2014 წელს კულტურის,ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო კონსერვატორიის, ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლების მხარდაჭერით დაფუძნდა „საქართველოს საგუნდო საზოგადოება“-რომლის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება.
ხანგრძლივი და სუსხიანი ზამთრის პირობებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის N ი - 14 ბრძანების საფუძველზე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის შედეგად.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისე” ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოხალისეების შერჩევის მიზნით აცხადებს კონკურს.
2015 წლის 15 მარტს სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. ბიზნეს იდეების კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება 5 მაისამდე გაგრძელდება.
ბიზნეს იდეების განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულებიდან: www.qartuli.ge
2 აპრილს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მახარაძემ, ა.ა.ი.პ თეთრიწყაროს „სპორტულ სკოლასთან“ არსებულ კარატეს სექციის აღსაზრდელებს, სპორტსკოლის დარბაზში საწვრთნელი სემინარი ჩაუტარა.
სემინარს ასევე ესწრებოდნენ ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა“-ის დირექტორი ბუხულა გარდაფხაძე, ჯანდაცვის და სოც უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, სექციის მწვრთნელები ვასო მაღლაკელიძე და მინდია აფციაური.
საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშვაბეული „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწია სამ ოჯახს
2015 წლის 4 აპრილს ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა კლასიკური მუსიკის კონცერტი, მულტიეთნიკური ხელოვნების ტრადიციულ ფესტივალს - "ერთი ცის ქვეშ – კულტურული დიალოგი“ ,. კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონში მოქმედი სახელოვნებო სკოლებისა და კულტურის ცენტრებთან არსებული კლასიკური მუსიკის შემსრულებლები და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლები.
სსპ “საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის" ტრენერებმა 7 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს 111 თანამშრომელს ჩაუტარეს ტრინინგი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეიდან ამოქმედდა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა.
,,დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მიზანია ელექტრონულად საქმის წარმოების გაუმჯობესება. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მოქალაქესა და პასუხისმგებელ პირს შორის სწრაფ კავშირს.
17 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც წარმოდგენილ იქნა ლიტერატულ – მუსიკალური კომპოზიცია"ჩვენ ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს"'.
საქართველოს ეროვნული ფილარმონიის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 15 აპრილს ქ.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, საქართველოს სახალხო არტისტის ბატონი ლეო ანთაძის მონაწილეობით გაიმართა მონო სპექტაკლი „ქვიშხური ესკიზები“ ღონისძიება მიეძღვნა ლეო ანთაძის სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილეს.
22 აპრილს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის დღე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ბესიკ წიკლაურის გადაწყვეტილებით, ქ. თეთრიწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, მოქანდაკეს, ფერმწერს და გრაფიკოსს ბატონ მერაბ ბერძენიშვილს. ასევე გადეცა საპატიო სიგელი მონუმენტალური ქანდაკების დარგში შეტანილი წვლილისა და ქართველი ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტის „მუზა“–ს დირექტორი, ბატონი დავით გეგელაშვილი, ამავე ცენტრის ადმინისტრატორი ქალბატონი მაია მიქელაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ბატონი იოსებ ქუმსიშვილი.
კვირას 26 აპრილს თბილისში გაიმართა ღია ტურნირი კარატეში „კარატე ოლიმპიურ გზაზე“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ოცდაათამდე საუკეთესო კლუბი, 350-თზე მეტი სპორტსმენით.
2015 წლის 23 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ბესიკ წიკლაურის და კომპანია GMM-ის დამფუძნებლის ბატონი ვახტანგ გაგნიძის ხელშეწყობით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და მოწვეული სპელიასტებისაგან დაკომპლექტებული ექსპედიცია ეწვია თეთრწყაროს მუნიციპალიტეტს.
28 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჭავჭავაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი, სოფელ სამღერეთს ესტუმრნენ და ახლადაშენებულ სკოლა დაათვალიერეს.
27 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
28 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჭავჭავაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი, სოფელ სამღერეთს ესტუმრნენ და ახლადაშენებულ სკოლა დაათვალიერეს.
გამოცხადდა კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 17 მაისის ჩათვლით უნდა განათავსონ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე : www.hr.gov.ge
2015 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა ბიბლიოთეკაში ტარდება ბიბლიოთეკების კვირეული: მოეწყობა ლიტერატურული გამოფენები, დისკუსიები, შეხვედრები.
საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს გახსნა ასურეთის სასოფლო ბიბლიოთეკამ. კვირეულის დახურვა შედგება თეთრიწყაროს მთავარ ბიბლიოთეკაში.
23 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და მოწვეული სპელიასტებისაგან დაკომპლექტებული ექსპედიცია ეწვია თეთრიწყაროს. ათდღიანი ექსპედიცია კომპლექსურია და მოიცავდა ფოლკლორის ყველა დარგს: ხალხური სიმღერა-გალობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება, ასევე ეთნოგრაფია-ეთნოლოგიას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 26 ხუთ 2026
232
მარ 16 ორშ 2026
504
იან 00
598
ნოემ 07 პარ 2025
1910
ნოემ 06 ხუთ 2025
1902
ოქტ 06 ორშ 2025
2332




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















