მსოფლიო შოტოკან კარატეს კავშირის ეგიდით გამართულ მე-6 მსოფლიო თასს კარატეში 1-3 მაისს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა. მათ შორის თეთრიწყაროს სპორტსკოლის კარატეს კლუბი ,,ალგეთი"-ს სპორტსმენებიც.
ამ პროექტის ფარგლებში, 6 მაისს, ქალაქ თეთრწყაროში დასუფთავების აქცია მოეწყო.
ქალაქ თეთრიწყაროს გამგეობის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მხარდაჭერით, დღის განმავლობაში ტყე- პარკის ტერიტორია დასუფთავდა.
სოფელ ბოგვში მცხოვრებს, 92 წლის გიგო ამინაშვილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და გამგებლის წარმომადგენელი ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში,მალხაზ ბეგიაშვილი ესტუმრნენ.
ბესიკ წიკლაურმა სამამულო ომის მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული სპეციალური ორდენი და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა გადასცა.
ქალაქ თეთრიწყაროში, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ჭავჭავაძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და საკრებულოს თავჯდომარემ გოჩა თედორაძემ. ომში დაღუპულთა მემორიალს ასევე პატივი მიაგეს გამგეობის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს(EBRD) შორის, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, საპროექტო ხელშეკრულება გაფორდა. დღესვე სასესხო-საგრანტო ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი, რომელიც აღნიშნული პროექტის გასახორციელებლად სახელმწიფო სესხისა და გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.
დღეს სოფელ ასურეთს ეწვია გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნ კარინ შტრენცი და მეგობრობის ჯგუფის წევრები: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ორთვინ ჰენიგი,ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი იოჰანს კარსი
ქ. თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში 2015 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია(ჯაფარიძე), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი გიორგი ხომერიკი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე დაგამგეობის თანამშრომლები.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით და ა.(ა).ი.პ ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება კულტურის ცენტრისა“ და ა.(ა).ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ ორგანიზებით ქ. თეთრიწყაროში, გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისთვის.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ანთებული ოლიმპიური ცეცხლი 2 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოვა, რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმატებული ექვსი სპორტსმენი დახვდება.
ოლიმპიური ჩირაღდნის ჩამოტანის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს გამართავენ.
ოლიმპიური ჩირაღდანი 26 მაისს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აინთო. ცეცხლს კი საქართველოში პირველად ჩამოიტანენ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა საქართველოში 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება.
29 მაისს აჭარიდან შემოსული ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაგრძელდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ანთებული ოლიმპიური ცეცხლი 2 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები დახვდნენ.
5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წელს დააწესა. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
ამ დღესთან დაკავშირებით, 5 ივნისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში დასუფთავების აქცია მოეწყო.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ ინიციატივით მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა უფასო გასინჯვა-დიაგნოსტირების აქცია ამჯერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა.
8 ივნისს გამთენიისას მდინარე ასლანკას ადიდების შედეგად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ირაგა და ჯიგრაშენი გარე სამყაროს მოწყდა.სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენიმე სოფელი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა სტიქიისაგან დაზარალებული ,ცენტრიდან მოწყვეტილი სოფლები-ზემო ირაგა და ჯიგრაშენი მოინახულა და აქ მცხოვრებ ოთხმოცივე ოჯახს გადასცა სურსათ-სანოვაგე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში, მისასვლელი სამ კილომეტრიანი მონაკვეთი,რომელიც სტიქიის შედეგად კლდის ნაშალით იყო ჩახერგილი,დღეისათვის აღდგენილია და მაღალი გამავლობის მანქანებისათვის განვლადია.
სტიქიიდან 24 საათში დიდი ირაგა-ჯიგრაშენის დამაკავშირებელი ხიდის კონსტრუქციის მოწყობა მიმდინარეობს.ხიდის აღდგენა დასრულდება ხვალ 10 ივნისს, (მეორე ხიდის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს).ელექტრო ენერგიის მიწოდება სოფელ ჯიგრაშენში და პატარა ირაგაში სრულად აღდგენილია.
BP ახორციელებს არსებული სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს(SCPX), რომლის მიზანია მილსადენის გამტარიანობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს წელიწადში დამატებითი16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ დენიზ 2-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე. აზერბაიჯანსა და საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენის ახალი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტორად შეირჩა Saipem/Azfen-ის ერთობლივი საწარმო.
სოფელ ახალსოფელში მოვარდნილმა ღვარცოფმა მწყობრიდან გამოყვანა სოფელში მისასვლელი და შიდა გზები, დანგრეულია ყველა მცირე ხიდგადასასვლელი.
ძლიერი წვიმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა სოფლების :ქვემო წყლულეთში და წვერის მისასვლელი გზები.
სახარძრო-სამაშველო სამსახურის და პოლიციის მიერ მოხდა მოსახლეობის ვერტმფრენით უვნებლად ევაკუირება.
ძლიერი წვიმისგან დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები დაბა მანგლისში, სრულიად აღდგენილია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 26 ხუთ 2026
230
მარ 16 ორშ 2026
501
იან 00
596
ნოემ 07 პარ 2025
1907
ნოემ 06 ხუთ 2025
1899
ოქტ 06 ორშ 2025
2330




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















