ქანდაკების დარგში შეტანილი წვლილისა და ქართველი ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ  მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტის „მუზა“–ს დირექტორი, ბატონი დავით გეგელაშვილი, ამავე ცენტრის ადმინისტრატორი ქალბატონი მაია მიქელაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ბატონი იოსებ ქუმსიშვილი.

ვრცლად
2015-04-26

კვირას 26 აპრილს თბილისში გაიმართა ღია ტურნირი კარატეში „კარატე ოლიმპიურ გზაზე“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ოცდაათამდე საუკეთესო კლუბი, 350-თზე მეტი სპორტსმენით.

ვრცლად
2015-04-23

2015 წლის 23 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ბესიკ წიკლაურის და კომპანია GMM-ის დამფუძნებლის ბატონი ვახტანგ გაგნიძის  ხელშეწყობით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და მოწვეული სპელიასტებისაგან დაკომპლექტებული ექსპედიცია ეწვია თეთრწყაროს მუნიციპალიტეტს.

ვრცლად
2015-04-28

28 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,  ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჭავჭავაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი, სოფელ სამღერეთს ესტუმრნენ  და ახლადაშენებულ სკოლა დაათვალიერეს.

ვრცლად
2015-04-27

27 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში  თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

ვრცლად
2015-04-28

28 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,  ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჭავჭავაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი, სოფელ სამღერეთს ესტუმრნენ  და ახლადაშენებულ სკოლა დაათვალიერეს.

ვრცლად
2015-04-29

გამოცხადდა კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 17 მაისის ჩათვლით უნდა განათავსონ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე : www.hr.gov.ge

ვრცლად
2015-05-01

2015 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა ბიბლიოთეკაში ტარდება ბიბლიოთეკების კვირეული: მოეწყობა ლიტერატურული გამოფენები, დისკუსიები, შეხვედრები.

საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს გახსნა ასურეთის სასოფლო ბიბლიოთეკამ. კვირეულის დახურვა შედგება თეთრიწყაროს მთავარ ბიბლიოთეკაში.

ვრცლად
2015-05-01

23 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და მოწვეული სპელიასტებისაგან დაკომპლექტებული ექსპედიცია ეწვია თეთრიწყაროს. ათდღიანი ექსპედიცია კომპლექსურია და მოიცავდა ფოლკლორის ყველა დარგს: ხალხური სიმღერა-გალობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება, ასევე ეთნოგრაფია-ეთნოლოგიას.

ვრცლად
2015-05-04

მსოფლიო შოტოკან კარატეს კავშირის ეგიდით გამართულ მე-6 მსოფლიო თასს კარატეში 1-3 მაისს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა. მათ შორის თეთრიწყაროს სპორტსკოლის კარატეს კლუბი ,,ალგეთი"-ს სპორტსმენებიც.

ვრცლად
2015-05-06

ამ პროექტის ფარგლებში, 6 მაისს, ქალაქ თეთრწყაროში დასუფთავების აქცია მოეწყო. 
ქალაქ თეთრიწყაროს გამგეობის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მხარდაჭერით, დღის განმავლობაში ტყე- პარკის ტერიტორია დასუფთავდა.

ვრცლად
2015-05-09

სოფელ ბოგვში  მცხოვრებს, 92 წლის გიგო ამინაშვილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და გამგებლის წარმომადგენელი ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში,მალხაზ ბეგიაშვილი  ესტუმრნენ.

ბესიკ წიკლაურმა  სამამულო ომის მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული სპეციალური ორდენი და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა გადასცა.

ვრცლად
2015-05-09

ქალაქ თეთრიწყაროში, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ჭავჭავაძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და საკრებულოს თავჯდომარემ გოჩა თედორაძემ. ომში დაღუპულთა მემორიალს ასევე  პატივი მიაგეს გამგეობის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

ვრცლად
2015-05-12

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს(EBRD) შორის, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, საპროექტო ხელშეკრულება გაფორდა. დღესვე სასესხო-საგრანტო ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი, რომელიც აღნიშნული პროექტის გასახორციელებლად სახელმწიფო სესხისა და გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

ვრცლად
2015-05-12

დღეს სოფელ ასურეთს ეწვია  გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნ კარინ შტრენცი და მეგობრობის ჯგუფის წევრები: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ორთვინ ჰენიგი,ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი იოჰანს კარსი

ვრცლად
2015-05-26

ქ. თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში 2015 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია(ჯაფარიძე), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი გიორგი ხომერიკი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი  ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  გოჩა თედორაძე დაგამგეობის თანამშრომლები.

ვრცლად
2015-06-01

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით  და ა.(ა).ი.პ ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების  გაერთიანება  კულტურის  ცენტრისა“  და  ა.(ა).ი.პ.  ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის   ბავშვთა   სკოლამდელი   აღზრდის   ცენტრის“    ორგანიზებით   ქ. თეთრიწყაროში, გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისთვის.

ვრცლად
2015-06-01

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ანთებული ოლიმპიური ცეცხლი 2 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  ჩამოვა, რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმატებული ექვსი სპორტსმენი დახვდება.

ოლიმპიური ჩირაღდნის ჩამოტანის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის  წინ, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს გამართავენ. 
ოლიმპიური ჩირაღდანი 26 მაისს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აინთო. ცეცხლს კი საქართველოში პირველად ჩამოიტანენ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა საქართველოში 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება.

ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები