თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ხაიშში სკოლის რეაბილიტაცია და აღჭურვა დასრულდა
11 თებ 2015
 

საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. 10 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გოჩა თედორაძე, სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ხაიშის საჯარო სკოლის  25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სკოლას 25 კომპიუტერი გადასცა.
სოფელ ხაიშში 1988-1989 წლებში სვანეთიდან სტიქიით დაზარალებული 120 ოჯახი დასახლდა. სკოლაც სწორედ მაშინ აშენდა, აქამდე ხაიშის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სრულიად განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა, მოხდა სასწავლო კორპუსების გადახურვა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, გარემონტდა საკლასო ოთახები, გაკეთდა საკონფერენციო დარბაზი, გამოიცვალა იატაკები, კიბეები, გაკეთდა ახალი მოაჯირები, შეიღება კედლები, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გაკეთდა გარე სპორტული მოედანი. არდადეგების პერიოდში მოეწყობა შიდა სპორტული დარბაზიც. სკოლა აღიჭურვა სასწავლო და საოფისე ინვენტარით.  ხაიშის სკოლა ასევე ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყო პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილი. რამდენიმე დღეში სკოლაში ამოქმედდება ინტეგრირებული კლასი, სადაც 10 სსსმ მოსწავლე ისწავლის.  ამ მიზნით სამინისტრომ ორი სპეცმასწავლებელი სპეციალურად დაუნიშნა.
ხაიშის სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, გასულ წელს სკოლას 7 ოქროსმედალოსანი ჰყავდა. სკოლა ჩართულია სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3504
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2648
ივნ 27 პარ 2025
2525
აგვ 12 სამ 2025
2758
ივლ 01 ორშ 2024
5511
იან 14 კვ 2024
5509
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    ნოემ 27 ხუთ 2025
    803