თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2014-11-10

დღეს 10 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური ეწვია სოფელ სამღერეთს, დაათვალიერა მიმდინარე ინფრასრუქტურული სამუშაოები, შეხვდა მოსახლეობას გაეცნო მათ პრობლემებს და გააცნო სამომავლო გეგმები.

ვრცლად
2014-11-15

დღეს 15 ნოემბერს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის ბატონ რამინ ისმაილოვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ბესიკ წიკლაურისა  და სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ერთობლივი ინიციატივით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ კოდაში ცხინვალიდან დევნილ მოსახლეობას  ჩაუტარდათ უფასო სამედიცინო გამოკვლევა-კონსულტაციები.

ვრცლად
2014-11-15

დღეს 15 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.აქციას შეუერთდნენ ბაგა-ბაღების,სკოლის პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბატონ ბესიკ წიკლაურთან ერთად აქციაში მონაწილეობა მიიღეს გამგეობისა და მასში შემავალი სამსახურის თანამშრომლებმა.

ვრცლად
2014-11-15

დღეს თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონ დავით სარიევთან ერთად სოფელ კოდაში სოცილურად დაუცველ კობა ეუაშვილის და ეკატერინე ალიხანაშვილის ოჯახები მოინახულეს და მცირედი საჩუქრები გადასცეს.

ვრცლად
2014-11-19

საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივით დაწყებული გამწვანების აქცია „მწვანე მომავალის“ ფარგლებში  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონ ბესიკ წიკლაურმა, გამგეობის თანაშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

 

 

 
 
ვრცლად
2014-11-19

დღეს  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონ ბესიკ წიკლაურმა და საკრებულოს დეპუტატმა რამაზ გულბანმა  სოფელ ირაგაში ახალი საბავშვო ბაღი  გახსნეს.

 

 

 
 
ვრცლად
2013-11-20

დღეს 20 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად ეწვია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის დევნილთა დასახლებას,კერძოდ კოდის სათემო განათლების ცენტრს.სოფელ კოდაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „შენი სიცოცხლე,შენი ჯამრთელობა, წარმართე იგი სწორად“ ხორციელდება 2014 წლის ივლისიდან.

ვრცლად
2013-11-20

დღეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით და კოდის სათემო განათლების ცენტრის ინიციატივით ამერიკული ჯგუფი „Tumbling Bones” კონცერტი გაიმართა ერედვის კულტურის ცენტრში.

ვრცლად
2013-12-01

გამოცხადდა კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით  უნდა განათავსონ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე : www.hr.gov.ge

 

ვრცლად
2013-12-03

ქ.თბილისის  სსიპ სასწრაფო სამედიცინო ცენტრმა ,სსიპ თეთრიწყაროს სასწრაფო სამედიცინო ცენტრს  გადასცა  მაღალი გამავლობის ფოლცვაგენის მარკის სპეციალიზირებული ავტომანქანა,რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უკეთეს სამედიცინო სერვისის მიწოდებას.

ვრცლად
2013-12-08

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ  თანამდებობებზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე ტესტირება ჩატარდება მიმდინარე  წლის 14 -15 დეკემბერს. დამატებით ინფორმაცია პრეტედენტებს  მიეწოდებათ ელ-ფოსტით.

ვრცლად
2013-12-08

საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

უკვე მოიხრეშა და ასფალტი დაიგო სოფელ ასურეთის ჭავჭავაძის, კეცხოველის და დუმბაძის ქუჩებზე. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქვენი ფრენი“.

ვრცლად
2013-12-29

დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონ ბესიკ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონ გოჩა თედორაძემ, სოფელ მარაბდაში ახალი საბავშვო ბაღი გასხნეს და ბავშვებს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.

საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელისთვის არის კეთილმოწყობილი, აღნიშნულ ბაღში დასაქმებუია 4 ადამიანი.

ვრცლად
2015-12-30

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით 30 დეკემბერს თეთრიწყაროს ცენტრალურ მოედანზე ,ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.

თეთრწყაროელებთან ერთად დამდეგ შობა-ახალ წელს ზეიმობდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური,საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გოჩა თედორაძე და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
კონცერტს უძღვებოდნენ ქრისტინა გოშაძე და გიორგი ჩარკვიანი.კონცერტში მონაწილეობნენ ანსამბლი „დიდგორი“ , ანსამბლი „კირიალესა“ და ქართული ესტრადის მომღერალი თიკა ჯამბურია. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა.

 

 

 
 
ვრცლად
2015-01-23

22 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ა(ა)პი "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"-ს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.

სხდომას სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლები, რუსთავის მერი და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სააგენტოს მისიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო, GIZ - გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების მხარდაჭერით, რეგიონის მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიერ არის დაფუძნებული.

ვრცლად
2015-01-23

22 იანვარს, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ასურეთს (ყოფილ ელიზაბეტტალს) ეწვია გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელი კრისტოფ ბერგნერი.

ვრცლად
2015-01-30

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბატონი გიორგი ბაკურაძე დღეს ქალაქ თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო იმ ძირითად პრობლემებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობაში დგას.

ბატონმა გიორგი ბაკურაძემ გუდასმით მოისმინა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქ.თეთრიწყაროს მცხოვრებლებმა დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერეს.მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას აქტიურობისთვის .
მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან შედგება ყოველი თვის ბოლო პარასკევს.

ვრცლად
2015-02-03

ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის. ალგეთის წყალსაცავის კაშხლის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ინსტრუმენტალური მონიტორინგის სისტემის აღდგენა, მაგისტრალური არხის ხაიშის და მარაბდის მასივებზე  წყალმიმყვანი მილსადენების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით 2 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა შეხვედრა.

ვრცლად
2015-02-03

2015 წლის 3 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა სემინარი თემაზე „კოლექტიური მოლაპარაკებები ,როგორც დასაქმებულთა სოლიდარობის განტკიცებისა და ხარისხის ამაღლების მექანიზმი და მიზნის მიღწევის ეფექტური საშუალება“.

ვრცლად
2015-02-03

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან, ქვემო ქართლის რეგიონიდან იწყება. სწორედ ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე და შპს მექანიზატორის დირექტორი ზვიად ჩხაიძე დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორს და გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ვრცლად
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    ნოემ 27 ხუთ 2025
    801