თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამშვიდობო ,,ველოტური“ ქ. თეთრწყაროში
05 მარ 2015
 

საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ყველა ერთისათვის“ ა/წ 25 თებერვალიდან - 25 მარტის  ჩათვლით ახორციელებს ველოტურს ქვეყნის მასშტაბით, სახელწოდებით ,,საქართველო მშვიდობისათვის“.

მსგავსი ღონისძიება ,,ყველა მშვიდობისათვის“ პირველად ჩატარდა უკრაინაში 2014 წელს, რომლის მიზანი იყო საომარი მოქმედებების შეწყვეტის და პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარების მოწოდება. 
გასულ წელს აღნიშნულმა ორგანიზაციამ ლეგენდარულ სპორტსმენთან ჯუმბერ ლეჟავასთან ერთად დაგეგმა მსგავსი ტურების ჩატარება, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მაინც გრძელდება და უკვე მესამე სამშვიდობო ველოტური ერთი თვის განმავლობაში მოიცავს სრულიად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საზღვრებს. შემდეგი, მეოთხე ტური გაგრძელდება ამიერკავკასიის დანარჩენ რეგიონებში.
ველოტურების მისია და მიზანია: მსოფლიოში ყველა პრობლემის ომის გარეშე მოგვარების მოწოდება; ადამიანთა შორის კავშირების აღდგენა; ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია. 
თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ,,საქართველო მშვიდობისათვის“ ტურის განხორციელებას მხარდაჭერა გაუწია. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბატონი ნოდარ ბერიძე შეხვდა  ადგილობრივ სპორტსმენებს.  ასევე მოხდა ფართო საზოგადოებასთან გაცნობითი სახის შეხვედრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2986
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2644
ივნ 27 პარ 2025
2521
აგვ 12 სამ 2025
2755
ივლ 01 ორშ 2024
5504
იან 14 კვ 2024
5503
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    ნოემ 27 ხუთ 2025
    802